ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრესაში “იუვეს” ლამელას სახელიც დაუკავშირეს

90 მილიონით ჯიბე გასქელებულმა “ვოლსბურგმა” ტურინის “იუვენტუსს” იულიან დრაქსლერის ტრანსფერთან დაკავშირებით უამრავი პრობლემა შეუქმნა.მართალია, ბიანკონერები ჯერაც “შალკეს” საბოლოო პასუხის მოლოდინში არიან, თუმცა გალილოე ფერარისზე უკვე ცოტას თუ სჯერა, რომ გერმანული კლუბის პრეზიდენტი გადაწყვეტილებას ბებერი ქალბატონის სასარგებლოდ მიიღებს.ფაქტია, მასიმილიანო ალეგრის სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც შეავსებს ხაზს ცენტრალურ ნახევარმცველებსა და შემტევებს შორის.დღეს პრესაში ერიკ ლამელას სახელი ახსენეს, რომელიც ლონდონის “ტოტენჰემის” დატოვებასთან საკმაოდ ახლოსაა.არგენტინელის მიმართ ინტერესს “ინტერი” და “რომაც” იჩენდნენ, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.ბეპე მაროტას 23 წლის წინახაზელის აყვანა არენდით სურს, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით.ჯერ “შალკეს” საბოლოო პასუსხ დაველოდოთ, შემდეგ კი ვნახოთ, ალტერნატიული ვარიანტებიდან რომლის აყვანას ეცდებიან ტურინელები.

წყარო : Football italia

1 thought on “პრესაში “იუვეს” ლამელას სახელიც დაუკავშირეს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.