ალეგრი: ” მეტი ინდივიდუალიზმი, ნაკლები ტაქტიკური მონახაზი”
მასიმილიანო ალეგრიმ “რაი უნოს” ვრცელი ინტერვიუ მისცა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. “იუვენტუსის” ორმა მარცხმა იტალია აალაპარაკა და ცხადია, ვერც ალეგრი გადაურჩებოდა ამ თემაზე საუბარს, თუმცა მთავარი თემა მისი ახალი აპლიკაციაა სმართფონებისთვის. ეს აპლიკაცია ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება ახალგაზრდა მწვრთნელებისა და ასევე ახალბედა ფეხბურთელებისთვის…
“გულშემატკივარს მხოლოდ ამას ვეტყოდი, მშვიდად იყავით. შანსი გავქვს, კარგი სეზონი გვქონდეს. “ჩემპიონთა ლიგა” ოცნებაა, უმნიშნელოვანესი ტურნირი. ისევე მივუდგებით მას, როგორც შარშან. ”
ალეგრის სჯერა, რომ აქცენტის მხოლოდ ტაქტიკაზე გადატანა იტალიურ ფეხბურთს ვნებს. მისი თვალთახედვით, მწვრთნელები მეტად უნდა ორიენტირდნენ ინდივიდუალებზე: ” ამბობენ, რომ იტალიაში საკმარისი რაოდენობით ნიჭიერი ფეხბურთელები არ გვყავს. მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ოთხჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ჩვენ გვყავდა და მომავალშიც გვეყოლება ტალანტები. უფრო მეტად უნდა გადავერთოთ ინდივიდუალებზე და ნაკლებად ტაქტიკაზე. ახალგაზრდებს ინკუბატორივით ვზრდით, ეს არ არის კარგი ჩვენი ფეხბურთისთვის. ახალგაზრდა ფეხბურთელებს ფიქრი უნდა ასწავლო, გაუჩინო ამბიციები ისე, რომ კრეატიულობა არ დაუკარგო. ”
” რაც შეეხება აპლიკაციას, ეს არის ის, რისი გაკეთებაც ჩემს კოლეგებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში მსურდა. გამოცდილება ყაზახეთში მივიღეთ, სადაც ახალგაზრდულ ფეხბურთში დიდი წინსვლაა. აზრად მოგვივიდა, რომ რახანც შეუძლებელია მიწვდე მსოფლიოს ყველა კუთხეს, აპლიკაცია სმართფონებისა და სხვა ტექნოლოგიებისათვის კარგი იდეა იქნებოდა. ეს მხოლოდ ტაქტიკასა და ტექნიკას კი არა, კვებასაც ეხება. კვება უმნიშვნელოვანესი რამაა ფეხბურთში და ხშირად უგულებელყოფილი რჩება. დიდი გუნდი დიდი ფეხბურთელებისგან იქმნება, მაგრამ ახალგაზრდების განვითარება და სწავლებაა საჭირო. ეს არის ჩემი აზრების ქვაკუთხედი და ჩემი სამუშაოს იდეა. ფეხბურთში საიდუმლოებები არ არსებობს. იდეა იმაში მდგომარეობს რომ ჩემი ხედვა გავავრცელო, ახალგაზრდა მწვრთნელების უკეთესი განათლებისათვის. ბევრ ახალგაზრდას სჭირდება ინფორმაცია, ვინც ახლა მოდის სპორტში. ” -აცხადებს ალეგრი.
ბუნებრივია ბიანკონერის თავკაცს სეზონის სტარტზე ჩაგდებული მატჩების გამოც მოუხდა კომენტარის გაკეთება:
“ნაკლები ნერვიულობა და მეტი ოპტიმიზმი. წინ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ გრანდიოზული სეზონი დადგეს. ჩემპიონთა ლიგა კი კვლავინდებურად რჩება ოცნებათ და იქ ზუსტად ისე გავაგრძელებთ ასპარეზობს, როგორც ეს გასულ წელს იყო. სიმართლე ითქვას, სატრანსფერო ბატალიებიდან გამომდინარე ჩვენი სეზონი იწყება ზუსტადაც, რომ კიევოდან.. საერთოდაც მძიმე და დაძაბული თვე გველოდება, რადგან სულ მალე ევროპულ სარბიელზეც მოგვიწევს სტარტის აღება.
