პასტორე: ” ზაფხულში “იუვენტუსი” დამეკონტაქტა “
“იუვენტუსი” თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში ეძებდა ტრეკუარტისტას და ეს ძიება სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა ერნანეშის ტრანსფერით. როგორც “პსჟ-ს” ნახევარმცველმა პასტორემ ESPN – Radio -ს განუცხადა, ტურინული გუნდი მისი კანდიდატურითაც ინტერესდებოდა, თუმცა ტრანსფერი არც მას სურდა და არგენტინელთან განშორების სურვილი პარიზულ კლუბსაც არ გამოუთქვამს: “ ზაფხულში “იუვენტუსი” დამეკონტაქტა, მაგრამ “პსჟ-ს” არასოდეს უფიქრია ჩემი გასხვისება. ამასთან, თავადაც არ გამივლია გონებაში საფრანგეთთან გამომშვიდობება, პარიზში თავს კარგად ვგრძნობ. გუნდი წლიდან წლამდე იზრდება, ამაში მაღალი კლასის შენაძენების წვლილიც დიდია, დი მარიაც სწორედ ასეთია. ” -აცხადებს პასტორე.
მადლობ
რამე ნორმალური ლინკი არაა იტალიის ტამასზე
http://livefootball.ws/18117-euro-2016-qualifications-croatia-malta.html სოფქასტის ლინკი