ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მინო რაიოლა და პოგბა ტურინის სახლში საათობით განიხილავდნენ “ჩელსის” წინადადებას

იტალიაში გავრცელებული ინფორმაციით პოლ პოგბამ ზაფხულში “ჩელსის” სარფიანი წინადადებები ერთმანეთის მიყოლებით უარყო. ფრანგული L’equipe იმასაც იუწყება, რომ ფრანგს ჟოზე მაურინიო პირადად ესაუბრა ტელეფონით. La Gazzetta-ს ცნობით, ჩელსი” “იუვენტუსს” 85 მილიონ ევროსა და ოსკარს სთავაზობდა ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ. გახსოვს მაურინიოს სიტყვები “ალეგრი სულ ოსკარზე და რამირესზე საუბრობს, მე კი მხოლოდ ჩემს ფეხბურთელეზე მჩვევია ლაპარაკიო”? იტალიელი ჟურნალისტების აზრით, ეს სულაც არ ყოფილა დამთხვევა, ზემოხსენებული მეგა-ოფერი “ჩელსიმ”, დაახლოებით ამ განცხადების გაკეთების პერიოდში წარუდგინა იუვეს. 24-25 აგვისტოს პოგბა საათების განმავლობაში განიხილავდა მინო რაიოლასთან ერთად ტურინში, ნახევარმცველის სახლში ამ წინადადებას, წონიდა დადებით და უარყოფით მხარეებს და საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ წინა კარით შეეძლო “პრემიერ ლიგაში” შებიჯება, “იუვეში” დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. პოლი სეზონის სტარტიდანვე დარწმუნებული იყო, რომ ლიდერების წასვლის შემდეგ, გადამწყვეტი ფიგურა გახდებოდა ალეგრის “იუვეში”. პოლმა, მინიმუმ წელიწადში 12 მილიონიანი წინადადება უარყო “ჩელსიდან”, აირჩია რა დარჩენილიყო ისევ 4.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ “იუვეს” რიგებში. მართალია, ჩემპიონატის დასაწყისი არც ისეთი ნათელი გამოდგა, თუმცა წინ მთელი სეზონია და პოლს მოედანზე თავის სიტყვის თქმის საშუალება კიდევ ბევრჯერ მიეცემა. 

წყარო: La Gazzetta

7 thoughts on “მინო რაიოლა და პოგბა ტურინის სახლში საათობით განიხილავდნენ “ჩელსის” წინადადებას

  1. პოგბას რომ ანიელი და ბრუციანიისე უყურებენ როგორც ფულის კუპიურებს მაგას რათ უნდა ბევრი მსჯელობა )) ამასაც გაყიდიან და ყველას გაყიდიან ვინც ვარსკვლავი გახდება !!!

  2. არარსებობს 85 მილიონი და ოსკარი. ამას მაროტა ცეკვიტ დატანმხდებოდა. 0სკარი 35-40 ლიმონი გირს პოგბა კარგია მაგრამ 120 ლიმონი ნაგდად არ გირს. ტან პედრო დაიმატენ ამ დროს. ამ ჯურნალისტების ნაცერი საერტოდ არაა ცასაკიტხი

  3. ეჰ საქმეც მაგაშია რო ბარსას ან რეალის წინადადებას ელოდება თორე ჩელსიზე კარგ გუნდში რომაა დღეს დღეობით მაგას ხვდება თვითონაც…მაგარი ამბიციურია ეტყობა პოგბას და ოქროს ბურთი უნდა, მაგისთვის კი დგეს ბარსა ან რეალი ან ბაიერნია საჭირო…მომავალ წელს მგონია რო გადავა ბარსაში ალბათ…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.