ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

უსაშინლესი სტარტი! მეორე ტური მიილია უკვე და ბიანკონერი 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებს. საერთოდაც, რომაელებთან შეხვედრა ისეთი სცენარით მიმდინარეობდა, რომ ბიანკონერი საერთოდ გოლს მაინც თუ გაიტანდა ესეც კი არავის ეგონა. გოლი დიბალამ კი გაიტანა, მაგრამ შეხვედრის გადარჩენა შავ-თეთრებმა ვეღარ მოასწრეს. სრულიადში გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს:

ბუფონი – 6 – კარგი რეაქცია გამოავლინა ჯეკოს და ნაინგოლანის დარტყმულებზე, თუმცა პიანიჩის და შემდეგ იმავე ჯეკოს ეპიზოდებში ვეღარ შეძლო გუნდის ხსნა..

კასერესი – 5 – მოედანზე ბარძალის ნაცვლად გამოჩნდა, თუმცა საიმედოობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა.

ბონუჩი – 6 – დაცვის ხაზში სწორედ იგი ჰგავდა იმ ფეხბურთელს, რომელმაც შავ-თეთრი მაისურით იტალიის ჩემპიონატი მოიგო. ნამდვილი ჩემპიონის ასპარეზობა.. ცივ სისხლიანი და ლიდერი.

კიელინი – 5.5 – ჩვეულ ამპლუაში. იბრძვის, ბევრ ორთაბრძოლას იგებს, თუმცა რიგ ეპიზოდებში ენთუზიაზმის გამო შეცდომებს უშვებს.

ლიხტშტაინერი – 5 – დიდ სირთულეებს წააწყდა, მაშინ როდესაც მსაჯმა ჩასტვინა და მის წინ ფლანგზე დინი აღმოჩნდა. მეტოქემ მას პრაქტიკულად არ მისცა დაცვიდან ამოსვლის საშუალება.

პერეირა ( 73 წუთიდან ) – 6.5 – არგენტინელი მომენტალურად ჩაერთო თამაში და მალევე გაუკეთა საგოლე გადაცემა პაულო დიბალას.

სტურარო – 5.5 – ბევრად მებრძოლი და აგრესიული სტურარო გვახსოვს ჩვენ. ომობს ნახევარდაცვაში, მაგრამ ყოველგვარი პროდუქტიულობის გარეშე. ხშირად ჩადიოდა მარჯვენა ფლანგზე ლიხტშტაინერის დასახმარებლად.

პადოინი – 5- თითქოს ბურთის ამოტანის თვალსაზრისით ხარვეზი არ არის, მაგრამ დრიბლინგი.. ექს ატალანტელმა ვერ გაამართლა მწვრთნელის იმედები. 75 წუთზე შეცვლილ იქნა კუადრადოზე.

კუადრადო – შეფასების გარეშე.

პოგბა – 6.5 – ერთი ხანობა მიძინებული იყო, მაგრამ მიწურულს გამოფხიზლდა და მაქსიმალურად ეცადა საკუთარი გუნდის გადარჩენას.

ევრა – 4.5 – 180 წამში გააგდებინა თავი. ჯერ ყვითელი და ზუსტად ამ 180 წამში მოედანი ნაადრევად დატოვა.

დიბალა – 6 – სტაბილურობა აკლია. არ ჩანდა მთელი 90 წის მანძილზე თუმცა საჭირო დროს და ადგილას აღმოჩნდა, რითიც კლუბში ახალ სეზონში პირველი მიითვალა.

მანჯუკიჩი – 5 – მარგი ქმედების კოეფიციენტი 0-თან ახლოსაა. მჭიდრო პრესინგის ქვეშ მყოფმა ვერაფერი დახმარება ვერ გაუწია თანაგუნდელებს.

მორატა – 6 – ბევრად მობილური და სახიფათო იყო. 9 ნომრიანმა შავ-თეთრმა მაისურმა მეტად გაუჩინა თავსატეხი მანოლას ვიდრე სხვა ფეხბურთელებმა.

