ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჰერნანეშის პრესსკონფერენცია

ამ წუთებში მიმდინარეობს ანდერსონ ჰერნანდეშის პრესსკონფერენცია. იუვეს ახალწვეული ვინოვოს საკონფერენციო ოთახში ჟურნალისტებს ხვდება და მათ კითხვებს პასუხობს:

პირველი კითხვა პასუხისმგებლობას შეეხო..

“მოგესალმებით ყველას! რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ პირველ კითხვას.. ოთხი შვილის მამა ვარ რაც ვფიქრობ ნათლად მიუთითებს იმ ფაქტზე თუ რაოდენ პასუხისმგებლობით ვეკიდები საქმეს. თითოეულ კლუბში სადაც კი მითამაშია ეს მომენტი არასოდეს ამომვარდნია თავიდან, რადგან ასეთი პიროვნება ვარ. უნდა მოგატყუოთ რომ გითხრათ იუვეში გადმოსვლამ ეს კიდევ უფრო გამიზარდათქო.. ეს ისედაც მაქვს და იუვეში ასპარეზობა უბრალოდ არის ახალი გამოცდილება, რომელსაც ისეთივე დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდები, როგორც სხვა დანარჩენს ვუდგებოდი მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე.

ფეხბურთი ძალზედ დინამიური სპორტია. ვთამაშობდი ინტერში და ცუდად თავს ნამდვილად არ ვგრძნობდი, თუმცა რამდენიმე საათში თავი ტურინში, იტალიის მოქმედ ჩემპიონებში ამოვყავი. პირველი შეგრძნება ასოცირდებოდა გაურკვევლობასთან.. უცნაური იყო ყოველივე, მაგრამ როდესაც აცნობიერებ ფაქტს, მერე უკვე ბედნიერების ემოციები გეუფლება. ამიტომ თამად შემიძლია ვთქვა:ვარ მოხარული იუვეში გადმოსვლით!

ბევრი მიიჩნევს, რომ კარგი ფეხბურთელი ვარ მაგრამ ჯეროვნად ვერ განვითარდი? ცხოვრებაში ყოველთვის არის მომენტები რასაც განვიცდით და არც მე ვარ გამონაკლისი. თუმცა.. სერია ა-ს 160 შეხვედრაში 40 ბურთი მაქვს გატანილი.. ანუ ყოველ მეოთხე შეხვედრაზე მოდის ერთი ბურთი. არასოდეს მიფიქრია შეჩერებაზე ან ციფრების გაუარესებაზე. მოტივირებული მხოლოდ წარმატებისთვის ვარ და ყველაფერს ვიღონებ რათა ეს მონაცემები მეტად გავაუმჯობესო.

არის თუ არა ეს კარიერის პიკი? რაც უფრო გადის დრო ფეხბურთელს ემატება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ.. ის გამოცდილებას აგროვებს და თუ მას შესაბამის შრომას შემატებს, მაშინ ასაკი ვერას იზამს. პირიქით, ეხლა თავს გაცილებით უკეთ და ოპტიმალურად ვგრძნობ. მზად ვარ საბრძოლველად და მიზნების მისაღწევად. იმედს ვიქონიებ გუნდისადმი დავამტკიცებ საკუთარი თავის საჭიროებას.

იუვე ჩემპიონია.. ოთხი სეზონის მანძილზე ამას თითოეულ წუთს, თითოეულ ეპიზოდში და თითოეულ მატჩში ადასტურებდნენ. ეხლა გუნდი რამდენიმე ჩემპიონმა დატოვა, მაგრამ მენტალიტეტი არსად არ გამქრალა, ისევე როგორც გამარჯვებისადმი დაუოკებელი სურვილი. ამიტომ დროა აღმოფხვრათ ის სიცარიელე რაც შეიქმნა და გავაგრძელო სწრაფვა სრულყოფილებისკენ. ჩემპიონთა ლიგა? ეს ფანტასტიური შესაძლებლობაა რაც აქამდე არ გამომიცდია.

რატომ მე-11-ე ნომერი? კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს არც ჩემი მოთხოვნა ყოფილა და დიდად არც ინიციატივა გამომიჩენია. შესაძლოა ვინმესთვის ამ სფეროს ჰქონდეს მნიშვნელობა, თუმცა ჩემთვის მთავარია მოედანზე არსებული მდგომარეობა და გუნდის მიერ მიღწეული წარმატება.

ალეგრი? ჯერჯერობით მასთან არ მისაუბრია და ეს ყოველივე მოედანზე ნანახის შემდეგ განხორციელდება. მწვრთნელი გაკვირდება წვრთნის პროცესში და უკვე შემდეგ გადიხარ კონკრეტულ თემებზე კონსულტაციას”.

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gio grdzeloo
9 years ago

ეს და ლემინა არის ბრუციანის კარიერის პიკი ზაზას სახელი კიდევ ოქროს ასლებით შევა იუვეს ისტორიაში :lool: ))

vakhtangi
9 years ago

ნეტა მართლა გამოვიდეს ამიზგან რამე მაგრამ ძალიან მეეჭვება:((ვახ მოკლედ ერთი კაი გამთამაშებელი იტალიაში როგრ არ უნდა გვყავდეს რა იტალიელი ამ ბრაზილიელების და გერმანელების იმედად რო ვართ:((იმედია სკვადრა აძურა 2 მოგებას დადებს და პირველზე გადაინაცვლებს ჯგუფში :italy: :italy: :italy: ჩვენც იქნებ მოუგოდ შოტლანდიას და ცოტა მოტივაცია მოგვემატოს

jek17
9 years ago
Reply to  vakhtangi

dამიჯერე ძმა ეს ფეხბურთელი მეორედ დაიბადება იუვეში და ჩემი აზრით მაგრად იბურთავებს :forza:

gugsika
9 years ago
Reply to  vakhtangi

ესე ყველაფერი აგხდენოდეს )))

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x