მაროტა: ” სატურნირო ცხრილი ჯერ არაფერს ნიშნავს “
ცუდი სტარტის მიუხედავად “იუვენტუსს” “სკუდეტოს” მოგება ისევ შეუძლია – ამის “იუვენტუსის” ყვლა გულშემატკივართან ერთად, ბეპე მაროტასაც სწამს. მოქმედი ჩემპიონების სპორტული დირექტორი მომავალ სეზონზე საუბრობს და რამდენიმე სიტყვით პირლოს სანაკრებო მომავალსა და ჟურნალისტების მიერ ჰამშიკის თემის წამოწევასაც ეხმიანება: ” ჯერ მხოლოდ სეზონის სტარტზე ვართ და სატურნირო ცხრილი ბევრს არაფერს ნიშნავს. “კიევოს” დამარცხება შემდეგ ტურში ჩვენი გამარჯვების გზაზე დაბრუნების საწინდარი უნდა გახდეს. რაც შეეხება “ჩემპიონთა ლიგას”, იქ ყველაფრის ასე დაწყება დაუშვებელია. პირლო? ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს, როდის მოვიდა ბუცების ლურსმანზე დაკიდების დრო. არ ვიცი, პირლოსთვის დადგა თუ არა ეს წამი, გადაწყვეტილება მხოლოდ მან უნდა მიიღოს. ჰამშიკთან დაკავშირებით იმის თქმა შემიძლია, რომ მეეჭვება, იანვარში “ნაპოლისთან” ისევ განვაახლოთ მისი ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები, რადგან უკვე ვიყიდეთ ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, როგორიც ერნანეშია. ყოველთვის საუკეთესოებს ვეძებთ ხოლმე ბაზარზე, თუმცა ყველას გადმოყვანა ვერ შევძელით. მიუხედავად ამისა, გვყავს შესანიშნავი გუნდი, რომელმაც შარშან “ჩემპიონთა ლიგის” თასის გარდა ყველაფერი მოიგო. ” -აცხადებს მაროტა:
წყარო: football italia 1 ; 2; 3
ამას გონია შარშანდელთან შედარებით გააძლიერა გუნდი?
წელს თუ ჩავაგდეთ სეზონი პირველ რიგში შენი ბრალია 4 9 ნომერი არცერთ მენეჯერს არ მოყავს გუნდში პირლოს შემცვლელი ვერ დადე ვერც ვიდალის მათთან შედარებით უფრო დაბალი კლასის მოთამაშეები მოყარე რავიცი მოჯი რო ყოფილიყო ტევესსაც დაარწმუნებდა რო კიდევ 1 წელი დარჩენილიყო მარა შენი დაკერილი კაცი არ გაიშვას ხელიდან