ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Tuttosport:”მაროტა ლამელას კანდიდატურას კიდევ ერთხელ განიხილავს”

Tuttosport-ის ინფორმაციით ჯუზეპე მაროტა კიდევ ერთხელ მოსინჯავს ერიკ ლამელას დამატების შესაძლებლობას. ტოტენჰემის არგენტინელი ლეგიონერი მართალია არ არის გამოკვეთილი გამთამაშებელი, თუმცა მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე შეუძლია ნახევარდაცვაში სხვადასხვა პოზიციაზე ასპარეზობა. მოლაპარაკებების წარმართვა იოლი ნამდვილად არ იქნება, თუმცა ბიანკონერის გენერალურ დირექტორს ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვა სურს უკანასკნელ საათებში.

წყარო: Tuttosport

18 thoughts on “Tuttosport:”მაროტა ლამელას კანდიდატურას კიდევ ერთხელ განიხილავს”

  1. შენგან არ ველოდი მაგას თუ იტყოდი :chuvak: ბუფონმა კარგი კედელი დააყენა და კედელს გადაახტა ბურთი რატომღაც, 2 მერტიანმა სტოლბამ 20 სანტიმეტრზე მაღლა ვერ აიწია

  2. ისე აქ რა შუაშია,მაგრამ ლეალის თამაშებს თუ ადევნებთ თვალყურს?ტიპი დაფრინავს რა,წინა ტურშიც და ახლაც საოცარი ბურთები აიღო,გირჩევთ უყუროთ,მაგარი მეკარე გვეზრდება,რაის ნეტო,კარგი ქნეს რომ არენდით გაუშვეს და სათამაშო პრაქტიკას აძლევენ :forza: :forza: :forza:

  3. სად თამაშობს? არავინ არ მინდა ვინც გვყავს ისინი დაბრუნდნე მალე, ხედირა და მარკიზიო იუვეს ხერხემალია, მაგ ორი კაცი შექმნის გუნდურობას

  4. ერნანეშს ლამელა ნაღდად მირჩევნია, 23 წლისაა და იქნებ ათამაშდეს, ეგ ინტერის ფეხბურთელი 30 წლისაა უკვე და აწი რა უნდა ქნას ისეთი რაც აქამე არ უქნია )) ლემინა და ლამელას მომხრე ვარ მე, თუ დათმობს ტოტენჰემი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.