წყარო: tuttomercatoweb

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
davit zivzivadze
9 years ago

მოიყვანონ წიტცელი და ტრეკუტურად დააყემომ პერეირა ნახავტ ეს ბიჭი თუ არტ გაამართლებს… და კარგი იქნება სანდროს მსგავს მარჯვენა ფლანგელას თუ მოვიყვანთ აი მერე ცოტა დავისვენებთ.. ამ შემადგენლობით თU დავრჩით ბუფონი-ლიხშტაინერი-ბონუჩი-კიელინი-სანდრო- პოგბა ასამოა-მარკიზიო-პრეირა-მორატა დიბალა მე ესე ვფიქრობ და ბვერად პროდუქტიული ინქება შეტევა ნუ ხედირა თU გამოკეთდა და ათამაშა ასმოას ნაცვლად ეგ რა

9 years ago

წულა says:
აგვისტო 31, 2015 at 10:02
მოგესალმებით ბიჭებო, ავღანეთში ვარ და ვერ ვუყურებ იუვეს თამაშებს, გთხოვთ სრული თამაშები აქ ჩააგდოთ ჩანაწერს მაინც რომ უყურო, ან ძაან მაგარი იქნება თუ სრული მატჩების არქივი თუ შეიქმნება, გასული 5 ტური მაინც რო იყოს და განაახლოთ ხოლმე, დიდი მადლობა ყველა იუვენტინოს, გენაცვალეთ გულში და გუნდის არჩევანში :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

chika-juve
9 years ago
Reply to 

:forza:

ალეკო კოკაია

ალეგრის კონტესავით 3-5-2 დაემართა მემგონი ცუდად აქვს ამოჩემებული,ეს პადოინი კიბოსავით ავიკიდეტ იმენა

ირაკლი მარუქაშვილი

რატომ თამაშობს პადოინი როცა გუნდს ყავს პერეირა? და რატომ გაუშვეს ვიდალი და კომანი იმ კლუბში, რომელიც ერთ ფეხბურთელს არ უთმობს იუვეს? რატომ ათამაშებს მანჯუკიჩს, როცა მთელი სეზონის განმავლობაში იგივე მორატა, ყველა თამაშში ვითარდებოდა? მოკლედ ეს თამაშიც და წინაც ძალით წააგეს. :( განსაკუთრებით პერეირაზე მწყდება გული. ისე რომ იცოდეთ, კომანი იქნება მსოფლიოს საუკეთესო ცენტრფორვარდი. უბრალოდ იუვემ რატომღაც თავის დროზე ტევესი-ლორენტე არჩია, თორემ უდაოდ უძლიერესი იქნებოდა უკვე. ბაიერნის ბომბარდირი გახდება წელს.

jek17
9 years ago

იმიტომ რომ ფულის ღორები არიან,გერმანიიდან 1 ფეხბურთელი არ გამოგვატანეს,ესენი კიდე პირიქით ვარსკვლავებს გვახევენ და გუნდებიც შესაბამისათ გვჯობნიან.დრაქსლერი თავის კონკურენტ გუნდს მიყიდეს და ჩვენ ჯიბრზე უცხო ქვეყანაში გავყიდიდით,რაც ფიორენტინას აქვს გაკეთებული თავის დროზე,ისინი ქვეყნის ჩემპინატზე ფიქრობენ,იტალიაშI ერთმანეთის დაძირვაზე და სახეზეა ყველაფერი.ნუ ამათი უნიათობაც დაემატა დრაქსლერი რამდენი ხანი არავის უნდოდა და ამათმა 3-4 მილიონის გამო დაკარგეს

vakhtang karchava
9 years ago

პადოინი რომა-იუვეს თამაშს უყურებდა ახლოდან)))

gio grdzeloo
9 years ago

ტეხავს ამ სასტავით ლიგაზეც ვერ გავალთ ესეთი ბანძი იუვე პოულსენის და რანიერის დროსაც არ იყო

chika-juve
9 years ago

4-3-3-ზე თუ არ გადავედით ამ სასტავით რამე არ გვეშველება მგონ :no

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x