ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხედირა: ” თავში მხოლოდ “იუვენტუსი” მიტრიალებს “

სამი ხედირა მას შემდეგ ჩამოცილდა მინდორს, რაც “მარსელთან” ამხანაგურ შეხვედრაში მარჯვენა ბარძაყის ორთავა კუნთის მყესის მეორე ხარისხის დაზიანება მიიღო, თუმცა გერმანელი ნელ-ნელა მწყობრში დგება და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, გულშემატკივარი მის დაბრუნებას უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ელის. ახლა, საკლუბო შესვენების დროს, ეროვნული ნაკრებები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძვიან. ხედირას მსოფლიოს ჩემპიონების დახმარება, ჯერჯერობით, არ შეუძლია, თუმცა მისი ფიქრება მაინც უფრო “იუვესთანაა” ვიდრე “ბუნდეს ნაკრებთან”, რომელიც D ჯგუფს 16 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა, ფაქტიურად, გარანტირებული აქვს: ” ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება კარგია, მაგრამ თავში მხოლოდ “იუვენტუსი” მიტრიალებს! სამედიცინო შტაბი საოცრად მეხმარება, რომ მოედანზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. “-წერს ხედირა საკუთარ ტვიტერზე. ხედირას გამოცდილება, ქარიზმა და პროფესიონალიზმი ალეგრის გუნდს ძალიან დაეხმარებოდა. იმედი ვიქონიოთ, გერმანელს “იუვენტუსის” მაისურით მინდორზე მალე ვიხილავთ.

წყარო: Corrierre Dello Sport

8 thoughts on “ხედირა: ” თავში მხოლოდ “იუვენტუსი” მიტრიალებს “

  1. იუვე არავის არ აძალებს დარჩიო და წინასწარ არ ეუბნება თუ დარჩები ხელფასს მოგიმატეობო, რო რჩებიან მერე უმატებან იმდენს რამდენიც შეუძლიათ

  2. ხოდა ესეგი მომავალ სეზონში გაყიდიან უეჭველი…უარიც რომ თქვას პოგბამ…მაგრამ ათიანი და გუნდის ლიდერობაზე რაღაზე აქვს პრეტენზია მაშინ ა იუვეს ხემძღვანელობა რაღას აძლევს პადეშკას…?

  3. იუვე ყველას გაყიდვაზე თანახმაა, ეტყობა ჩელსის წარმომადგენლებს უთხრეს ჩვენთან კიარა პოგბასთან მოაგვარეთ საქმეო და პოგბამ უარი თქვა. ანიელი პოგბას გაყიდვაზე თანახმა რო იყო პირდაპირ თქვა 2 წლის უკან.

  4. http://goal.ge/ge/iuve-agvistos-bolos-chelsis-85-mln-evroze-datankhmda-tumtsa-pogbam-uari-tqva/ ვინმეს თუ აქვს რეალობასთან მიახლოვებული ინფორმაცია ამ კაცთან პოგბასთან დაკავშირებიტ?ლინკში სტატიაში წერია რომ ჩელსის უთხრა უარი თვითონ პოგბამო და იუვე ყიდიდაო.

  5. აბა კუადრადო და დიბალა ჯობია იყოს ფორმაში და ძაძა სკამზე იჯდეს? )))გასაკვირია პირდაპირ…იუვეს ბალეშიკებს აქ რამდენს არ ევასება იტალია ესეთი რამე პირველად ვნახე…))დიბალების დეპაის სტერლინგის დრაქსლერის ნაკრებებს უჯოკრიან ზუსტად ძაძას ნაირები ევროპაზე და მსოფლიოზეცც :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy:

  6. ==========ბუფონი==========
    ლიხტა========ბონუ===========კიე===========სანდრო

    ===============მაკიზიო=====პოგბა==================

    ====================ერნანესი======================

    ======კუადრადო=======მორატა========დიბალა

    ესეც არაა ცუდი

  7. ___________________________________ბუფონი________________________

    ლიხშტაინერი________________ბონუჩი_________კიელინი_________სანდრო

    ___________________ხედირა__________მარკიზიო________პოგბა________

    ____________________________________ერნანესი_______________________

    ______________________________ძაძა______________მორატა_____________

    შეუჩერებელი გუნდია :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.