ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დღეს “იუვენტუსი” “კერასკოს” დაუპირისპირდა

მაშინ, როცა “იუვენტუსის” ფეხბურთელების ერთ ნაწილი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებულია, მეორე ნაწილი ვინოვოზე ვარჯიშებს განაგრძობს. დღეს მასიმილიანო ალეგრის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში ადგილობრივ “კერასკოს” დაუპირისპირდა და 3-1 სძლია მეტოქეებს. ტრავმის გამო ეროვნულ ნაკრებს მიღმა დარჩენილი მარკიზიო ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა. გუნდი 4-3-1-2 ფორმაციით გამოვიდა, დაცვის ცენტრში ნეტოს წინ “პრიმავერას” ახალგაზრდები პაროდი და სევერინი ირჯებოდნენ, მარჯვენა მცველის პოზიციას პადოინი იკავებდა, მარჯვენისას კი ალექს სანდრო , რომელიც განსაკუთრებულად გამოირჩა კარგი თამაშით. ნახევარდაცვას ლემინა განკარგავდა ფლანგებზე სტურაროსა და ასამოასთან ერთად. ფლეიმეიქერის პოზიციაზე ერნანეში შემტევ დიბალასა და მორატას წყვილს ამარაგებდა პასებით. არგენტინულმა და ესპანელმა თავდამსხმელებმა ერთმანეთს კარგად გაუგეს და თითო-თითო გოლის შეგდებაც შეძლეს. მესამე გოლი 18 წლის პელინიმ გაიტანა.

წყარო: Calciomercato

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

55 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago

pintu-ricchio
კარგ თამაშში ესპანეთივით თამაშს არ ვგულისხმობ, უბრალოდ კლუბი მეტად დამაჯერებელი იქნება და იმ 1-0ს უფრო მარტივად შეინარჩუნებს. თაობა მე ძან მომწონს მთავარია ადვილად მოერგონ ნაკრებს, ვერატი რატო ვერ თამაშობს ნაკრებში ისე როგორც კლუბში? იმიტო რო ცუდი ფეხბურთელია? ცუდი არაა და რა მიზეზით ვერ თამასობს მაგაზე კონტემ იფიქროს. დარმიანი კაი გვყავს, ვერატიც უნდა ათამაშდეს, წინ კიდე 2 შემტევია მოსაძებნი და + ერთი მარცხენა მცველი, ანუ რეალურად ამ ნაკრებს ჭირდება კარგი მარცხენა მცველი და 2 კარგი შემტევი, სხვა პოზიციებზე კარგად ვართ

9 years ago

ხოდა მაგას ვამბობ, რომ არაა თაობა თქო, ორი შემთევი რომ არ გყავს სათანადო, ფლანგები რომ არ გყავს ამაშია საქმე, თორე ბუფონი რომ მაგარია უკვე ყველამ იცის, მარა ეგ წამსვლელი თაობაა

Di Francesco # 1
9 years ago

არ ვამბობ რო მომდევნო თამაშში გამოასწორებს, მომდევნო შესარჩევზე იქნება ის თამაში რასაც სენ ელი, ევროპამდე იტალია კარგ თამაშს არ ითამაშებს

9 years ago

და საქმე ისაა, რომ ვერც ევროპაზე იტამაშებს კარგ თამაშს, მაგრამ კონტეს შეუძლია, რომ საბერძნეთივით გახადოს იტალია ჩემპიპონი… მოტივაციის მიცემა და დაქოქვა ნამდვილად შეიძლება… სახელი იტალია, კი ბევრ ნაკრებს შიშის ზარს ცემს…

მე უბრალოდ არ ვთვლი, რომ დღეს იტალიაში ძლიერი თაობაა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა (ისეთი რაც ადრე ყავდათ ხოლმე, ან სხვა ქვეყნების თაობებთან შედარებით) მაგრამ კონტე ცდილობს იმას, რაც არის და თუ კი ვინმე სადმე ფაფხურობს, ყველა გამოცადოს და მიცეს შანსი…

