ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა: ” რატომ დავრჩი? წასვლის მიზეზი არ მქონდა “

სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ ბევრი დრო არ გასულა და ჟურნალისტები ისევ პოგბას მომავლით ინტერესდებიან. ზოგიერთი გამოცემა იუწყებოდა, პოგბამ “ჩელსის” უარი მხოლოდ “ბარსელონაში” გადასვლის გამო უთხრაო, მაგრამ აღმოჩნდება თუ არა ეს სეზონი ბოლო “იუვენტუსის” მაისურით ფრანგისთვის, მხოლოდ მომავალ ზაფხულს შევიტყობთ. ნახევარმცველს ფრანგული Telefoot ესაუბრა: “ რატომ დავრჩი? იმიტომ რომ წასვლის მიზეზი არ მქონდა. ჩემი წასვლის საკითხი არასოდეს გადაწყვეტილა. სიამოვნებით დავრჩებოდი და სწორედ ეს მოხდა. “იუვენტუსის” ფეხბურთელი ვარ და მიხარია ეს. რამდენი ხანი დავრჩები არ ვიცი. ახლა მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ კარგად წარმოვაჩინო საკუთარი თავი. “ბარსელონა”? არაფერი ვიცი, სეზონის დასრულების შემდეგ ვნახოთ, რა იქნება.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

32 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
LB19
9 years ago

Vidals gavkari sadac pogbaa bevrad didi klasis matarebelia poli

| Newsphere by AF themes.
32
0
Would love your thoughts, please comment.x