ალეგრი : “კომანი ბავარიაში მიდის”
რამდენიმე წუთში ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის პრესს-კონფერენცია იწყება “რომასთან” დაპირისპირების წინ.ბიანკონერებს ხვალ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელით და “უდინეზესთან” მარცხის შემდეგ ჟურნალისტებს ბევრი შეკითხვა დაუგროვდათ.
“ტრავმირებული ფეხბურთელებით დავიწყოთ, ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება.მორატა ხვალისთვის მზადაა, დაახლოებით ერთ კვირაში გუნდს დაუბრუნდება მარკიზიოც, ხედირას სექტემბრის შუა რიცხვებში ველით.რაც შეეხება ასამოას, მისი რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს, მალე კვადვო ბურთთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს.”
“დიახ, კომანი ბავარიაში მიდის, ვფიქრობ, ეს ფეხბურთელის გადაწყვეტილება იყო და პლიუს, კლუბი ფინანსურად გაძლიერდა.გასულ სეზონში იგი ცოტას თამაშობდა და როგორც სჩანს, არ იყო მზად ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად.თუ მომავალში კინგსლი წარმატებული ფეხბურთელი გახდება, ვფიქრობ, იუვენტუსს დიდ მადლობას ეტყვის.ლიორენტეს წასვლა კარგა ხნის წინ იყო დაგეგმილი, ფერნანდო შესანიშნავი პიროვნებაა და მას ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი.ტურინიდან მიმავალ გზაზეა მაურისიო ისლაც.სიმონე ძაძა ახალგაზრდა, ნიჭიერი ფორვარდია, მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდება.იუვე მის გაყიდვას არ აპირებს.”
“ხვალ საინტერესო და დაძაბულ შეხვედრას ველი, ბოლო წლებია რომასა და იუვეს დაპირისპირება ყველას ყურადღებას იქცევს, სეზონის მატჩადაც კია წოდებული.იმედი მაქვს, ძალადობასა და უხეშობას ადგილი არ ექნება, გულშემატკივრებმა სიამოვნება ჭეშმარიტი ფეხბურთით უნდა მიიღონ.რომა საგრძნობლად გაძლიერდა, ჯიალორისის ხელმძღვანელობამ ბაზარზე კარგად იმუშავა, ვფიქრობ დედაქალაქელები ჩვენთან, ინტერთან, ნაპოლისთან და მილანთან ერთად ტიტულის მოგების კანდიდატები არიან.”
“სუპერთასის მოგების შემდეგ ძალიან ბევრმა შეგვაქო, ამბობდნენ რომ იუვე ისევ ყველაფერს მარტივად მოიგებდა, უდინეზესთან თამაში არ გამოგვივიდა და უცებ ყველაფერი შეიცვალა, ეს არ არის სწორი.მომზადების პროცესმა კარგად ჩაიარა და იმედია, ნელ-ნელა უკეთეს ფორმაში შევალთ.ფეხბურთში წინასწარ დაგეგმილი არაფერია, თითოეულ ვარჯიშზე ბოლომდე უნდა დაიხარჯო, სასურველ შედეგს რომ მიაღწიო, ნებისმიერ შემთხვევაში უძლიერესი გამოდის გამარჯვებული.სერია ა-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზეც რთული ჯგუფი შეგხვდა და ვნახოთ, რა იქნება.”
“კუადრადოს არენდა ? – ხუანი ისეთი ფეხბურთელია, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა ასპექტში შეიძლება, ფლანგზე, საჯარიმოსთან ახლოს, ტრეკუარტისტაზეც კი.იგი ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა და ვფიქრობ, ადაპტაციასაც მალე გაივლის.ვფიქრობ, ხვალ პადოინი ითამაშებს, მას აქვს ის თვისებები, რომელიც დაცვის ხაზის წინ სათამაშოდაა საჭირო.ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ იმ პოზიციაზე პადოინის დაყენება ლოგიკურია.უდინეზესთან ცუდად არ გვითამაშია, კარში 20ჯერ დავარტყით და 67 პროცენტი ბურთის ფლობა გვქონდა, ბევრი კუთხურიც მოვაწოდეთ, მეტოქე კი ერთხელ მოუახლოვდა კარს და გაგვიტანა, ეს ფეხბურთია და ზოგჯერ იღბალი ზურგს გაქცევს.ალექს სანდრო სათამაშოდ მზადაა, თუმცა ის მხოლოდ ხუთი დღეა რაც შემოგვიერთდა.დიბალა აუცილებლად დაიწყებს, ეს ინფორმაცია ააჭრელებს გაზეთებს.კუადრადო სათადარიგოთა სკამზე იქნება.ჩვენი მთავარი ამოცანა ყველა ტურნირზე დამაჯერებლად გამოსვლაა, სერია ა -ში სტაბილურად უნდა დავაგროვოთ ქულები, ლიგის ჯგუფური ეტაპი დავძლიოთ, კოპა იტალიაზე კი შორს გავიდეთ.”
“დრაქსლერი ? – სატრანსფერო ბაზარზე წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება, კომანის წასვლაზე ადრე არავინ ლაპარაკობდა, არც იმ ფეხბურთელების ტრანსფერებზე, რომლებიც დავიმატეთ.მწვრთნელი ვალდებულია მაქსიმალურად მოარგოს კადრები გუნდს და შედეგი დადოს.”
ამ პადოინის შემცვლელი რით ვერ მოიძენა რააა
