ლორენტე: ” ერთი სული მაქვს როდის შევხვდებით “იუვენტუსს” “
ფერნანდო ლორენტე მოხარულია, რომ “ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფური ეტაპის ფარგლებში “სევილია” “იუვენტუსის” წინააღმდეგ იასპარეზებს და ესპანელ თავდამსხმელს ყოფილ ტანაგუნდელებთან მოუწევს დაპირისპირება. ამის შესახებ ლორენტემ ჟურნალისტებს მონაკოში გამართული კენჭისყრის შემდეგ განუცხადა: ” შესანიშნავია, რომ ტურინში მივდივართ, რადგან ორი საოცარი წელიწადი გავატარე იქ. ვფიქრობ, ევროპის ნებისმიერ ტოპ კლუბთან შეგვიძლია დაპირისპირება. ჩვენი დამარცხება ადვილი არ იქნება. ჩემი ტრანსფერის თაობაზე სხვა შემოთავაზებებიც იყო, მაგრამ თავიდანვე “სევილიაში” მსურდა გადასვლა. “იუვენტუსთან” კონტრაქტის გაწყვეტასაც დავთანხმდი და ანდალუსიელებს მივაშურე. ვფიქრობ, აქ ძალიან კარგი კოლექტივია და ტიტულების მოგების ძალა შეგვწევს. ბოლო წლების განმავლობაში გუნდი მნიშნელოვნად გაიზარდა. ” -“სევილია” “იუვენტუს სტედიუმს” 30 სექტემბერს ეწვევა.
რა პონტია უფასოდ გაყიდვა
ამაურივით არ მოიქცა და ჩვენც არ მოვექეცით როგორც ამაურის
ვუჯიგრეთ სევილიაში გაშვებით თორე 5-6 მილიონად ისე გავასაღებდით სადმე გრანადაში როგორც არაფერი
ლორენტე უფასოდ გავყიდეთ?