ალეგრი:”კლუბმა ნაყოფიერი სატრანსფერო პოლიტიკა გაატარა”
მაქს ალეგრი ნიონში ტოპ კლუბების მწვრთნელების შეხვედრას დაესწრო. ბუნებრივია ჟურნალისტებთან შეხვედრისას მას იუვეს “მინი კრიზისზე” მოუხდა საუბარი:“მშვენიერი გუნდი გვყავს, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ უფრო მოძლიერდა. ეს ყოველივე დაგვეხმარება ევროპული სარბიელის პირველი ეტაპის დაძლევაში, მაგრამ ჯერჯერობით საუბარი კიევოსთან მატჩს უნდა შეეხოს. ყველაფერს გავიღებთ სეზონში პირველი მატჩი მოვიგოთ. მართალია ჯერჯერობით 0 ქულით ბოლო ადგილს ვიკავებთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ სათავეში მყოფს 6 აქვს საუბარი რაიმეზე ნაადრევია. ჩემპიონატი გრძელია და ყველაფრის დაბრუნება შეიძლება”..
“რას უფრო ვუყურებ 6 ქულას თუ 4 ქულას, რომელიც გვაშორებს რომას და ინტერს? ჩემპიონატის მსვლელობისას ვაკვირდები იმას თუ ვინ არის პირველ პოზიციაზე. შესაბამისად ეს არის სასუოლო, რომელმაც კარგად დაიწყო გათამაშება. მიუხედავად ამისა რეაბილიტირების შესაძლებლობა გვაქვს და მას ხელიდან არ გავუშვებთ. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ თითქმის ყველა ფეხბურთელი იქნება ჩემს განკარგულებაში.
ფსიქოლოგიური ხარვეზები? ოთხი წლის განმავლობაში ვდომინირებდით, ხოლო ეხლა მცირე ცვლილებების დრო დადგა. თუმცა, ეს არ ნიშნავს გამარჯვებების გარეშე ყოფნას. ადაპტირება რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიდეს, რადგან წინ დიდი მიზნები გვაქვს დასახული. არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეს გარდამავალი პერიოდია, უბრალოდ ფეხბურთში არის გარკვეული ფაქტორები რამაც შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს შედეგზე.
რამდენი ქულით შევაფასებ სატრანსფერო საქმიანობას? ასეთი სახის კითხვებით ექსპერტებს უნდა მიმართოთ. ფაქტია, რომ ხელმძღვანელობამ ზაფხულში დასახული მიზნები სრულად შეასრულა. ჩვენ გვესაჭიროებოდნენ ფეხბურთელები რომლებიც მომცედნენ ტაქტიკის ვარირების საშუალებას. სატრანსფერო ფანჯარა არ იყო იოლი რიგი მიზეზების გამო, მაგრამ ჯამში შეძენილი ფეხბურთელებით კმაყოფილი დავრჩი”.
წყარო: tuttosport
ჩვენც გვყავს ექსპერტები ამ საიტზე და არ დაგკავშირებიათ ტუტოსპორტის ჟურნალისტი?
4 წლის განმავლობაში ვდომინირებდითო ისე თქვა ვითომ დაბადებიდან იუვეშია
საღადო ესაა 
Allenatore am kutxurebs ras erchi? Yvela kutxuridan goli nagdad ar gava mara dybala dzaan kargad awvdis dziritadad sul xipati iqmneba sajarimoshi
pogbas kutxurebze arapers vambob eg katastropaa 
ისე ერტი ამხანაგური უნდა ეტამაშა გუნდს. ამას რატ უნდა ბაზარი. დრო საკმაოააა.
მადლობა დზმა ინფორმააციისტვის. კიდე უფრო ვრტცმუნდები ალეგრ შენს უსუსურობაში. ტუმცა ამ სერია აში კიგაქ საქმე საბლატაოდ. რომმა ასკარად ვერაა ფიზიკურად და. ინტერი არ მინახავს რა გუნდიაა. ამ პაუზიტ უნდა ისარგებლო. ტუ რამეს ტავი გაქ
ნეტა ჰერნანესმა გაამართლოს რა ინტერში სანამ წავიდოდა ძაან მომწონდა, სერია ა კარგად იცის ვნახოთ აბა რა იქნება.სულ არ ვაქცევ ყურადღებას ინტერის ფეხბურთელი რო იყო ზოგიერთისგან განსხვავებით.ალბათ ისევ 4-3-1-2 ტაქტიკას მივაწვებით და მეორე ტაქტიკა ისევ 3-5-2 იქნება.მაგარ სიაფანდობას ბაზრობს ეს გუშინწინ მოყვანილ ძაზაზე დაფიქრდნენ ისევ გაუშვან სადმე თუ არა და რა ფეხბურთელებს დაადეს ხელი გამთამაშებლად და საიდან სად ჩამოფრინდნენ :|
ერნანესი მე მჯერა რო კარგად ითამაშებს ) იუვე მისი გუნდი იქნება ) ინტერში ყველა იკარგება ) როცა გუნდი არაფრად არ ვარგა და ბოსტანიააა იქ ადვილად იკარგება ფეხბურთელიც ) ინტერზე გააზრებულ ფეხბურთს ლაციო თამაშობდა მაგიტო იყო იქ კარგი ) ეხლა იუვე რო არეულია პოგბაც არ ჩანს არაფერი ) დაბრუნდებიან ხალხი და ერნანესიც ითამაშებს ) სტანდარტებდე არაფერს ვამბობ ) მაგის პრობლემა მაინც არ იქნება ) ტიპებმა კუთხურის ჩაწოდება არ იციან )
https://www.youtube.com/watch?v=KekrmE-Pfvk
ესე რა ყველაფერი ლამაზად სჩანს :)) ნეტა მართლა გაამართლოს ამ ლემინამ .