ჰერნანეში:”ჩემპიონების რიგებში მსურდა ასპარეზობა”
გუშინ იუვემ ამხანაგური მატჩი გამართა ვინოვოზე და თვითმხილველების შეფასებით კლუბის ახალწვეულები და მათ შორის ჰერნანეშიც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. სამწვრთნელო სესიის დასრულების შემდეგ ფეხბურთელი მცირე კომენტარი გააკეთა საკუთარი ტრანსფერი თაობაზე:
“ყველაფერი დაიწყო მაშინ როდესაც დასრულდა მატჩი კარპის წინააღმდეგ. ჩემმა აგენტმა დამირეკა, რომელმაც მაცნობა კონტაქტი იუვესთან და მისი თქმით ეს იყო იდეალური შანსი. ბუნებრივია გამიხარდა და უმალვე დავეთანხმე, რადგან ჩემპიონების რიგებში თამაში და პლიუს ლიგის ატმოსფერო დამატებით სიამოვნებას მომანიჭებდა.
ინტერი თუ იუვე? რთულია რა თქმა უნდა ამაზე საუბარი, მაგრამ იუვენტუსი მეტად. ელემენტარულად ციფრებს რომ შევხედოთ ყველაფერი ნათელია. ისინი დამსახურებულად ლიდერობდნენ კალჩოს ოთხი სეზონის მანძილზე.
ჩემპიონთა ლიგა? რთული ჯგუფი შეგხვდა სადაც იოლი გასეირნება არავის ელის. სიტი, სევილია და გლადბახი მაქსიმუმს იზავენ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად და როდესაც შენ ლიგის შარშანდელი ფინალისტი ხარ ყველა სურს დაგამარცხოს.
ნაკრებში დაბრუნება? დუნგას ჩემთვის არ დაურეკავს. ისედაც გასულ სეზონში ტრავმებმა არ მომცა შესაფერის დონეზე თამაშის საშუალება, თუმცა მუხლჩაუხრელი შრომით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. არის თუ არა ტკივილი 7-1-ის შემდეგ? ვფიქრობ ეს კოშმარი უკვე წარსულს ჩაბარდა. იმ კატეგორიაში შედის, რომელიც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა.. ტრაგედია, რომელმაც გული ატკინა ყველას, თუმცა ცხოვრება გრძელდება და ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალ მუნდიალს.
გავაკეთებ თუ არა სალტოს ინტერთან გატანილი გოლის შემთხვევაში? ამაზე საუბარი ნაადრევია. ყველაფერი ისე სწრაფად განვითარდა, რომ ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ. ჯერჯერობით კიევოსთან მატჩზე ვართ კონცენტრირებული და უკვე მის შემდგომ დავიწყებთ სხვა მიზნებზე ფიქრს”.
წყარო: tuttojuve
რა შუაშია ინტერის ფანი ძმა შეთავაზა თავის დროზე იუვემ გადმოდიო ან იუვეს აღზრდილია ან ჯვარი ამ გუნდზე აქ დაწერილი თავიდანვე იუვეში ყოფილიყო.
გუნდში ერთი ინტერის ფანი ხო უნდა გვყოლოდა? ხოდა, უკვე გვყავს.
შენი ტეტრი კბილები რატ მინდა კარგი ტამაში მინდა.