ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი
“სამწუხაროდ შექმნილ სიტუაციაზე რეაგირება გვიან მოვახდინეთ. პირველივე წამებიდან მეტოქის მხრიდან უდიდეს ზეწოლას განვიცდით. საბედნიეროდ გარკვეული ხნის შემდეგ თამაში გათანაბრდა, თუმცა ზუსტად ამ დროს პიანიჩმა საოცარად შეასრულა სტანდარტული მდგომარეობა. ბუნებრივია ისეთი გუნდისთვის როგორიც იუვეა სეზონის სტარტი ორი მარცხით ცუდია, თუმცა ეს ფეხბურთია და რიგ ეპიზოდებში ძნელია კონკრეტულ ვითარებას გაექცე. მიხარია, რომ ზუსტად ხვალ დასრულდება ის სატრანსფერო საგიჟეთი, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში ურევდა ტვინს ყველას. სწორედ ამის შემდეგ დავიწყებთ სრული კოლექტივი ერთიანი მექანიზმივით მუშაობას. არის თუ არა გუნდში ფიტნეს პრობლემა? როდესაც 10 კაცით რჩები და მეტოქეს პრესინგის ქვეშ ამყოფებ, უტან გოლს და აწყობ მის კართან შტურმს ვფიქრობ ეს უადგილო კითხვაა. ფეხბურთელები კარგ ფიზიკურ კონდიციებში არიან. დიბალას შევაქებ, ხოლო მანჯუკიჩს მოსამატებელი აქვს. კუადრადო და მორატა კი ეტაპობრივად გადიან ფორმის პიკზე. პოგბა? ექსტრა არაორდინალური მოთამაშეა, რომელიც ემოციურად გამოხატავს მინდორზე შექმნილ მდგომარეობას. ის ჯერ 22 წლისაა და მას ვერ მოსთხოვ ითამაშოს 30 წლის ფეხბურთელივით. დრაქსლერი? მან და შალკემ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღეს და ტრანსფერი ამის გამო არ შედგა”– განაცხადა მაქს ალეგრიმ.
ჯანლუიჯი ბუფონი დამწუხრებულია გუნდის მიერ ნაჩვენები უკანასკნელი შედეგებით, თუმცა კაპიტანის თქმით თუ გუნდი უკვე ორშაბათიდან დაიწყებს მობილიზებას და შავ-თეთრი ფერებისთვის ყველაფერს გაიღებს, მაშინ მას სანერვიულო არაფერი ექნება:“რომამ გამაოცა. მათ საოცარი თამაში აჩვენეს. განსაკუთრებით ის ეპიზოდია გამოსაყოფი, როდესაც რიცოლიმ პენალტი არ დანიშნა ჩვენი კარის მიმართულებით. ძველი რომა ამ დროს უკვე თამაშს დაანებებდა თავს, თუმცა ეხლა.. მათ პირიქით მეტი აგრესიით განაგრძეს ასპარეზობა და პრაქტიკულად ამოსუნთქვის საშუალება არ მოგვცეს. ფრე? ეს არ იქნებოდა ლოგიკური შედეგი, რადგან გარსიას შეგირდები ყველა ეპიზოდში და კომპონენტში გვჯაბნიდნენ. საერთოდ.. როდესაც ამხდენი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშე მოდის გუნდში გარკვეული ხარვეზები აუცილებლად იჩენს თავს. მეორეს მხრივ თუ უკვე ორშაბათიდანვე დავიწყებთ საჭირო კურსით მომზადებას და ბიჭები გაითავისებენ თუ რა არის შავ-თეთრი ფორმა, მაშინ სანერვიულო არაფერი მექნება. იუვე არ უნდა იწყებდეს ჩემპიონატს ორი მარცხით და ამიტომ დაუყონებლივ უნდა მოხდეს სწორი შეფასება და რეაგირება”.