Di Francesco # 1
9 years ago

ხოდა მითუმეტეს მაგ ევროპის მერე მსოფლიოზე ჯგუფში არუნდა ჩარჩენილიყვნენ, პრანდელის მთავარი მინუსი იყო ის რო ევროპის მერე გუნდი არ გადაახალისა და ისევ იგივე ხალხს ენდო, უსამართლოდ რო ენდობი ფეხბურთელს და მონტოლივო რო ზიდანი გონია და ელ შაარავი – ბალოს დუეტი დელ პიერო – ტრეზეგე მაგიტოა ჩავრჩით ჯგუფში.
ბონუჩის კომენტარი ხო ნახე პრანდელიზე? აზრზე არ იყო მწვრთვნელობისო, მოედანზე მეტ დროს ტაქტიკის განხილვას უთმობდაო

vaxo turqadze
9 years ago

ხო კარგი,აგერაა თქვენი კონტე და უკვე მერამდენედ გვიწევს ამაზე კამათი რომ მომდევნო თამაშში გამოასწორებს შეცდომებსო და აღარ დადგა ის მომდევნო თამაში,აგერაა ბულგარეთი და ვნახოთ,იტალიას ისედაც ქონდა ძაღლი გუნდის სახელი და ახლა ძაღლს ექნება იტალიის სახელი,რა იტალიასავით გაუმართლაო,აი ეგრე მიდის საქმე ზუსტად :blin: :blin: :blin:

9 years ago

უფ, აღარ დაიწერა კომენრატი, ნორმაზე დიდი იყო ალბათ… არადა რამდენი ვწერე :blin:

Di Francesco # 1
9 years ago

imereli
ვიცი ხო თითქმის ყველა თამაში ცუდად ითამაშეს, მარა ვაფშე ახალი გუნდია იტალია, როცა ამხელა გრანდი ხარ და მიდიხარ იმ ეტაპამდე რო ზედიზედ 2 მსოფლიოზე ჯგუფში რჩები ესეიგი დიდი კრიზისია ნაკრებში, ხოდა მაგ დიდი კრიზისიდან სუფთად ამოსვლის გზა არ არსებობს, მოვიდა კონტე და ყველაფერი კარგადაა მაგის მოლოდინი გქონდა? მოვიდა კონტე და დაიწყო იმისკენ სხვლა რო ყველაფერი კარგად იყოს, ამის მოლოდინი მქონდა მე და კიდევ მაქვს

vaxo turqadze
9 years ago

ევროპის ფინალი დაგავიწყდა???ან როგორ გაიარა შესარჩევი პრანდელიმ არ გახსოვს მაგ მსოფლიოსი?უბრალოდ იქ მერე უღალატა თავის სტილს და გადაერთო იტალიურ კატენაჩოზე და დაღუპა მაგან თორე ცუდად დაიწყო თუნდაც???ინგლისს დაადო ბოლო-ბოლო პირველივე თამაშში,რა თაობა არ ყავს იტალიას,კარგით რა,ორივე ნაკრებმა ევროპის ფინალები დადეს,უბრალოდ უნდა ნორმალური მწვრთნელი რომ ეს დედააფეთქებული კატენაჩო დაივიწყონ ერთხელ და სამუდამოდ,დამთავრდა კატენაჩოს ერა,ახლა ითამაშონ პრაგმატულად,მაგრამ ცოტა გაბედულადაც,მაგიტომ ვამბობ რომ ანჩელოტი უნდა ამ ნაკრებს…პრანდელიც არ იყო ცუდი მწვრთნელი,მაგრამ იქ შე…ეს და აღარ გა…ეს ამ ჟურნალისტებმა და გადაერთო კატენაჩოზე მეორე თამაშიდან ეგება და ჯგუფიდან გავიდეო,შეეტია აბა თუ დარჩებოდნენ ჯგუფში?…

