ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ემერი: ” “იუვენტუსი” ჯგუფის ფავორიტია “

უნაი ემერის მანუელე პელეგრინის მსგავსად, “იუვენტუსის” წარუმატებელი სტარტისთვის განსაკუთრებული ყურადღების მინიჭება არ სურს. “სევილიას” დამრიგელი ფიქრობს, რომ იტალიის ჩემპიონები ისევ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ და მათთან ორ ურთულეს დაპირისპირებას ელოდება: “ “იუვენტუსი” და “მანჩესტერ სიტი” ჯგუფის ფავორიტები არიან. “მიუნჰენგლადბახმა” და ჩვენ უნდა ვცადოთ გავურთულოთ მათ საქმე. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ გვინდა სიურპრიზი შევთავაზთ მეტოქეებს. ზუსტად ვიცით რისი მიღწევა უნდა ვცადოთ მათი გაკვირვებისთვის. “იუვენტუსის” “უდინეზესა” და “რომასთან” მარცხს არ ვენდობი. დარწმუნებული ვარ, ჩვენს წინააღმდეგ ისევ ის გუნდი ითამაშებს, რომელიც ოთხი წელიწადია იტალიაში დომინირებს და სულ რამდენიმე თვის წინ “ჩემპიონთა ლიგის” ფინალში ითამაშა. “იუვენტუსს” ბევრი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს განსხვავებული თვისებებით და, შესაბამისად, მრავალი ფორმაციის მორგება შეუძლია. კუადრადო ვინგერია, რომელსაც ფლანგზე რიცხობრივი უპირატესობის მდგომარეობის შერქმნა ძალუძს, მაგრამ ტურინელები ცენტრშიც კარგად არიან აღჭურვილნი. ყველაფერს ვიხილავთ, მაგრამ კრიზისში მყოფ გუნდს ნამდვილად არ ველოდები. ისინი ისევ იქნებიან დომინანტები როგორც იტალიის ჩემპიონატში, ისე “ჩემპიონთა ლიგაში”, როგორც ყოველთვის. ” -ცხადებს უნაი ემერი Tuttosport -თან საუბრისას.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago

რა დროს ძაძაა, დღეს ნაკრების თამაშია, რევიშვილს ველოდები კარში და გოლი არუნდა გაუშვას, უნდა დავაბრუნებიო მიდი ადგილი ნაკრების ძირითადში :chuvak:

Di Francesco # 1
9 years ago

ძაძა გვარია, სიმონი უნდა გერქვასო ამის თქმა შეიძლებოდა :chuvak:

9 years ago

არაა, ზაზა უნდა გერქვას იმენნა.., სიმონი რომ გერქვას, მერე პადოინზე შეგვჭამდი :lool:

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to 

არა მთლად მასე არ ვბალეჩიკობ იტალიას რო პადოინზე ვიძახო მგელიათქვა :chuvak:

9 years ago

ისე კონტე პადოინს არ იწვევს?

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to 

პადოინს არა მარა ჯაკერინს კი დაუძახებს თუ წამოუარა :chuvak:

Di Francesco # 1
9 years ago

pintu-ricchio
არა ძაძაზე მეტად სხვებს ვბალეჩიკობ, უბრალოდ იმ სხვებს ვერ უბედავს დაჩაგვრას ალეგრი და მიტო მიწევს ასე ხშირად ძაძას დაცვა :chuvak: ძაძაზე მეტად თუარა ნაკლებად არც პელეს ვბალეჩიკობ უბრალოდ პელე არაქტუალურია ამ პერიოდში და მითუმეტეს იუვეში

9 years ago

ეს გამოკითხვა სეზონის ბოლოს უნდა დაიდოს… აბა ეხლა ჯერ რა ვიცით, ახალწვეულებიდან მარტო დიბალამ და მანძუკიჩმა ითამაშა ჯერ ჯერობით…

valeri elisabedashvili

კალენდარი დასადებია ისე სერია A სი :chuvak:

vakhtangi
9 years ago

ვინმემ რამე წაიკითხეთ ძაძაზე?არსენალს უნდაო ზამთარშიო: (((

Di Francesco # 1
9 years ago

მორატა და ძაძა უნდა ეწეროს

9 years ago

შერ თორნიკე კიარა ზაზა უნდა გერქვას :lool:

9 years ago

15.09 – სიტი – იუვე
30.09 – იუვე – სევილია
21.10 – იუვე – გლადბახი
03.11 – გლადბახი – იუვე
24.11 – იუვე – სიტი
08.12 – სევილია – იუვე

ნოემბერ დეკემბერში ფორმაში უნდა ვიყოთ :forza:

9 years ago

საიტზე კლუბის ბომბვარდირებში რატომ წერია მხიოლოდ დიბალა მანძუკიჩი პოგბა მარკიზიო? როცა მორატა მაგათზე მეტს გაიტანს

9 years ago

სახლის სამივე თამაში უნდა მოვიგოთ და სადმე ფრე გავაგოროთ.
მანჩესტერში თამაში რთული იქნება, ასევე სევილიაში. გლადბახი წელს ჩვენზე უარესს ფორმაშია და 6 ქულა უნდა ავიღოთ, მარა მაგსთან ალბათ ყველა გეგმავს 6 ქულას, თუმცა კუდს მოიქნევს გლადბახი და იმედია ჩვენ არ მოგხვდება ეგ კუდი :blin:

vakhtangi
9 years ago

ოხ ოხ რა სიტყვები აფრქვია : )) პრესკონფერენციაზე თითქმის ყველა რა კარგია:)დასტოინები ,თავაზიანები : )) არა და გულში ეხლა რა ცეცხლი უტრიალებსს ვინ იცის : ))

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x