ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი მარციო:”შალკეს და იუვეს მხოლოდ 2 მილიონი აშორებს..”

ჯანლუკა დი მარციო უახლეს ინფორმაციებს ავრცელებს იულიან დრაქსლერის ტრანსფერის თაობაზე:“შალკე, როგორც ჩანს დათანახმდა ფიქსირებულ 27 მილიონ ევროს და პლიუს ბონუსის სახით 5 მილიონის მიღებას საკუთარ ნახევარმცველში. ბიანკონერის წინადადება კი ამ ეტაპზე შეადგენს 25-ს ფიქსირებულის სახით, ხოლო ბონუსად კიდევ 7 მილიონი ევრო. ამ ეტაპზე პრობლემატური რჩება მხოლოდ 2 მილიონი ევრო. აქამდე პრობლემა იყო ტრანსფერის მთლიანი ღირებულება, დღეისათვის კი მცირე ხარვეზია გადახდის ფორმასთან დაკავშირებით. კულმინაცია ახლოვდება და იგი დღეს ღამე ან უკიდურეს შემთხვევაში დილისთვის გადაწყდება”. აქვე მასიმო პავონის სიტყვებსაც შემოგთავაზებთ, რომელიც ეხება დრაქსლერის ასპარეზობს ვოლფსბურგის წინააღმდეგ:

“ბუნდესლიგის პირველ ტურში დრაქსლერის საიმედო ასპარეზობამ გელზენკირხენულ კლუბს ამბიციური განცხადებებისგან უბიძგა. მათ აუწიეს კიდევაც სატრანსფერო ღირებულებას. ამის შემდეგ თავად ფეხბურთელი გააქტიურდა და კლუბს საკუთარი სურვილი გაანდო წასვლის თაობაზე. გადის ხანი და მოახლოვდა ბუნდესლიგის მეორე ტური.. დრაქსლერი მოედანზეა და იგი ვოლფსბურგის წინააღმდეგ უძღვება თანაგუნდელებს..

გერმანელმა იმედები საერთოდ ვერ გაამართლა და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა. დიახ, იგი ცდილობდა და ემუქრებოდა მეტოქის კარს, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად დაინახავდით რომ ფიქრებში იგი მოედანზე ნამდვილად არ იმყოფებოდა. შედეგად, ეხლა უკვე მაროტას შეუძლია თანხის დაკლებაზე საუბარი..”

3 thoughts on “დი მარციო:”შალკეს და იუვეს მხოლოდ 2 მილიონი აშორებს..”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.