დე ჩელიე:”ეს მოულოდნელი და სასიამოვნო იყო”
ბევრი იარა თუ ცოტა იარა პაოლო ჩელიემ თავი საფრანგეთში და კერძოდ მარსელის ოლიმპიკში ამოჰყო.. იტალიელი მარცხენა მცველი ოპტიმისტურად არის განწყობილი:“სიმართლე გითხრათ არ ველოდი თუ კარიერას საფრანგეთში განვაგრძობდი, მაგრამ ამ ფაქტით ფრიად ნასიამოვნები დავრჩი. ოლიმპიკი ბრწყინვალე კლუბია და გულშემატკივრები თბილად შემხვდნენ. საერთოდ ამ გარემობას დიდი მნიშვნელობა აქვს.. სწორედ ამ წამიდან იწყება პროდუქტიული მუშაობა. ისინი მთელი სეზონის მანძილზე იქნებიან ჩვენთან და ერთად შევეცდებით საუკეთესო შედეგის მოპოვებას”.
წყარო: tuttojuve
ერნანესის კომენტარი მაინტერესებს, მემგონი მაგრად უხარია იუვეში რო მოხვდა და ყველაფერს გააკეთებს რო მაგრად ითამაშოს, ერნაესს ნაკრებშიც დააბრუნებს იუვე, აქტიურად კონკურენტი არ ეყოლება ბრაზილაიში
ხო მარსელში თუ გაქაჩა კაია, მარსელი არაა ცუდი გუნდი
ჩვენთვისაც:)))
მიდი დე ჩელიე მჯერა შენი დე შილიოებზე და ანტონელებზე არაფრით ნაკლები არ ხარ, კონტე დაგიფასებს თუ საფრანგეთის ერთერთ საუკეთესო კლუბში სტაბილურად ითამაშებ
ეს აწი ვერ მოუმატებს,სჯობს მანდ იყოს თავის კარიერას მაინც მოიწყობს.