ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერებს ეროვნულ ნაკრებებში უხმეს

ტურინის “იუვენტუსიდან” სანაკრებო ბატალიებში 13 მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას, მათი ნაწილი ევრო 2016 შესარჩევი ეტაპის მატჩებს ითამაშებს, ნაწილი კი ამხანაგურ შეხვედრებს.რამდენიმე ახალგაზრდულ ნაკრებში მოსინჯავს ძალას.უპირველეს ყოვლისა, ანტონიო კონტემ სკუადრა აძურაში ხუთ ბიანკონეროს უხმო.ჯიჯი ბუფონი, ლეონარდო ბონუჩი, ანდრეა ბარძალი, ჯორჯო კიელინი და სიმონე ძაძა 3 სექტემბერს მალტას, 6-ში კი ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.იტალიის U19 ნაკრებშია ემილ აუდერო, დანიელე რუგანი U21 გუნდის განაცხადშია.ფრანგები პოლ პოგბა და პატრის ევრა ჯერ ლისაბონში პორტუგალიას, შემდეგ კი სერბეთს დაუპირისპირდებიან.მარიო მანჯუკიჩი ხორვატიის გუნდთან ერთად აზერბაიჯანსა და ნორვეგიას გაეჯიბრება.შტეფან ლიხტშტაინერი შვეიცარიის ნაკრებში სლოვენიას და ინგლისს ეთამაშება, მარტინ კასერესი ჯერ პანაბას, შემდეგ კოსტა-რიკას.ლათინო ამერიკული გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რობერტო პერეირა არგენტინელებთან ერთად ბოლივიასა და მექსიკას შეხვდება.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
LB19
9 years ago

Warmatebebi bichebs gansakutrebit italias :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x