ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი

“სამწუხაროდ შექმნილ სიტუაციაზე რეაგირება გვიან მოვახდინეთ. პირველივე წამებიდან მეტოქის მხრიდან უდიდეს ზეწოლას განვიცდით. საბედნიეროდ გარკვეული ხნის შემდეგ თამაში გათანაბრდა, თუმცა ზუსტად ამ დროს პიანიჩმა საოცარად შეასრულა სტანდარტული მდგომარეობა. ბუნებრივია ისეთი გუნდისთვის როგორიც იუვეა სეზონის სტარტი ორი მარცხით ცუდია, თუმცა ეს ფეხბურთია და რიგ ეპიზოდებში ძნელია კონკრეტულ ვითარებას გაექცე. მიხარია, რომ ზუსტად ხვალ დასრულდება ის სატრანსფერო საგიჟეთი, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში ურევდა ტვინს ყველას. სწორედ ამის შემდეგ დავიწყებთ სრული კოლექტივი ერთიანი მექანიზმივით მუშაობას. არის თუ არა გუნდში ფიტნეს პრობლემა? როდესაც 10 კაცით რჩები და მეტოქეს პრესინგის ქვეშ ამყოფებ, უტან გოლს და აწყობ მის კართან შტურმს ვფიქრობ ეს უადგილო კითხვაა. ფეხბურთელები კარგ ფიზიკურ კონდიციებში არიან. დიბალას შევაქებ, ხოლო მანჯუკიჩს მოსამატებელი აქვს. კუადრადო და მორატა კი ეტაპობრივად გადიან ფორმის პიკზე. პოგბა? ექსტრა არაორდინალური მოთამაშეა, რომელიც ემოციურად გამოხატავს მინდორზე შექმნილ მდგომარეობას. ის ჯერ 22 წლისაა და მას ვერ მოსთხოვ ითამაშოს 30 წლის ფეხბურთელივით. დრაქსლერი? მან და შალკემ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღეს და ტრანსფერი ამის გამო არ შედგა”– განაცხადა მაქს ალეგრიმ.

ჯანლუიჯი ბუფონი დამწუხრებულია გუნდის მიერ ნაჩვენები უკანასკნელი შედეგებით, თუმცა კაპიტანის თქმით თუ გუნდი უკვე ორშაბათიდან დაიწყებს მობილიზებას და შავ-თეთრი ფერებისთვის ყველაფერს გაიღებს, მაშინ მას სანერვიულო არაფერი ექნება:“რომამ გამაოცა. მათ საოცარი თამაში აჩვენეს. განსაკუთრებით ის ეპიზოდია გამოსაყოფი, როდესაც რიცოლიმ პენალტი არ დანიშნა ჩვენი კარის მიმართულებით. ძველი რომა ამ დროს უკვე თამაშს დაანებებდა თავს, თუმცა ეხლა.. მათ პირიქით მეტი აგრესიით განაგრძეს ასპარეზობა და პრაქტიკულად ამოსუნთქვის საშუალება არ მოგვცეს. ფრე? ეს არ იქნებოდა ლოგიკური შედეგი, რადგან გარსიას შეგირდები ყველა ეპიზოდში და კომპონენტში გვჯაბნიდნენ. საერთოდ.. როდესაც ამხდენი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშე მოდის გუნდში გარკვეული ხარვეზები აუცილებლად იჩენს თავს. მეორეს მხრივ თუ უკვე ორშაბათიდანვე დავიწყებთ საჭირო კურსით მომზადებას და ბიჭები გაითავისებენ თუ რა არის შავ-თეთრი ფორმა, მაშინ სანერვიულო არაფერი მექნება. იუვე არ უნდა იწყებდეს ჩემპიონატს ორი მარცხით და ამიტომ დაუყონებლივ უნდა მოხდეს სწორი შეფასება და რეაგირება”.
წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

18 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
davit zivzivadze
9 years ago

ჯერ ერთი აქ მარტო ჩამშლელზე არა პერეირა მეტ დისკომფორტს შეუქმნიდა მისი სირბილით ნახევარმცველებს მერე კონტრ ატაკაზე მაგრა გადავიდოდა ვიდრე პადოინი.. და ბურთი ვის უნდა მიეტანა თავდასხმამდე მაგ ნახევარდავცაში უნდა მიეტანა პოგბას მარა ვერ მიქონდა ეთამაშა 4-4-2 და დაემატებია პერეირა ერთადერთი ნათელი წერტილი უდინეზესთან თამაშში პერეირა იყო და თუ 5-3 2 თამაშობ მანდ კასერესი კი არა ბარძალია საჭირო ეგ კაცი კრავს მაგ დაცვას.. და რავი რუგანი სკამზე ვერ მოუმატებს უნდა მიეცეს საშუალება ბონუჩზე ბევრად მაგარი მცველი დადგება

