ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პროექტი “სიურპრიზი” BY Qasra..

სალამი იუვენტინოებო…
მაქვს ,,პატარა ჩანაფიქრი” ჩვენს იუვენტუსთან დაკავშირებით და ამ მიზნის განხორციელებაში დამჭირდება თქვენი დახმარება…

კონკრეტულად:

თხოვნა მაქვს რომ გამონახოთ ნახევარი საათი და ეს დრო დაუთმოთ წერას და მომაწოდოთ ელექტრონულ ფოსტაზე juve.juventino2015@gmail.com WORD-ფაილში აკრეფილი სტატიები იუვეთან დაკავშირებით, მიუთიოთ თქვენი სახელი და გვარი და საიტზე (Fozajuve.ge) -ზე არსებული ზედმეტსახელი…

სტატიის შესახებ:

1. ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი (2014-2015 სეზონი)
2. უმნიშვნელოვანესი გოლი (სუბიექტური აზრი) (2014-2015 სეზონი)
3. დიდი სიხარული (2014-2015 სეზონი)
4. გამარჯვება (2014-2015 სეზონი)
5. გულისწყვეტა (2014-2015 სეზონი)
6. მომენტი ,,შეჩერდი წამო” (2014-2015 სეზონი)
7. და მაინც რატომ გახდი იუვეს არა ფანი, არამედ გულშემატკივარი…

და მთავარი: ძალიან გთხოვთ ეცადეთ, მაქსიმალურად მოკლე გამოვიდეს სტატია
მადლობა წინასწარ ყველა საიტის იუზერს, ყველა იუვენტინოს, თავად საიტს Forzajuve.ge-ს და ადმინისტრატორს დავით ჯიშკარიანს…
იაქტიურეთ, არ დაიზაროთ და სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებთ თითოეულ თქვენთაგანს…
თქვენსავით შავ-თეთი სისხლის მქონე იუვენტინო
გიორგი ქასაშვილი (Q A S R A)

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

34 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vaxo turqadze
9 years ago

ბევრს არაფერს დავწერ,იმიტომ რომ თითქმის იგივე პასუხები გამოვა რაც აქ უკვე ითქვა და დაიწერა,უბრალოდ ერთს დავწერ,რამ,ან ვინ სემაყვარა იუვე:პირველი იმას ვიტყვი რომ ფეხბურთელი,რომელმაც მე ეს სპორტი შემაყვარა სულაც არ თამაშობდა იუვეში,ეს იყო დიდი პაოლო მალდინი,როცა ბავშვი ვიყავი უბრალოდ ვაფანატებდი მასზე,როგორც სპორცმენზე და როგორც პიროვნებაზე,იუვეს თამაში კი პირველად უეფას თასის ნახევარფინალში ვუყურე ბორუსიას წინააღმდეგ,დიდებული თამაშები იყო და ბაჯო კიდევ შეუდარებელი,მაგრამ მე ამ კლუბის რაღაცნაირმა,ვაჟკაცურმა სტილმა მომხიბლა და არა მოგებულმა თამაშებმა,მითუმეტეს შემდეგ ფინალი წააგეს დინო ბაჯოს პარმასთან,ერთი სიტყვით მე იუვე შემაყვარეს : ანჯელო პერუციმ,ჩირო ფერარამ,პაოლო მონტერომ,ალესანდრო ბირინდელიმ,ჯანლუკა პესოტომ,ალესიო ტაკინარდიმ,მორენო ტორიჩელიმ,ანტონიო კონტემ,ვლადიმერ იუგოვიჩმა,ალენ ბოკშიჩმა,ფაბრიციო რავანელიმ,ჯანლიკა ვიალიმ,ალესანდრო დელ პიერომ და რა თქმა უნდა დიდმა… Read more »

vaxo turqadze
9 years ago
Reply to  vaxo turqadze

სულ დამავიწყდა,მიქელანჯელო რამპულამაც კი შემაყვარა მე იუვე :D ,როგორც სტორარი იყო და ყველაფერს განიცდიდა სათადარიგოთა სკამიდან და ლამის თამაშში იყო შესული თავისი ემოციებით,ეგრე იყო რამპულაც :D :D

