ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარიო ლემინას პრესსკონფერენცია

ანდერსონ ჰერნანეშის შემდეგ მიკროფონთან მეორე ახალწვეული მარიო ლემინა წარსდგა, რომელიც ფრიად მოხარულია ტურინში გადმობარგებით:

“ჩემი არჩევანი განაპირობა ამ კლუბისადმი სიმპატიებმა. მქონდა რამდენიმე სხვა შემოთავაზება, მაგრამ ჩემი გული ტურინს ეკუთვნის. ეს არის იდეალური ადგილი, რომელიც ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის. განსაკუთრებული ემოციები მაქვს იუვესთან..

“ვესაუბრე თუ არა პოგბას აქ გადმოსვლისას? არა, თუმცა მას შემდეგ რაც კლუბთან ოფიციალურად გავაფორმე ხელშეკრულება პოლს შევხვდი და ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ეს არის უსაზღვროდ პროფესიონალური ადგილი სადაც დიდ ყურადღებას აქცევენ ტექნიკას და ტაქტიკას. იმედი მაქვს ადაპტაციას რაც შეიძლება მალე გავივლი, რადგან კლუბს სარგებელი მოვუტანო.

მსგავსება ვიდალთან? არ ვიცი რამდენად არის ეს მართებული შეფასება, რადგან ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ მსოფლიო დონის პერსონაზე, რომელსაც თანაბრად კარგად ეხერხებოდა შეტევაც და დაცვაც. ეტაპობრივად და საკუთარ თავში რწმენით ნებისმიერი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი და ცდას ამ კუთხით ნამდვილად არ დავაკლებ.

პოზიცია? ბიელსამ რამდენიმე სამ კაციან ტაქტიკაში მცველადაც მათამაშა, თუმცა ჩემი უსაყვარლესი პოზიცია არის მცველების წინ ყოფნა და ბურთის გათამაშება. ეს არის ის რაც გამომდის ყველაზე კარგად, მაგრამ თუ მწვრთნელს რაიმე სხვა იდეა ექნება მზად ვარ თითოეული მითითება გავითვალისწინო და შევასრულო.

ვის მოვყავდი აღფრთოვანებაში იუვედან? დელ პიეროს და ძალიან სამწუხაროა რომ დღეს ის აქ აღარ არის. თუმცა საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე ნედვედს გამოვარჩევდი. ის საოცარი იყო და მისი გადაადგილება მოედანზე აღფრთოვანებას და სიამოვნებას მანიჭებდა. საერთოდ მისი თამაშის სტილი ძალიან მესიმპატიურება. ნედვედს არაერთი ლამაზი, მნიშვნელოვანი და საჭირო გოლი აქვს გატანილი, მიუხედავად იმისა რომ არ იყო ფორვარდი.. კარგი იქნებოდა ანალოგიური შედეგის მიღწევა.

მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მარსელო ბიელსას პერსონალური მადლობა გადავუხადო. იგი ბრწყინვალე სპეციალისტია, რომელიც ბევრ რამეს ასწავლის ფეხბურთელებს და მისგან თავადაც უამრავი რამ შევიძინე. იყო თუ არა ნაჩქარევი ეს ნაბიჯი? მწვრთნელთან და ხელმძღვანელობასთან ერთად უამრავი ვარიანტი განვიხილეთ, მაგრამ იუვეს უარს ვერასოდეს ეტყვი.

ნომერი 18? მისი არჩევა სიმბოლურ ხასიათს ატარებს.. ჩემი შვილი სწორედ 18 დეკემბერს დაიბადა”.

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
9 years ago

ასეთივე ჭკვიანი თუა მინდორზე კარგია.
ზუსტად გაარტყა იმ წერტილებს, რაც გულშემატკივარს მოეწონებოდა…

ალეკო კოკაია

დასტოინად იბაზრა :forza: წარმატებები მარიოს :juvee:

LB19
9 years ago

Magrad ilaparaka :forza:

Giorgi Buffon
9 years ago

წარმატებები მარიო!!! :forza: :juvee: :forza:

giorgi nefaridz
9 years ago

:forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x