დავიდსი: ” ტაქტიკა უნდა მოერგოს ფეხბურთელებს და არა პირიქით “
ითამაშა “მილანში”, “იუვენტუსში”, “ინტერში”, “აიაქსში”, “ბარსელონაში” – ევროპის უდიდეს კლუბებში, დაიმსახურა გულშემატკივართა უსაზღვრო სიყვარული თავისი განსაკუთრებული მებრძოლი ხასიათისა და შეუპოვრობის გამო, რისთვისაც უწოდა კიდევ ლუი ვან გაალმა – პიტბული. ეს ედგარ დავიდსია, “იუვენტუსის” სახე და ელჩი მსოფლიოში. ახლა ედგარი უეფას ლიცენზიას იღებს და მალე მწვრთნელის როლში ვიხილავთ კიდეც. მანამდე კი, დამდეგ ოთხშაბათს, ედგარი ისევ ტურინში იქნება და შავ-თეთრ ფორმას ჩაიცმევს “იუნესკოს” თასის ფარგლებში “ბოკა ხუნიორსის” ლეგენდებთან სათამაშოდ. ამ ღირშესანიშნავ მოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე, ჰოლანდიელი ჟურნალისტებთან “იუვეს” გულშემატკივართათვის საინტერესო საკითხებზე საუბრობს…
” “იუვენტუსი” ერთი ოჯახია. აქ ჩემს მეგობრებთან ყოფნა საოცარია, თითქოს დრო არც გასულა. ”
ცუდი სტარტი: ” ვარ თუ არა ამით შეშფოთებული? არა, რადგან როცა, 4-5 წელი ყველაფერს იგებ, ნორმალურია, რომ უკუსვლა გაქვს, თუმცა უნდა შეძლო, რომ ის დროებითი ხასიათისა იყოს. ახალწვეულებს დრო უნდა მისცე, მათ დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. დარწმუნებული ვარ, მაღალ მიზნებს “იუვე” ამ სეზონშიც მიაღწევს. ”
“იუვე” ისევ ფავორიტია? -“როცა სეზონს ზედიზედ ორი მარცხით იწყებ, აუტომატურად აღარ ირიცხები ფავორიტებში. მაგრამ კარგი ის არის, რომ ამას ყველა შემთხვევაში აღმასვლა მოსდევს. ”
იტალიაში ყოველთვის ძლიერ და “ავ” ნახევარმცველებზე აკეთებენ გათვლას, ბევრს დაკარგავს “იუვე” ვიდალის წასვლით? -” სიავეზე არ ვისაუბრებდი, მთავარია ფეხბურთელს ბურთის მოპოვება შეეძლოს და გუნდს სტაბილურობას სძენდეს. ვიდალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის როლში და როცა ასეთ ფეხბურთელს კარგავ, თამაშის სტილიც უნდა შეცვალო. ტაქტიკა უნდა მოერგოს ფეხბურთელებს და არა პირიქით. ”
რათქმაუნდა დავიდს

Aman shemayvara juve
მთელი ბავშობა მევასებოდა რა მაგარი ფეხბურთელი და კაცი იყო
ედგარ ერთი შენ ნაირი ყავდეს იუვეს :) რა მაგარი იქნებოდა:)
ნაკრების ტრეინერებიც საკუთარ ტაქტიკას არგებენ მოთამაშეებს, ხვალ ეგერ კანდრევა 3-5-2ში ფლანგის მცველად ითამაშებს, ეს არ ნიშნავს ტაქტიკაზე ფეხბურთელის მორგებას?
1 ფეხბურთელის გამო ნაღდად არ დაიწყებს არცერთი მწვრთნელი ტაქტიკის ცვლას დააყენებს იქ სადაც არ უთამაშია არ გაამართლებს და ააახვევინებს ვსიო gameover თუ ეხება 5 და 6 ფეხბურთელს ეს მაშინ ნამდვილად დაფიქრდება ტაქტიკის შეცვლაზე რავი ასე ვფიქრობ მე.
მარტო იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელები ვერ ჯდებიან ამა თუ იმ ტაქტიკაში მხოლოდ მაშინ შეიძლება დაფიქრდეს მწვრთნელი მაგრამ საბედნიეროდ ამ ფეხბურთელებით ბევრნაირი ტაქტიკით თამაში შეიძლება.
არც ის ვარგა ფეხბურთელი ათამაშო იმ პოზიციაზე სადაც ცხოვრებაში არ უთამაშია და ხან სად ტენიან ხან სად ხოლმე ეს არ ეხება ალეგრის საერთოდ ვამბობ.
ეს ფეხბურთელის გადასახედიდან იყურება კიდე, არცერთი თავმოყვარე ტრეინერი ფეხბურთელს არ არგებს ტაქტიკას, ფეხბურთელი დღეს გყავს ხვალ გაგიყიდიან, ანუ ყოველ ტრანსფერებზე ახალ ახალ ფეხბურთელებს უნდა არგოს ტრეიენრმა ტაქტიკა? ტაქტიკას უნდა ერგებოდნენ ფეხბურთელები და მაგაზე უნდა იმუშაონ ვარჯიშებზე
ხოდა დღს რო გყავს, ხვალ გაგიყიდიან და ახალს მოიყვანენ, ვინც გყავს გუნში იმას უნდა მოარგო ტაქტიკა. აბა რა ქნან ნაკრებების მწვრთნელებმა?
აი ყოჩაღ
ალეგრიმ გისმინოს