ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ჰერნანეში მეტ სიმწვავეს შემატებს ჩვენ თავდასხმას”

საწყის ორ ტურში ორი მარცხი.. იუვეს ეს ბოლოს 87 წლის წინ დაემართა და ბუნებრივია ამ ფაქტის გამო მათ მიმართ ყურადღებაა გაასმაგდა. თუმცა, ალეგრი ოტპიმისტურად არის განწყობილი და იწონებს კლუბის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში:“მას შემდეგ რაც ჩვენ რამდენიმე წაყვანმა ფიგურამ დაგვტოვა, აუცილებელი იყო ცვლილებების განხორციელება როგორც საკადრო ასევე ტაქტიკური. მოვიდნენ ნამდვილად მაღალი დონის შემსრულებლები, რომლებიც ადაპტაციის გავლის შემდეგ ყველას დაანახებენ საკუთარ მნიშვნელობას. პარალელურად ნეგატიური ზეგავლენა ვითარებაზე ტრავმებმა იქონია. მორატა უკვე დაბრუნდა, ხოლო მარკიზიო და ხედირა სულ მალე შემოგვიერთდებიან. ჰერნანეში? რეალურად ძლიერ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელიც არაერთ გოლს გაიტანს შავ-თეთრი მაისურით. საერთოდაც მას გამორჩეული თვისებები აქვს რითაც ფანტაზიას შეგვმატებს. ლემინა? ნიჭიერი ახალგაზრდა, თუმცა მას ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს წინ. პოგბა? არც კი მიფიქრია რომ იგი დაგვტოვებდა. პოლი ჩემპიონია და მას როგორც წინა წლებში ეხლაც პროდუქტიული სეზონი ელოდება წინ”.

წყარო: Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ika_2488
9 years ago

11 მილიონი გადაიხადეს და ახსენებენ რო უნდა გამოიმუშაოს ეგ თანხა:-) :juvee:

forza bianconeri
9 years ago

ჰერნანეშს 11 ნომერი რატო მისცეს :blin: :blin:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x