იუგოვიჩი:”დღევანდელი შემადგენლობა ალეგრის სათამაშო ფილოსოფიას მეტად ასახავს”
წარსულში ბიანკონერის ნახევარმცველმა ვლადიმირ იუგოვიჩმა Tuttosport-თან საუბარში იუვეს სატრანსფერო მანევრირებები მიმოიხილა:“სიმართლე გითხრათ ჰერნანეში მე ვიდალზე მეტად მესიმპატიურებოდა (იცინის).. ვფიქრობ, ექს ინტერელი კარგად წარმოაჩენს თავს. სეზონის მიმდინარეობისას ყველანი ვიხილავთ გაიხსნება თუ არა ისევ ის ჰერნანეში, რომელსაც ვიცნობდით. რაც შეეხება უშუალოდ იუვეს.. ტრიუმფალური ოთხწლიანი ციკლის შემდეგ ბუნებრივია აუცილებელი იყო ცვლილებები და კლუბმაც არ დაახანა. ვგონებ ეს გუნდი ამ შემადგენლობით უფრო მეტად ასახავს ალეგრის სათამაშო ფილოსოფიას”.
წყარო: Tuttosport
ყოველთვის შემტევი ჯობია ვიდრე დაცვაზე იროენტირებული,მომწონს დღევანდელი იუვე,მთავარია მალე შეთამაშდნენ
ყველა ეხსპერტი გახდება ეხლა ) სად ვიდალი სად ერნანესი )) :D:D )) სულ სხვა ტიპის მოთამაშეები არრიან ) ვიდალს ხედირა შეადარეე ) რომელი ჯობია )
დაცვაზე ორიენტირებული იუვე მივარს, ალეგრი შემტევია და გუნდის ჩამოყალიბების დიდი არაფერი არ გაეგება, შემტევობის და გუნდის ჩამოუყალიბლებობის საუკეთესო მაგალითი კიდე მილანია, ყოველ თამაშში უტევენ მარა უფრო მეტ თამაშში უშვებენ გოლს ვიდრე იტანენ
მაგას მეც ვგონებ
მარა დიდად არ მჯერა მაგის ფილოსოფიის
ალეგრის ფილოსოფია – მაგარი ტერმინია :)