კუადრადო: “იუვენტუსი” საუკეთესო არჩევანია”
“იუვენტუსის” ახალწვეულმა ხუან კუადრადომ განაცხადა, რომ ვერ აუხსნია თუ რატომ ვერ ხვდებოდა “ჩელსიში” ძირითად შემადგენლობაში. “რაში იყო საქმე? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ყოველთვის პროფესიონალურად ვეკიდებოდი ჩემს მოვალეობას, ვარჯიშებზეც კარგად გამომდიოდა ყველაფერი. იმდენს არ ვთამაშობდი ძირითად შემადგენლობაში, რამდენიც მინდოდა, მაგრამ ყოველთვის მზად ვიყავი მიდორზე გასასვლელად. “იუვენტუსში” გადასვლა ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, ეს საუკეთესო არჩევანია. ყველაფერს გავაკეთებ ამ გუნდის მაისურისთვის. მადლობას ვუხდი ღმერთს, ჩემს აგენტს და “იუვენტუსს” ასეთი შესაძლებლობისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ კვირას მოედანზე გავალ. ეს ძალიან გამახარებს. სქემა? “ფიორენტინაში” ხშირად ვთამაშობდით სქემით 3-5-2. ჩემი მოვალეობაა ვიმუშაო და განვახორციელო მწვრთნელის იდეები მიდორზე. “
წყარო: Football Italia