ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დრაქსლერის საგა დასასრულს მიუახლოვდა

სასიამოვნო ინფორმაციებს ავრცელებენ ერთი მეორეს მიყოლებით იტალიური გავლენიანი წყაროები: Gazzetta, Mediaset, Sky, Calciomercato, Tuttomercatoweb, Tuttosport.. აპენინელების მტკიცებით გუშინ საქმეში უშუალოდ ჯუზეპე მაროტა ჩაერთო, რომელიც ერთპიროვნულად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ჰორსტ ჰელდტთან იულიან დრაქსლერის ტრანსფერის თაობაზე. სწორედ ამიტომაც ჩანს რომ გერმანელის ტრანსფერს უახლოებს საათებში იუვე ოფიციალურად დახურავენ. სატელეფონო საუბარი, რომელიც საკმაოდ გრძელი და დამღლელი აღმოჩნდა გუშინ ღამე მხარეებს შორის შეათახნმა გარიგების უმნიშვნელოვანესი დეტალები. თანხა, რომელსაც ითხოვდა გერმანული კლუბი პრაქტიკულად დაკმაყოფილდა და საქმე მხოლოდ გადახდის ვადებსღა ეხება. FINO ALLA FINE- ეს სიტყვები კი იქნება პირველი რაც იულიანს ეცოდინება იტალიურად იუვეში მოსვლისას. იმ შემთხვევაში თუ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება გერმანელი მიხვდება, რომ იუვე არასოდეს ნებდება არც მოედანზე და არც მის მიღმა.

წყარო: Gazzetta, Mediaset, Sky

11 thoughts on “დრაქსლერის საგა დასასრულს მიუახლოვდა

  1. მალადეც მაროტაა,, ეხლა მაინც იმედია გაჩუმდებიან შენი კრიტიკოსები :forza: :forza: მაგარი ტრანსფერები გაჩარხა იმენა, იმედია გაამართლებს წლევანდელი შენაძენების 100%. ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები დავიმატეთ ვნახოთ რა იქნება. მე პირადა კმაყოფილი ვარ ამ კაცის მუშაობით

  2. წელს კარგი ტრანსფერები დადო მაროტამ. დრაქსლერის გაოფიციალურება დარჩა და ეგაა. დანარჩენი ალეგრიზე და ფეხბურთელებზეა დამოკიდებული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.