წყარო: tuttosport
ჯერ ერთი აქ მარტო ჩამშლელზე არა პერეირა მეტ დისკომფორტს შეუქმნიდა მისი სირბილით ნახევარმცველებს მერე კონტრ ატაკაზე მაგრა გადავიდოდა ვიდრე პადოინი.. და ბურთი ვის უნდა მიეტანა თავდასხმამდე მაგ ნახევარდავცაში უნდა მიეტანა პოგბას მარა ვერ მიქონდა ეთამაშა 4-4-2 და დაემატებია პერეირა ერთადერთი ნათელი წერტილი უდინეზესთან თამაშში პერეირა იყო და თუ 5-3 2 თამაშობ მანდ კასერესი კი არა ბარძალია საჭირო ეგ კაცი კრავს მაგ დაცვას.. და რავი რუგანი სკამზე ვერ მოუმატებს უნდა მიეცეს საშუალება ბონუჩზე ბევრად მაგარი მცველი დადგება
წულა says:

აგვისტო 31, 2015 at 10:02
მოგესალმებით ბიჭებო, ავღანეთში ვარ და ვერ ვუყურებ იუვეს თამაშებს, გთხოვთ სრული თამაშები აქ ჩააგდოთ ჩანაწერს მაინც რომ უყურო, ან ძაან მაგარი იქნება თუ სრული მატჩების არქივი თუ შეიქმნება, გასული 5 ტური მაინც რო იყოს და განაახლოთ ხოლმე, დიდი მადლობა ყველა იუვენტინოს, გენაცვალეთ გულში და გუნდის არჩევანში
ალეგრიმ აურია მაგრად პადოინს რომ პირლოს ადგილზე ატამასებ. მაგის იმედი როგორ უნდა გქონდეს. გიოტცე ტუ მოვიდა მერე კიდე ტუ ამ ტაქტიკიტ იტამაშა ნაგდად ცასასვლელია. დგეს დზაან რეტკად ტამაშობენ 3=5-2 ორს. დიბალას დრო უნდა კარგი ტალანტია
გარდამავალი წელი იქნება და დაეთმობა შეთამაშებას, ამას ვამბობდი ჯერ კიდევ ზზაფხულში და ვიტყვი სეზონის მსვლელობის დროს არაერთხელ
მიდი მახქს შენი იმედი მაქვს

მალე გამოსწორდება ყველაფერი
სად გაქრა ის პროფესორა სასტავი ნეტა)) ალეგრის ბრალია ყველაფერი აბა რა)) ხალხნო დრაქსლერი რომ მოეყვანათ მაიმც არაფერი გვეშველებოდა რადგან ნახევარდაცვაა დირკა, ის ნახევარდაცვა უძლიერესი რომ იყო წლები. გიოტცეც დადონ, მესი დაამატონ)) პრობლემა უფრო ნახევარდაცვაა და არა შეტევა
ჩემი ძმა, პადოინს რო ათამაშებ და პერეირა სკამზე გიზის ეგეც მაროტას ბრალია?
ალეგრი ისე გამოგყავს თითქოს არავინ ეკითხებოდეს აზრს გუნდის მოწყობაზე.
მოიცა პერეირა ჩამშლელს ითამაშებდა? აბა ჩამშლელად ვინ დაეყენებინა პადოინი სტურაროს გარდა არავინ ყავს ეხა ტრავმების გამო ჩამშლელი ეგეც ალეგრის ბრალია მაგას ბრუცოს ხალხის მოყვანა რო არ უნდა ოქტომბრამდე ხედო ასამიოა ოქტომბრის ბოლომდე არ გეყოლება ფორმაში
10 ფორვარდი რო მოგყავს გუნდში შენი აზრით მაროტას ხუშტურებია ეგ მარტო? ალეგრის არავინ არაფერს ეკითხება? მე მგონია რო სატრანფერო პოლიტიკას მწვრთნელი უნდა წარმართავდეს პირველ რიგში და ალეგრი თუ ამას თავს ვერ ართმევს მხოლოდ მის სისუსტეს უსვამს ხაზს. მოკლედ, ყველაფრის მაროტაზე გადაბრალება და ალეგრის სუფთად გამოყვანა არასწორი საქციელია რბილად რომ ვთქვათ :D
შეუთამაშლები არიან მაგარი ნახევარდაცვას პადოინზე ვერ ააწყობენ ყველა ტრანვირებულია ,უნდა დაველოდოთ ჯერ დრო წინააა გუნდი კარგი გვყავს
ერთი საშინელება სიტისთანაც გადავიტანოთ და მერე ნახეთ გავასწორებთ ყველას მიწასთან, სიტისთანაც უბრალოდ ფორმაში არ ვართ თორე, დაბრუნდება მარკიცზიო შევა ფორმაში კუადრადო აღა დავიანახავთ პადოინს და ნახეთ თქვენ მიდი ალეგრააა
იოვეტიჩი შეაგდო მეორეც რეალურად ვისი მოყვანაც შეილებოდა გამაზეს ზათო ძაძასნაირ ლეღვებს დაახარჯეს ფული
რატო შეეით ამ ძაძას ტო? :D არ უთამაშია ჯერ კაცს და დავაცადოთ რა ცოტა ხანი.
19 ლიმონი რო გადავაგდეთ იმიტო სეზონში 11 გ ოლს დებდა კარიერულად უკლასო ვირია სუფთა და მაგიტო ამდენი 9 იანის მოყვანას ეგ ფული იოვეტიჩზე დაეხარჯათ ჯობდა აგერ კიდე შეაგდო ინტერში
გადავაგდეთ თუ არა ეგ გამოჩნდება ამ სეზონის მანძილზე, მეორე ტურია და ჯერ დასკვნები ადრეა, იმობილე რო იყო გოლეადორი კალჩოში, გრანდში რო გადავიდა ვის რა მოჭამა რო
დრო გვაჩვენებს ყველაფერს. ფაქტია ერთი ფორვარდი აშკარად ზედმეტია, ჩემი აზრით მანძუკა უფრო არ იყო მოსაყვანი ვიდრე ძაძა.
keep calm and believe in alegri
ტიპი დრაქსლერზე და ოსკარზე ოცნებობს და ეგ კი არა ამათმა დვალიშვილის დონის ტ რექუარტისტა ვერ მოუყვანეს