ტარდელი:”იუვე კიდევ უფრო ძლიერი გახდება”
ექს ტურინელების შეფასებებს არც მარკო ტარდელი ჩამორჩა, რომელიც შეცდომად მიიჩნევს იმ ადამიანების მოსაზრებებს ვისაც ჰერნანეშის ტრანსფერი ჩაგდებული ჰგონიათ:“მე ნამდვილად მესმის იმ ადამიანების ვინც დრაქსლერს და გიოტცეს ელოდა გუნდში, ხოლო სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ხელმძღვანელობისგან ჰერნანეში მიიღო. თუმცა, ეს არის მოთამაშე რომელიც ალეგრის ნათელ იდეებს ხორცს შეასხავს მინდორზე. ამიტომაც მიმაჩნია შეცდომად ბრაზილიელის ჩამოწერა. მას ნამდვილად აქვს მახასიათებლები რითაც ბევრს გააკვირვებს. ერთბაშად 7-8 ფეხბურთელის გუნდში მოყვანა რა თქმა უნდა პრობლემატურად აისახება და შესაძლოა წელს ვერც ვერაფერი მოიგონ, მაგრამ.. მერწმუნეთ იუვენტუსი 2-3 წელიწადში ისეთ გუნდს შექმნის რომელიც უკვე არამარტო იტალიაში არამედ ევროპაშიც ერთ-ერთი წამყვანი ძალა გახდება”.
წყარო: Tuttosport
წელსაც უკონკურენტო გარემოა და მაინც მოვიგებთ სკუდეტოს, ისე ტრანსფერებზე რაც თქვა მართალია, მთელი 3 თვე მეც მაგას ვიძახი