ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჰერნანეში:”ყველაზე კომფორტულად თავს ტრეკუარტისტას პოზიციაზე ვგრძნობ”

დღეს, ჟურნალისტები ფეხ და ფეხ დაჰყვებიან ანდერსონ ჰერნანეშს, რომელმაც წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმების მეორე დღე. ფეხბურთელმა ამ მსვლელობაში მცირე კომენტარიც გააკეთა:“ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ნამდვილად იმედიანად ვარ განწყობილი და მსურს საქმეები საუკეთესო კუთხით წარიმართოს. ვიცნობ თუ არა გუნდში ვინმეს? ნეტოს ვიცნობ რადგან ერთად გვითამაშია სელესაოში, ხოლო ალექს სანდროსთან და რუბინიოსთან კი ადრე მაქვს ნათამაშები. მიხარია, რომ ტურინში თანამემამულეები მხვდებიან ეს ადაპტაციას უფრო იოლს ხდის. ჩემი პოზიცია? მრავალ ადგილას მაქვს ნათამაშები მაგრამ თავს ყველაზე კომფორტულად ტრეკუარტისტას პოზიციაზე ვგრძნობ. ეს უფრო საინტერესოა, რადგან მეტოქის კართან ახლოს მიწევს ყოფნა. იუვეში რაც მიზიდავდა და მიზიდავს არის მათი გამარჯვებისადმი დაუღალავი წყურვილი. აქ არასოდეს ნებდებიან და მუდამ გამარჯვებისთვის იბრძვიან. ამიტომაც ვარ აქ და ამიტომაც მსურს გავხდე ამ გუნდის ნაწილი, რომელსაც დავეხმარები დასახული მიზნის რეალიზებაში”.

წყარო: gianlucadimarzio

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

46 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
9 years ago

ხო რა თქმა უნდა ყველა თავისებურად გულშემატკივრობს! მე ცუდზე ცუდს ვიტყვი და კარგზე კარგს ყოველთვის… და არასდროს შევეგუები იმას, რომ იუვეს სახელს ვიღაც მოთრეული ბრუციანი ულახავდეს და ანადგურებდეს. თორე მოგება მეც მიხარია და წაგება მტკივა. მაგას კი არ ვიძახი, იმას რომ ამათ იუვე უდინეზე და სასუოლო რომ გონიათ იმას. ბავარიას დაკრულზე არ უნდა აცეკვებდნენ და ჩელსი არ უნდა დასცინოდეს ამხელა გრანდს. აგერ ვოლფსბურგმა და შალკემ საცინრად გაუხადეს საქმე. აი ამას ვიძახი და თუ ვერ ხვდებით ჩემს ნათქვამს ეგ თქვენი საქმეა.. ახლა ნუ დაიწყებთ არავის დასაცინი არააო და ასე შემდეგ;-) მე ვიძახი რომ მაროტა დასაცინია და საგინებელი, ამას ჰაერზე არ ვიძახი.… Read more »

jjj jjj
9 years ago

გულით თუ უნდოდა გადასვლა მაშინ ლორენტე უნდა დათანხმებულიყო ხელფასის შემცირებას;-) უპრეცედენტო შემთხვევა ნაღდად იყო, მაგრამ რასაც შენ იძახი ეგრე არა)) მაროტას რომ ფეხბურთელის გაყიდვა უჭირს (ყიდვაზე არ მაქვს საუბარი) მაგას რად უნდა ბაასი)) ლორენტეს სევილიაში ნდომებია ძალიან გადასვლა და ხელფასი იგივე მინდაო, ხოოდა არ მაინტერესებს ხელფასს არ შევიმცირებო. იუვეც კეთილგონიერად მოიქცა და გაწყვიტა კონტრაქტი) ვის ჯერა ამის? :lool: თუ ეს ასეა, მეზობელი პეტროვიჩის სიტყვები მახსენდება ისეთი კაცის …. ……. სიკეთე ……… რომ გადადისო.

vakhtang karchava
9 years ago
Reply to  jjj jjj

მე რეალობა შევაფასე ჩემი გადმოსახედიდან და შენ როგორც გინდა იმ კუთხით შეხედე.მე ჰუმანურობა დავინახე და შენ ცინიზმით თუ შეაფსებ შენი გადასაწყვეტია. მე იუვე მიყვერს თავისი მიდგომითაც,თავისი შემადგენლობითაც და თავისი გაჭირვებითაც. სულ არ მაინტერესებს რა შედეგს დადებენ წელს,გინდა ლიგაშიც ჩარჩნენ და გინდა სერიადანაც გამოვარდნენ. ერთი აუგიც არ დამცდება არასოდეს რაც არ უნდა ახლანდელი მილანის დონეზე დაეცნენ. გაიმარჯვებენ-გავიხარებ,გაუჭირდებათ-ტკივილსაც გავიზიარებ. მე მიყვარს იუვე და სხვანაირად არ მესმის,ყველას თავისი გაგებით გაუმარჯოს… FINO ALLA FINE… :juvee:

jjj jjj
9 years ago

როგორი ჰუმანური კლუბია იუვე)) პოგბა ნეტა არ მოგინდეს გულით და სულით ჩელსიში გადასვლა, თორე გაუწყვეტენ კონტრაკტს) ისე ბავარია რას გვისრულებს ხოლმე…

svanchika
9 years ago

me vigulisxme dibala .lemina,zaza,pereira,rugani,aleks sandro,morata,pogba eseni kvela dabali asakisa arian

vakhtang karchava
9 years ago
Reply to  svanchika

ეგენი ხომ სერია ბ-ს დონის არიან,სამაგიეროდ ინტერს მელო შეუძენია ერნანეშიშის სანაცვლოდ და გაძლიერებულა))) თან 30 წლის ერნანეში ბებერი ყოფილა რახან ბრაზილიელია და 32 წლის მელო ახლა აიწყვიტავს ინტერში…ლოგიკურია თუ ინტერისტა ხარ,მაგრამ თუ იუვენტინო ხარ…???

| Newsphere by AF themes.
46
0
Would love your thoughts, please comment.x