ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კომანი “ბაიერნში” 2-წლიანი არენდით?

La Gazzetta dello Sport – ისა და Sky Sport Italia – ს მტკიცებით, მიუნხენის “ბაიერნი” ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა ფეხბურთელის, კინგსლი კომანის, არენდით აყვანას ორი წლით გეგმავს. გერმანელები ამისათვის 7-8 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რეკორდმაისტერი” ამ ეტაპზე 5 მილიონს გადაიხდის, ხოლო მომდევნო ზაფხულს ამ თანხას კიდევ 2 მილიონი ევრო დაემატება, 2017 წლის ზაფხულში კი მათ ფრანგი ტალანტის უფლებათა პაკეტის გამოსყიდვის შესაძლებლობა 20 მილიონი ევროს ფარგლებში ექნებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ არის შანსი, შემდგომში კინგსლი “იუვენტუსის” რიგებში კვლავ ვიხილოთ. სავარაუდოდ ყველაფერს კომანის “ბაიერნში” ასპარეზობა განაპირობებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მოთამაშე ტურინულმა კლუბმა ერთი წლის წინ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმა მას შემდეგ, რაც კომანს “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი ამოეწურა.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
davit davitadze
9 years ago

ვიდალი ეხლა კომანი, ეს ბავარია რომ გვახევს ფეხბურთელებს. გიოტცე მაინც მოეცათ სანაცვლოდ

ALLENATORE
9 years ago

და მერე ვის რად უნდა კომანი ? 2 წელში თუ ბაიერნში ისიც ვერ აჩვენა რო 20 მილიონი ღირს და არ გამოისყიდეს მისი ტრასფერი ) არაფერი გამოვა ესეიგი კომანისგან ))

juveboy-leo
9 years ago

bavariam:
tqven ra ggonivart chobani?
ro shemogvtenot komani. . . :chuvak:

gaumarjos dzmebs, draxlers vaoficialurebt?

sane ra kaci yofila shalkeshi. . .

juliani sad dafrinavda netav wuxel
:forza:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Bარემ 10 წლიანი არენდითგაგვეშვა და სიბერეში მოაბრუნებდნენ :chuvak:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x