Di Francesco # 1
9 years ago

imereli არ მიყურებია წელს ბევრ თამაშებზე მარა ედერს ისეთი სტატისტიკა აქ იმსახურებდა გამოძახებას, თუმცა ესეც საქმე იყო, კონტემ თუ ბულგარეთთანაც ედერი დააყენა ესეიგი ვერ გამოაქ სწორი დასკვნები და თუ არ დააყენა ედერი ესეიგი კარგად იქცევა, მისცა შანსი იმას ვინც დაიმსახურა და რო ვერ გაამართლა მერე აღარ ენდო, ამაზე კაი მიდგომა რა გინდა? ნაკრებში სამართლიანი გარემო უნდა სეიქმნას და ფეხბურთელი როცა სასტავში ხვდება თვითონაც და თანაგუნდელმაც უნდა იცოდეს რო ის კაცი იმიტოა სასტავში რო მისი კარგი თამასით დაიმსახურა და არა იმიტო რო პირადი სიმპათია აქ ტრეინერს მის მიმართ, პირადი სიმპათია კონტეს ძაძას და იმობილეს მიმართ ქონდა მარა არ არიან დღეს ფორმაში… Read more »

Di Francesco # 1
9 years ago

imereli
გასაგებია რო თამაში არ მოგეწონა მარა, შენ ამ თამაშს იმ მნიშვნელობას ანიჭებ რო რადგან გუსინ ვერ ითამაშეს ესეიგი 1 წლის მერეც ევროპაზე ვერ ითამაშებენ? თუ მაგ მნიშვნელობას არ ანიჭებ და თუ გუშინდელი ცუდი თამაშის გამო 1 წლის მერეც არ გაქვს ცუდი თამაშის მოლოდინი მაშინ რატო ვაქცევთ მაგხელა ყურადღებას მაგ თამაშს? 1 წლის მერეც ცუდი თამაშის მოლოდინი მაქო ვერ იტყვი, არავინ არ იცის 1 წლის მერე იტალია რა გუნდი იქნება, სულ რო წაეგო გუშინ იტალიას, მე უბრალოდ იმის შეეშინდებოდა რო ჯგუფში ხო არ ჩავრჩებითთქვა, თუარა ევროპაზე რო ღირსეულად გამოვა იტალია მაგაში დარწმუნებული ვარ

vaxo turqadze
9 years ago

მერამდენედ მიწერ გახსოვს გუშინდელი ცუდი თამაშის გამო,გუშინდელი ცუდი თამაშის გამო უკვე???მე და შენ მარტო ნაკრებზე რომ “ვსპორობთ” მაგასაც თუ აკვირდები??? იმიტომ რომ რაც ჩატარდა ჯერ,ყველა თამაში იყო ერთი და იგივე სცენარით და ამის მერე არ მაქვს იმედი რომ სხვა თამაშს ან უკეთესს ითამაშებენ ევროპაზე,შენც აღიარებ უკვე მერამდენედ რომ ის “გუშინდელი” ცუდი თამაში,ასე მითხარი წინა თამაშზეც,იმის წინაზეც,იმის წინაზეც და ასე გაგრძელდება ვიცი კონტეს ხელში :blin: :blin: :blin:

Di Francesco # 1
9 years ago

ედერს შეეძლო შეგდება ცოტათი ააცილა, ისე მეც არ მომწონს ედერის გამოძახება, ინსინიე სანსონე მეც მირჩევნია, მარა აჯობონ იმათმა ამ ედერს რატო ვერ ჯობნიან ჩემპიონატში? დაუმსახურებლად ვინმეს დაძახება კარგ შედეგს არ მოუტანს კონტეს, ძაძაც რო სკამზე დატოვა კაი იყო, უფრო დიდი მოტივაცია ექნება აწი იუვეში. სამარტლიანად იქცევა კონტე და საბოლოოდ დაუფასდება მაგას მასეთი მოქმედება

vaxo turqadze
9 years ago

რატო,ცუდად თამაშობენ ინსინე და სანსონე???გოლები სანსონესაც გააქვს რაც დაიწყო ჩემპიონატი და ინსინემ ერთ თამაშში ორი საგოლე პასი გააკეთა,თან რა პასები,არ უყურე მაინც???მაგრამ აქ არაა მაგაზეთქო ვამბობ,ინსინე და სანსონე კი არა პელე და მარადონა რომ მოუყვანო,მაინც ამ ფეხბურთს ითამაშებს,ამაში დარწმუნებული ვარ,არა აქვს მნიშვნელობა ვინ ეყოლება,გინდა მალდინი-კანავარო-ნესტა-დელ პიერო-ვიერი-პირლო მიეცი ერთად კონტეს,გინდა ვინც ყავს ესენი,თამაში იქნება იდენტური,სტილი რა…

