კაპუატო:”ჰამშიკი იუვეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებდა”
პოპულარულმა წამყვანმა მასიმო კაპუტომ ჰამშიკის და იუვეს შესახებ გააკეთა მცირე კომენტარი:“ვფიქრობ, ეს არ იქნებოდა ურგო გარიგება, რადგან მარეკი ექსტრა კლასის ფეხბურთელია, ხოლო იუვეს პირლოს და ტევესის წასვლის შემდეგ ასეთი ქარიზმატული პიროვნება ბევრ დადებითს შემატებდა. რატომ ჩაიშალა მოლაპარაკებები? აქ მარეკის სურვილი არაფერს წყვეტდა.. ვითარებას ამძიმებდა ბიანკონერის ტაქტიკა. მათ საკმაო დრო დაუთმეს სხვა ტრანსფერებს და ბოლო დღეს განიზრახეს ნეაპოლიტანელებთან საქმის გადაწყვეტა. ბუნებრივია ჰამშიკის ტრანსფერი ასე მალე ვერ მოგვარდებოდა, თუმცა არავინ იცის რა მოხდება მომავალში”.
წყარო: tuttojuve
მაროტას რომ კითხო, დრაქსლერზე 19 აგვისტოს მერე აღარ ვჩალიჩბდიო…