ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსის” განაცხადი “ჩემპიონთა ლიგაზე” – რატომ 23?

“იუვენტუსმა” იმ ფეხბურთელთა სია წარადგინა, რომელიც “ბებერი ქალბატონის” ღირსებას “ჩემპიონთა ლიგაზე” დაიცავს. “იუვენტუსისათვის” ახალი ევროპული თავგადასავალი 15 სექტემბერს მანჩესტერში ადგილობრივი “სიტის” წინააღმდეგ შეხვედრით იხსნება. 25 კაციანი განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა დღეს იყო: უეფას რეგულაციების მიხედვით 25 კაციდან 8 კლუბის მიერ უნდა იყოს აღზრდილი, ამ 8 ფეხბურთელიდან კი 4 შეიძლება არა უშუალოდ მონაწილე კლუბის, არამედ ადგილობრივ საფეხბურთო ასოციაციას დაქვემდებარებული სხვა კლუბის აკადემიიდან მოდიოდეს (თუმცა მეორე 4 ამ 8 ფეხბურთელიდან აუცილებლად ამავე გუნდის აკადემიიდან უნდა იყოს). იმდენად, რამდენადაც ასეთი ოთხი ფეხბურთელი მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში არ იყო და იყო მხოლოდ ორი (მარკიზიო და აუდერო), დანარჩენი ორი ადგილი გუნდმა ცარიელი დატოვა და 25-ის ნაცვლად 23 ფეხბურთელის სია წარადგინა. ამ 23 ფეხბურთელს მიღმა დარჩნენ კვადვო ასამოა და სიმონე პადოინი.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha tsasidze
9 years ago

პადოინი ალეგრის მარჯვენა ხელი იქნება:) :) უკვე რამდენს მიაღწია კაცმააა… მერე ალეგრის წასვლის შემდეგ მთავარი მწრთვნელი და ეგ არის

9 years ago
Reply to  lasha tsasidze

პადოინს იმდენი სკუდეტო აქვს მოგებული, რამდენიც პლატინის და მარადონას ერთად :chuvak:

jjj jjj
9 years ago

ასამოას რა ტრავმა აქვს ასეთი? :vaime: არადა ძალიან კაი ფეხბურთს თამაშობს ფლანგზეც და ცენტრშიც. აი ეგ რომ გვყავდეს ახლა ჯანზე, არამგონია ცენტრი ასეთი დირკა იყოს. მარკიზა, პოგბა, პერეირა/ასამოა და ერნანეში. ჩუდად არ გამოიყურება მაგრამ ვიტსელი მინდოდა რატომღაც ძალიან. არ უნდა წასულიყო თავის დროზე ზენიტში. ერნანეში ცუდი არაა, უბრალოდ იმის ფონზე რაც ისმოდა და იწერებოდა… მაინც ვფიქრობ ერთი ისეთი ტრანსფერი უნდა გაესროლათ რომ უუუჰ)) ახალგაზრდები კაია, მაგრამ.

ALLENATORE
9 years ago

პადო არაა ლიგის დონის :D:D )) ასამოა კიდე შეცდომაა ) ცენტრში საჭიროა ) ეგ ) მთავარია ტრავმები არ ქონდეს )

ALLENATORE
9 years ago
Reply to  ALLENATORE

პადო როგორ არ შეიყვანეს :D:D ამას ვერც ვიფიქრებდი ალეგრის ჭკვიანი პადო ეხხხ :D:D:D:D:D:D )) :D:D ასამოა მართლა ტეხავს რა ტრავმებმა ჩაძირა ტიპი ) არადა მე მევასებოდა ) ცენტრში რო დაეყენებინათ თავიდანვე უფრო მაგარ სარგებელს მოიტანდა ) დარტყმებიც კაი აქ და მუშააა ))

jjj jjj
9 years ago

კიელინიზე აღარ ვამბობ თორე მერე იტყვიან “თქვენ მხოლოდ ცუდს იმახსოვრებთო”)) პერეირამ რა გოლი “აჩუქა” დიბალას :yes:

jjj jjj
9 years ago

ლემინას არ უთამაშია და ტყუილად იკავებს ადგილსო)) და ძაძას რომ არ ათამაშებენ მიჩაგრავენო :mrgreen: აღზევებული სუბიექტურობა :yes:

lexo doreuli
9 years ago

ასამოა უნდა დაეტოვებინა, გამოადგებოდა. ძაძა ამოეგდო, მაინც არაფრის გამკეთებელი არაა

LB19
9 years ago

Akademias exla anieli aketebs ragac proeqti aqvs dzaan didi puli ixarjeba magistvis :chuvak:

Samtrediel90
9 years ago

არა ისე ჩვენ რო აკადემია გვაქვს… ნუ იტყვი… სასწაული :blin:

LB19
9 years ago

Jer raici iqneb ras shveba lemina :lool:

Di Francesco # 1
9 years ago

Mase leminac tyuilad ikavebs adgils

LB19
9 years ago

Da mtliani liga ver itamasheben saertod? :blin:

Di Francesco # 1
9 years ago

Vitale rato AR moxvda?

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x