ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბოსკარატო:”იუვეს ჰერნანეში დრაქსლერზე მეტად გამოადგება”

იტალიურ მასმედიასთან საუბარში პოპულარუმა საფეხბურთო აგენტმა ჯორჯო ბოსკარატომ ბიანკონერის ყბადაღებულ სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა:“ჰერნანეში? დარწმუნებული ვარ მის შესაძლებლობებში და აპლოდისმენტები მაროტას მისი გაფორმებისთვის. ეჭვიც არ მეპარება, რომ ბრაზილიელი უდიდეს სარგებელს მოუტანს გუნდს. დრაქსლერი? წარმოდგენა არ მაქვს რის საფუძველზე ეგებებოდნენ მას აღფრთოვანებით.. ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც რა თქმა უნდა აქვს კარგი მახასიათებლები, თუმცა თუ გავითვალისწინებთ მის ტრავმებისადმი მიდრეკილებებს და იმ ფაქტს, რომ საერთოდ არ იცნობს კალჩოს, ამ მხრივ ჰერნანეში მეტად პროდუქტიული შენაძენია. დასუსტდა თუ არა იუვე გასულ სეზონთან შედარებით? ვფიქრობ, ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა რათა მეტად გაძლიერებულიყვნენ. თუმცა, წინასწარ რაიმეს პროგნოზირება ძალზედ რთულია”.

წყარო: Tuttojuve

10 thoughts on “ბოსკარატო:”იუვეს ჰერნანეში დრაქსლერზე მეტად გამოადგება”

  1. ერნანეშს ჩემი აზრით ჯობდნენ ოსკარი,ისკო და გიოტცე.დანარჩენს ყველას ჯობია,დამიჯერეთ იუვეში მაგრად ითამაშებს

  2. ბოსკარატოს აზრი ტუა რა უფლება გვაქვს არ დავეთანხმოთ)) ერნანეში თუ ვინმეს ჯობია საერთოდ სერია აში ეგაც საკიტხავია )) გეგმა ჭ იყო ერნანეში გოტცეს ისკოს ოსკარის დრაქსლერის ჰამშიკის და ლამელას შემდეგ )) და გამოვლენ ეხლა ვიღაც ვიღაცეები და მაგარი ტრანსფერიაო იტყვიან)) სულ რომ ჭიჭვეიშვილი მიეყვანათ მაინც გამოჩნდებოდა ისეთი ხალხი ვინც დადებითად შეაფასებდნენ ჭიჭვეიშვილის ტრანსფერს :lool: :lool: :lool:

  3. პირიქით რაც უფრო მეტს დადებ უკეთესია, ხალხი მიხვდება რო მთელი ზაფხული რასაც ელოდნენ არარეალური და წარმოუდგენელი რო იყო + არასაჭიროც

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.