რუგანის აგენტი:”ნაპოლი ბოლო წამამდე ცდილობდა რუგანის შეძენას”
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთამდე ცდილობდა ნეაპოლიტანური კლუბი დანიელე რუგანის ხელში ჩაგდებას. ამ ინფორმაციას ახალგაზრდა მოთამაშის აგენტიც ადასტურებს:“მთელი ზაფხულის პერიოდში შემოდიოდა წინადადება მათი მხრიდან და პრინციპში ამაში გასაკვირიც არაფერია. რატომ? სარის კარგად მოეხსენება რუგანის პოტენციალი. ემპოლიში ასპარეზობისას მან დიდი წვლილი შეიტანა დანიელეს განვითარებაში. სეზონი გრძელია და იგი ნამდვილად მიიღებს თავის გამოჩენის შესაძლებლობას. რუგანი მოხარულია გუნდში დარჩენით და ეცდება საკუთარი შანსის მაქსიმალურად გამოყენებას”.
წყარო: tuttosport