იტალიური პრესა:”მარკიზიომ ტრავმა სარეკლამო რგოლის გადაღებისას მიიღო”
იტალიური მასმედიის მტკიცებით კლაუდიო მარკიზიოს ტრავმა არა ვარჯიშის დროს, არამედ სრულიად სხვა ვითარებაში აქვს მიღებული. აქამდე ოფიციალური მხარე ამტკიცებდა, რომ ბიანკონერის შუახაზელი წვრთნების დროს დაშავდა, თუმცა იტალიელები რისი იტალიელები არიან თუ ბოლომდე არ გამოიძიებდნენ ამ ამბავს. რამდენიმე წყაროს ცნობით კლაუდიო Sky Sport Italiaს სარეკლამო რგოლის გადაღებებისას დაშავდა. გამომდინარე იქიდან, რომ ალეგრის განკარგულებაში არც ხედირა იყო აპენინელ სპეციალისტს პადოინის გამოყენება დასჭირდა რეჯისტას პოზიციაზე. ამასობაში კი ბიანკონერის მე-8 ნომერი შემდეგ ტექსტს ავრცელებს სოციალურ გვერდზე:“დღეს იყო ბოლო დღე, როდესაც მარტომ ვივარჯიშე. ძალიან მალე მთლიან ჯგუფთან ერთად შევუდგები სამწვრთნელო სესიას. მოუთმენლად ველი ამ წამს!”.
:D მჭედლიძე აქ მაინც დაეგდოს ზამენაზე, ძაძას კი აჯობებს

მჭედლიძე ხო არ გადმოვიყვანოთ ჩვენთან?))
მაგან საუკეთესო წლები ჩვენთან გაატარა ბოლო სეზონში უკვე აღარ იყო ის ვიდალი კარგია რ. წავიდა ნაკრებიდან გაგდება ფსიქოლოგიურად მაგრად იმოქმედებს მაგაზე
Vidali imena qajia
mara mainc magrad mevaseboda eg oxeri 
ვიდალი გაუგდიათ ნაკრებიდან,ნასვამი მისულა ვარჯიშზე წინა ღამით კი კაზინოში ყოფილა)) რა სჭირს არტუროს,ძაან აურია ბოლო დროს. მგონია რომ მთავარი მიზეზი იუვედან წასვლისა სწორედ დისცილინარული გადაცდომები იყო.იუვეში არავინ ატიებდა ვიდალს თავნებობას,მას კი არა ბუფონს არა შერჩება თავნებობა,თუმცა ჯიჯი არასდროს იკადრებს მაგას))
ალეგრის წვრთნები არ გვყოფნიდა? ))
ჟურნალისტებმა კი გამოიძიეს მაგრამ რა უნდა ექნათ მეტი
“იტალიელები რისი იტალიელები არიან თუ ბოლომდე არ გამოიძიებდნენ” – ერთი კალჩიოპოლი გამოძიეს ბოლომდე კიდე