9 years ago

წულა says:
აგვისტო 31, 2015 at 10:02
მოგესალმებით ბიჭებო, ავღანეთში ვარ და ვერ ვუყურებ იუვეს თამაშებს, გთხოვთ სრული თამაშები აქ ჩააგდოთ ჩანაწერს მაინც რომ უყურო, ან ძაან მაგარი იქნება თუ სრული მატჩების არქივი თუ შეიქმნება, გასული 5 ტური მაინც რო იყოს და განაახლოთ ხოლმე, დიდი მადლობა ყველა იუვენტინოს, გენაცვალეთ გულში და გუნდის არჩევანში :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

gocha gabunia
9 years ago

ალეგრიმ აურია მაგრად პადოინს რომ პირლოს ადგილზე ატამასებ. მაგის იმედი როგორ უნდა გქონდეს. გიოტცე ტუ მოვიდა მერე კიდე ტუ ამ ტაქტიკიტ იტამაშა ნაგდად ცასასვლელია. დგეს დზაან რეტკად ტამაშობენ 3=5-2 ორს. დიბალას დრო უნდა კარგი ტალანტია

zuriko vacheishvili
9 years ago

მიდი მახქს შენი იმედი მაქვს :juvee: :juvee: :juvee:

zuriko vacheishvili
9 years ago

მალე გამოსწორდება ყველაფერი

jjj jjj
9 years ago

სად გაქრა ის პროფესორა სასტავი ნეტა)) ალეგრის ბრალია ყველაფერი აბა რა)) ხალხნო დრაქსლერი რომ მოეყვანათ მაიმც არაფერი გვეშველებოდა რადგან ნახევარდაცვაა დირკა, ის ნახევარდაცვა უძლიერესი რომ იყო წლები. გიოტცეც დადონ, მესი დაამატონ)) პრობლემა უფრო ნახევარდაცვაა და არა შეტევა

DAVID-JUVE
9 years ago
Reply to  jjj jjj

ჩემი ძმა, პადოინს რო ათამაშებ და პერეირა სკამზე გიზის ეგეც მაროტას ბრალია? :lool: ალეგრი ისე გამოგყავს თითქოს არავინ ეკითხებოდეს აზრს გუნდის მოწყობაზე.

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  DAVID-JUVE

მოიცა პერეირა ჩამშლელს ითამაშებდა? აბა ჩამშლელად ვინ დაეყენებინა პადოინი სტურაროს გარდა არავინ ყავს ეხა ტრავმების გამო ჩამშლელი ეგეც ალეგრის ბრალია მაგას ბრუცოს ხალხის მოყვანა რო არ უნდა ოქტომბრამდე ხედო ასამიოა ოქტომბრის ბოლომდე არ გეყოლება ფორმაში

DAVID-JUVE
9 years ago

10 ფორვარდი რო მოგყავს გუნდში შენი აზრით მაროტას ხუშტურებია ეგ მარტო? ალეგრის არავინ არაფერს ეკითხება? მე მგონია რო სატრანფერო პოლიტიკას მწვრთნელი უნდა წარმართავდეს პირველ რიგში და ალეგრი თუ ამას თავს ვერ ართმევს მხოლოდ მის სისუსტეს უსვამს ხაზს. მოკლედ, ყველაფრის მაროტაზე გადაბრალება და ალეგრის სუფთად გამოყვანა არასწორი საქციელია რბილად რომ ვთქვათ :D

kobesha31
9 years ago

შეუთამაშლები არიან მაგარი ნახევარდაცვას პადოინზე ვერ ააწყობენ ყველა ტრანვირებულია ,უნდა დაველოდოთ ჯერ დრო წინააა გუნდი კარგი გვყავს

irakla1001 horbenadze
9 years ago

ერთი საშინელება სიტისთანაც გადავიტანოთ და მერე ნახეთ გავასწორებთ ყველას მიწასთან, სიტისთანაც უბრალოდ ფორმაში არ ვართ თორე, დაბრუნდება მარკიცზიო შევა ფორმაში კუადრადო აღა დავიანახავთ პადოინს და ნახეთ თქვენ მიდი ალეგრააა

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

იოვეტიჩი შეაგდო მეორეც რეალურად ვისი მოყვანაც შეილებოდა გამაზეს ზათო ძაძასნაირ ლეღვებს დაახარჯეს ფული :blin:

DAVID-JUVE
9 years ago

რატო შეეით ამ ძაძას ტო? :D არ უთამაშია ჯერ კაცს და დავაცადოთ რა ცოტა ხანი.

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  DAVID-JUVE

19 ლიმონი რო გადავაგდეთ იმიტო სეზონში 11 გ ოლს დებდა კარიერულად უკლასო ვირია სუფთა და მაგიტო ამდენი 9 იანის მოყვანას ეგ ფული იოვეტიჩზე დაეხარჯათ ჯობდა აგერ კიდე შეაგდო ინტერში :blin:

DAVID-JUVE
9 years ago

გადავაგდეთ თუ არა ეგ გამოჩნდება ამ სეზონის მანძილზე, მეორე ტურია და ჯერ დასკვნები ადრეა, იმობილე რო იყო გოლეადორი კალჩოში, გრანდში რო გადავიდა ვის რა მოჭამა რო :lool: დრო გვაჩვენებს ყველაფერს. ფაქტია ერთი ფორვარდი აშკარად ზედმეტია, ჩემი აზრით მანძუკა უფრო არ იყო მოსაყვანი ვიდრე ძაძა.

kabal29
9 years ago

keep calm and believe in alegri :forza:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ტიპი დრაქსლერზე და ოსკარზე ოცნებობს და ეგ კი არა ამათმა დვალიშვილის დონის ტ რექუარტისტა ვერ მოუყვანეს :lool:

| Newsphere by AF themes.
18
0
Would love your thoughts, please comment.x