ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“რეალი” მორატას დააკვირდება

2014 წელს “იუვენტუსმა” 22 მილიონი ევრო გადაიხადა ალვარო მორატას ტრანსფერის სანაცვლოდ, მაგრამ მადრიდის “რეალს” 2016 წლის 1-ელ ივლისამდე შეუძლია ესპანელი ფორვარდი დააბრუნოს, თუ “ბებერი ქალბატონის” ანგარიშზე 35 მილიონ ევროს ჩარიცხავს. Mundo Deportivo -ს მტკიცებით, ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილება იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად კარგად ჩაატარებს მოქმედ სეზონს მორატა და რამდენად შეძლებს მანძუკიჩის, დიბალას და ძაძას მოსვლის შემდეგ მაღალი კონკურენციის პირობებში ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრებას. ამ მიზნით, “რეალის” მესვეურები მთელი წლის განმავლობაში აპირებენ მორატას თამაშისათვის თვალის დევნებას. რაფა ბენიტესი წელსაც ფიქრობდა ესპანელის უკან დაბრუნებას, თუმცა მე-9 ნომრის პოზიციაზე ბენზემა, ხესე და კრისტიანო რონალდო საკმარისად ჩათვალა.

წყარო: Mundo Deportivo

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gocha gabunia
9 years ago

მანდდ გკავდატ და ვეს დააფასეტ ეხლა ტავი დაანებეტ. ეგრეა ბევრი მცვრტნელი ცდება ხოლმე არავინ არ იცნობდა. არც ვიდალს. არც პოგბას. და კონტემ მოიკვანა და ცჰამოკალიბდნენ დიდ ფეხბურტელებად.ლორენტეც რომელიც უკვე კარიერის დასრულებაზე ლაპარაკობდა. პირლოზე ხომ ბაზარი აგარაა.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x