Di Francesco # 1
9 years ago

imereli
საქართველოს კი ყავდა ნორმალური ნაკრები მარა იტალიას ვინ ყავდა? ლეგენდები იყვნენ ყველა

Di Francesco # 1
9 years ago

იტალია რას წარმოადგენს ევროპაზე გამოჩნდება, მანამდე სექებაც არასწორია ჩემი აზრით და ლანძღვაც, შესარჩევი ეტაპის მთავარი დანიშნულება გუნდის ჩამოყალიბებაა და თან მშვიდად გასვლა, არ მგონია გასვლაზე რამე პრობლემა იყოს და გუნდის ჩამოყალიბება როგორ მიმდინარეობა მგის შეფასება ევროპაზე მოხდება

vaxo turqadze
9 years ago

თოკო რაღაც მხრივ გეთანხმები,მაგრამ უბრალოდ მე არ მინდა იტალია კოსტა-რიკას,ან საბერძნეთს დაემსგავსოს,ეგეთი არც მოგებული მინდა და არც წაგებული,არ მინდა იტალიამ მეტოქისდა მიუხედავად მეორე ნომრად ითამაშოს ყველასთან,არ მინდა იმ ნაკრებმა რომელსაც მე ვგულშემატკივრობ საცოდავად მოიგოს თამაშები მალტის,ანდორის,ლიხტენშტეინის,აზერბაიჯანის,სან-მარინოს,კომორის კუნძულების,ლაოსის,ბანგლადეშის,მიანმის,ბირმის და ეგეთი დონის გუნდებთან !

9 years ago

როდის იგებდა იტალია 10-0 ებს? ეგ არის იტალიის სტილი სულ და სწორედ ამაში იყო იტალიის ძალა ყოველთვის, რომ გუიტანდა 1 გოლს და იქ ამთავრებოდა თამაში… თუ კონტემ ეგ სტილი დააბრუნა და ამან შედეგიც მოიტანა, საერთოდ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო 1:0 მოიგებს თუ 10-9. პს. იტალიისაც და იუვეს მინუსი თუ პლიუსი ყოველთვის ის იყო, რომ სუსტ გუნდებთან უფრო ვერ იჩენენ თავს, ვიდრე ძლიერ მოწინააღმდეგესთან… იტალიას შეუძლია გერმანიას მოუგოს გერმანიაში მსოფლიოს ნახევრაფინალი და იტალიაში წააგოს თუნდაც სომხეთთან… სწორედ ამიტომ ვარ მე იტალიის გულშემატკივარი ზოგადად კი კონტე უფრო საკლუბო სტილის მწვრთნელია, რომელსაც დრო ჭირდება რომ გუნდი ჩამოაყალიბოს და დაქოქოს. ნაკრებში რთულია იმიტომ ცოტა დრო… Read more »

vaxo turqadze
9 years ago
Reply to 

რას ამბობ ძმაო,ისტორიებს მაინც გადახედე,არც არავის უთქვამს იტალიამ 10-ით კი არა 5 ბურთით მოიგოსთქო,იგივე აზერებთან და მალტასთან 3-0-ები არ იყო პრობლემა,მაგრამ აქ ანგარიშიც არაფერ შუაშია,თამაშის ხარისხი არის საშინელი,ადრე თუ იგებდნენ დამაჯერებლად მაინც იყო ის 1-0,თავის კართან იშვიათი იყო ხიფათი ამ დონის გუნდებისთვის,ახლა კი ლამის ნარავნის ეთამაშებიან,მე მგონი გასაგებად ვწერ,წინაზეც დავწერე რომ სულაც არ მინდა იტალიამ 5-6 ბურთი გაუტანოს თუნდაც ეგეთ გუნდებსთქო,იმიტომ რომ იტალიის სტილი სხვაა…