lexo doreuli
9 years ago

1) ჩემპიონთა ლიგის ფინალი
2) მორატას გოლი რეალთან განმეორებით მატჩში
3) მორატას გოლი ლიგის ფინალში
4) დორტმუნდთან 3:0
5) ლიგის ფინალი
6) სუარესის გოლის ეპიზოდში ბურთი სანამ შევიდოდა კარში :lool:
7) ალესანდრო დელ პიერო

gio jishkariani
9 years ago

1)რათქმაუნდა გამარჯვება ოლიმპიაკოსტან სახლში რომარა ეგ გამარჯვება ჯგუფში ვრჩებოდით 2)მორატას გოლი ფინალში 3)ლიგის ფინალში გასვლა 4) გამარჯვება 0-3 დორტმუნდთან 5)ტევესი ვიდალი პირლო და წაგება ლიგის ფინალის,6)მომენტი როდესაც ბარში ძალიან ბევრი ბარსას და იუვეს ბალეშიკები ვიყავით და სუარესმა მეორე გოლი გაიტანა აი მართლა ყველაზე უბედური ვიყავი მაგმომენტში 7) ძალიან ბევრი მიზეზია მაგისთვის რომ ვთქვა რატომ გავხდი იუვეს გულშემატკივარი წაგებული თუ მოგებული ლიგის ფინალების გამო ბოლო თურში წაგებული სკუდეტო და პირიქით უამრავი მოგებული სკუდეტომაგრამ მე მტავარ რატომაც ვფიქრობ რომ იუვე ჩემთვის ერთადერთია არის ის რომ როდესაც სერია ბ ში გადაგდეს არცერთი წუტიტ არმიფიქრია რომ იუვეს გულშემატკივარი არვყოფილიყავი პირიქიტ მაგდროს ასმაგად შემიყვარდა ჩვენი… Read more »

andreapirlo
9 years ago

ცოტნე სხილაძე, 15 წლის 1. ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მაინც ოლიმპიაკოსთან გამართული მატჩი ტურინში (3:2) 2. ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი: ალვარო მორატას გოლი კასილასის კარში, მადრიდში^_^ 3. ყველაზე დიდი სიხარული: ლიგის ფინალში გასვლა, ჩემი იუვენტინოობის პერიოდში პირველი 4. გამარჯვება: გერმანიაში დორტმუნდელების განადგურება 0:3 და გაჩუმებული სიგნალ იდუნა პარკი, ისევე როგორც 2006-ში, პირველი მატჩის დროს რომელიც მახსოვს ;) 5. ყველაზე დიდი გულისწყვეტა ჩემთვის ის მომენტი იყო როცა პირლომ ოფიციალურად დაასრულა ტურინული კარიერა  6. შეჩერდი წამო: მორატას გოლი ლიგის ფინალში ^_^ სტატიის დასაწყისში უკვე დავწერე ასაკი, მიხვდებოდით რომ არც ისე დიდი სტაჟის მქონე იუვენტინო ვარ მაგრამ მინდა გითხრათ იუვე როგორც საყვარელი კლუბი მე… Read more »

lasha naxucrishvili
9 years ago

1)დორმუნი იუვე 0-3
2)რეალი იუვე 1-1 მორატა და დორტმუნდი იუვე ტევესის გოლი პირველ წუთებზე
3)ფინალში გასვლა
4)იუვე რეალი 2-1
5)ბარსა იუვე 3-1
6)მორატას გოლი ფინალში
7)მათი თამაშის სტილი და შავ-თეთრი ფერები ჩემ გემოვნებაში მაგრად ჯდება.იყვნენ ფეხბურთელები რომლებიც ძალიან მომწონდა და მომწონს მაგრამ რო ვთქვა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის გამო შემიყვარდათქო მთლად მასეც ვერ ვიტყოდი.

| Newsphere by AF themes.
34
0
Would love your thoughts, please comment.x