Di Francesco # 1
9 years ago

imereli
ვაცადოთ მინიმუმ ევროპის ჩემპიონატამდე და იქ ნაჩვენები შედეგის მიხედვით შევაფასოთ, ჯგუფში ყველა თამაში რო 3-0 მოეგო ამლტებთან და ბულგარელებთან ამის გამო მერე ევროპაზე იმედი გექნებოდა რო იტალია მაგარი გუნდიაო? ჯგუფში მალტას და აზერბეიჯანს 1-0ს უგებ თუ 10-0ს ეს დიდ გავლენას ვერ ახდენს ჩემი აზრით ევროპის ჩემპიონატზე, კონტე არცერთ გრანდთან არ წააგებს და ყველას აჯობებს თამაშით, სუსტ გუნდებთან დიდხანს კიდე ასე იწვალებენ

vaxo turqadze
9 years ago

xორვატია 2 თამაში 2 ფრე,თან იტალიაში მაგრად გაუმართლათ,ნუ გასვლაზე მსაჯმა მიქარა რაღაცეები,მაგრამ იქაც ფრე იყო ლოგიკური შედეგი,ხორვატებს ქონდათ ბევრი შანსი,ბულგარეთთან ფრე,აბა ახლა მალტებს და აზერებსაც აღარ უნდა მოუგოს ასე წვალებით მაინც????ვერ გავიგე,მაგათ თუ უგებს ესე იგი მაგარია???როდის კარგავდა იტალია ეგეთ გუნდებთან ქულებს???ერთი საქართველოსთან ითამაშეს ფრე და მაშინაც ჩვენც ასე თუ ისე ნორმალური ნაკრები გვყავდა….

Di Francesco # 1
9 years ago

მე არ ვამბობ ცუდი თაობა მოდისთქვა, კონტეს გარდა სხვა ტრეინერი რო მოსულიყო ისინი ჩათვლიდნენ ასე და შანსს არ მიცემდნენ.
ისე დე როსი რატო არ დააყენა გუშინ? + არც მარკიზიიო იყო ეს 2 კაცი მთავარი წამყყვანი ძალაა ნაკრების.

vaxo turqadze
9 years ago

არც კანდრევა არ დააყენა,მაგას თავი დავანებოთ ედერზე ვთვი რომ ერთი ორი თამაში გამოიჩენს თავს და მერე ჩაკვდებათქო,ხოდა მაგის მაგივრად ინსინეს რომ მისცეს შანსი უკეთესია,პასი და კაცის მოტყუება ნამდვილად იცის,რა ედერი,ეგაა შანსის მიცემა ახალგაზრდებისთვის???30 წლის ბრაზილიელი გამოიძახა ნაკებში,კი ბატონო მშვენიერ ფორმაშია,მაგრამ ეგრე დენისიც სულ კარგ ფორმაშია და ხომ არ გამოეძახა?მგონი არა აქვს არგენტინის მთავარ გუნდში ნათამაშევი(ეს ხუმრობით)

vaxo turqadze
9 years ago

ანჩელოტი უნდა ჩემი აზრით ამ ნაკრებს,რომ ნორმალური ფეხბურთი ითამაშონ,სულაც არ ვითხოვ 5-6 გოლს თუნდაც ასეთ გუნდებთან,არც არის იტალიის სტილი,უბრალოდ ერთი თამაში მაინც დამაჯერებლად მოიგონ ხომ შეიძლება??? :blin: :blin: :blin:

Di Francesco # 1
9 years ago

რატოა სასწორზე ევროპის ჩემპიონატის საგზური? 1ზე ვართ ჯგუფში. თამაშის ხარისხი კარგი არ არის მარა ჯობია ახლა არ იყოს თამაშის ხარისხი კარგი და დიდ ტურნირზე იყოს, ორივე ერთად კაი ხანია არ გამოსდის იტალიას და აქამდე შესარჩევებს თამასოდბნენ კარგად და მსოფლიოზე ვერაფერს ვერ აკეთებდნენ, ახლა თუ პირიქით იქნება უკეთესია. კონტეს ყველაზე ცუდ დროს მოუწია ნაკრებში მისვლა, კონტეს გარდა სხვა რო მოსულიყო იტყოდა თაობა არ მოდისო და ისევ კასანოებს და დი ნატალეებს გამოიძახებდა, კონტემ კიდე გარისკა და ახალ თაობას მისცა შანსი, მთავარია როგორ გაამართლებენ და მაგის შეფასება მარტო ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე შეიძლება

vaxo turqadze
9 years ago

რას ამბობ თოკო,სხვა დროს შენ არ იძახდი იტალიას ძალიან კარგი თაობა მოსდისო?მე და შენ ვამბობთ მარტო მაგას მგონი ამ საიტზე,ეს ის თაობაა ევროპის ფინალი რომ ითამაშა ესპანეთთან და მანამდე ძალიან კარგ ნაკრებებს მოუგო(ახალგაზრდულზე ვამბობ),არაფერი ცუდი თაობა არ მოდის იტალიაში,უბრალოდ ეს კონტეს იდიოტური სტილია,სასწორზე ახლა აღარაა როცა ძალიან გაუმართლა უბრალოდ,იქ ხორვატიამ ვერ მოიგო,ნორვეგია-ბულგარეთი კაცმა არ იცის რა ფეხბურთს თამაშობენ,აი მაგათ თაობაზე ნამდვილად ითქმის რომ 0-ია,ასევე გყავს ჯგუფში უსუსტესი მალტა და აზერბაიჯანი ხოდა ამ ჯგუფიდან რომ ვერ გახვიდე უბრალოდ სირცხვილია,მითუმეტეს 3 გუნდი გადის კონტესდა საბედნიეროდ,აგერ ვნახოთ ახლა რას ითამაშებს ბულგარეთთან,დარწმუნებული ვარ პირველივე წუთებიდან ფრეზე ითამაშებენ,გუშინ 3.5-ზე ნაკლები დავუდე იტალიას,არად 2.5-ზე ნაკლებიც მეგონა,მაგრამ… Read more »

Di Francesco # 1
9 years ago

პრანდელი თუ გავიდა რეკორდებით მსოფლიოს ჩემპიონატზე მერ იქ რა გააკეთა? ევროპულ ჯგუფებს შორის ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა და თამაში არ წაუგია. მარა ევროპაზე ზუსტად იმან დაღუპა რაც ახლა კონტეს მთავარ მინუსად ჩანს, ანუ ენდო ერთიდაიგივე შემადგენლობას მთელი მოსამზადებელი პერიოდი და იგივე სასტავი დააყენა მსოფლიოზეც, ხოდა აღმოჩნდა რო კონკრეტულად იმ პერიოდში არცერთი ფეხბურთელი არ იყო ფორმის პიკში. კონტეს კიდე ბევრად დიდი რესურსი აქ, თვითონ შეუქმნა მის თავს რესურსი, ვინც იქნება საუკეთესო კონკრეტულად ევროპის წინ იმ ხალხს წაიყვანს, მანამდე კიდე ყველას აძლევს შანნსს, კონტე ნაკრებს დიდი ტურნირებისთვის ამზადებს და არა მალტასთან და იამაიკასთან სათამაშოდ

vaxo turqadze
9 years ago

არ ვიცი თოკო შენ თუ ამ ნაკრების გჯერა და რავი,უბრალოდ შენ კონტეს აპრავებ თორე შენც ისევე არ მოგწონს იტალიის თამაშები როგორც ჩვენ,კარგი რა,მალტასთან 2-ვე თამაში 1-0 უკვე ზედმეტია,მითუმეტეს პირველ თამაშში გაუმართლა იტალიას !!! ,აზერებთან ძლივს მოგებული 2-1,ოდნავ ძლიერ გუნდებს(ხორვატია,ბულგარეთი) ვერცერთი თამაში მოუგო,კარგი რა,იტალია მუდამ დაცვითი სტილის იყო,მაგრამ ეს ნამეტანია,2-3 ბურთს უპრობლემოდ უტანდა ასეთ გუნდებს იტალია,ხო ვიცი თაობა არაა,ვიცი,რომ ბოლო ორ მსოფლიოზე ჯგუფში ჩარჩნენ,მაგრამ ისიც ვიცი რომ ეს ნაკრები მარაზმია და მეტი არაფერი,სამწუხაროდ :forza: :forza: :blin: :blin:

vaxo turqadze
9 years ago
Reply to  vaxo turqadze

nakreბს თუ ამზადებ,უნდა მოამზადო ამხანაგურებში,ამ შემთვევაში კი როცა სასწორზე ევროპის ჩემპიონატის საგზურია,ფეხბურთი უნდა ითამაშო და არა შიშბურთი ან ზეკატენაჩო,ნუ მალტასთან მაინც :blin: :blin: :blin:

paata17
9 years ago

am italiis nakrebs chveni nakrebi mougebs, jgufidan tu gavidnen sensacia iqneba

lasha naxucrishvili
9 years ago

tigrana.1 ძმა ბევრი არ აღიარებს ამათ შეცდომებს ბევრიც კი არადა როგორ იავნად აჩმახებენ და უხარიათ.შეიძლება ყველა ტრანსფერი ვერ გაიჩარხა როგორც ჩვენ გვსურდა მაგრამ იტალიაში მაინც საუკეთესოები ვართ უბრალოდ როგორ ვთქვა როგორც ცა და დედამიწა არიან დაშორებულები ისეთივე შორსაა იუვე კარგი ფორმისგან აბა გადახედე სხვა გუნდებს რამდენი ამხანაგურები შეუბერეს ამ ზაფხულს + ალეგრისაც ვეღარ ვცონბ მაგ კაცმა წააგო ეგ 2 თამაში ყველაფერი იღონა რო წაეგოთ ისე ალეგრი ძალიან მომწონს მარა რაღაც სიტუაცია კლუბში ძააან ნიტოდა.

zurab kakhidze
9 years ago

აუ რა გამოსწორა უელსმა ბოლოს გაიტანა და 1800 მომაგებინა ტოო:)

valeri elisabedashvili
Reply to  zurab kakhidze

1800? ვაა გილოცაავ :D

valeri elisabedashvili

იტალიის საშველი არააა :blin: :blin: :blin:

forza bianconeri
9 years ago

ძლივს გაუტანეს და მაგის შენარჩუნებაც გაუჭირდათ :blin:

valeri elisabedashvili

evrოპაზე ვერაფერს იზავენ :blin:

gocha gabunia
9 years ago

ხორაა მეტი ტამასი და ხარისხიც გაუმჯობესდება.

lasha naxucrishvili
9 years ago

ფუ რა 1 0 ძლივს.იუვემ კიდევ 1 ამხანაგური რო შეუშვას არ აწყენდათ მთელი ზაფხული წინ ქონდათ და მხოლო 3 ქეციანი მატჩი როდესაც სხვა გუნდებმა თავები გაიგიჟეს ოღონდ ფორმაში შესულიყვნენ :| ესენი ამხანაგურებს ყველაზე გვიან და ყველაზე ცოტას თამაშობენ! 10000% ასეა.

შოთა ცინაძე

:forza: :forza: :forza: :forza:

gocha gabunia
9 years ago

კარგია ამხანაგური რომმ იტამაშენ.

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Uყურებთ ვინმე? Dაქცეულ მალტას …ერ უგებენ? Mალტას ჩენ მოვუგებთ 70 წუთზე შეაგდებენ ან კიდევ ერთხელ აჩვენებენ მსოფლიოს რო ჭაობშ არიან

| Newsphere by AF themes.
55
0
Would love your thoughts, please comment.x