ხარვეზები ბუნებრივია, როდესაც შენ ამდენ ახალ ფეხბურთელს იფორმებ. მათ გაშინაურება და ერთმანეთის კარგად გაცნობა უწევთ, რაც თავისთავად დროს მოითხოვს. მარკიზიოს დაბრუნებას ყველანი ველით, მაგრამ კლუბის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ მარიო ლემინა და ანდერსონ ჰერნანეშის გამოყენების უფლება მოგვცა. რეალურად ამ ეტაპზე ლაზარეთში ხედირა რჩება.
ჩემს ხელში ძლიერი კოლექტივია, მაგრამ წინასწარ გამარჯვების პროგნოზირება ურთულესია. მითუმეტეს მაშინ როდესაც კონკურენტები საკმაოდ მოძლიერდნენ. ერთი რამის თქმა ნათლად შეიძლება.. წინ უაღრესად საინტერესო და დაძაბული სეზონი გველის”.
წყარო: football italia
Madloba
Admin gexvewebi saxeli dawere ra am aplikaciis dzalian damainteresa :))
http://mrallegritactics.it/#/beta
ეს აპლიკაციაა
ეს რას ნიშნავს ეხლა, რო ხელებიც დამიბანიაო? რას ქვია არამაირი ტაქტიკური მონახსზი, აბა მწვრთნელი რა საჭიროა?
ალეგრი ლაპარაკობს ბავშვების აღზრდაზე ინდივიდებად და არა რობოტებად.
იტალია სულ ორანიზებული თამაშით აღწევდა წარმატებას ) მე მაგიტო გავხდი იტალისს გულშემატკივარი) მაგრამ მაგ ორგანიზებულ თამაშსაც კლასნი ფეხბურთელები უნდა ) ნესტა კანავარო მალდინი რო გეყოლება იქ ყველაფერი ადვილია )
მართალი ხარ ალენატორე(მგონი პირველად გეთანხმები :D ) ,არასოდეს მდგარა იტალია ყრუ დაცვაში,მაგას ქვია პრაგმატიზმი,ანუ იტან გოლს და აკონტროლებ ბურთს და თუ შანსია მეორესაც უტან,თუ არა თავს არ იკლავ მეორეც გავიტანოო,ყრუ დაცვაა ვთქვათ როგორც ჰოლანდიასთან იყო 2000 წელს,მაგრამ მაგასაც თავის მიზეზები ქონდა,იქ ძამბროტა გააგდეს პირველივე ტაიმში,იქ 2 დადებული პენალტი და ა.შ. სხვა მომენტი გამახსენე სადაც იტალია მოურინიოს ჩელსი-ინტერივით ყრუ დაცვაში იდგა,პრაგმატიზმი და კატენაჩო აქვს ხალხს არეული ერთმანეთში,საერთოდაც იტალიამ დიდი ხანია მიატოვა ეგ სტილი,ყველაზე დაცვითი ნაკრები ყავდა 1994 წელს,სხვა მე არ მახსენდება…
არ არის ეგ მართალი არც იტალიის ნაკრები და არც იტალიური კლუბები არ იდგნენ ყრუ დაცვაში თავის საუკეთესო წლებში! რომელი იდგა 10 კაცით დაცვაში ლიპის იუვე? ანჩელოტის მილანი? თუ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი იტალია? ან რაღა შორს მივდივარ ფინალში იუვე ბარსასთან დაცვაში იდგაა? მე ის მირჩევნია რო 90 წუთი არაფერი დაუთმო მსოფლიოს ნომერ პირველ შემტევ გუნდს შეუტიო და თუნდაც 3-1 წააგო ვიდრე ავტობუსი ჩააყენო მაურინიოსავით და პენლებამდე მიხვიდე)
კატენაჩო მოკლა მერე მოიფიქრე რამე სხვა შმატენაჩო ან რამე, რისთვის გდია ალეგრი და მისნაირები იქ?
საერთოდ ჩაკეტილი თამაში მოკვდა აღარ ვეღარ აღწევენ ჩაკეტილი თამაშით წარმატებას და მაგაზე ისაუბრა მოკვდა ის დრო იტალიელები 10 კაცით რო იდგნენ ხოლმე დაცვაში დ1:0 ის მერე ახლა ყველა იტანს სხვა დრო მოვიდა დაცვითი ფეხბურთი მეორე პლანზე გადაწია და დროს უნდა აუწყო ფეხი ან გადაყვე კატენაჩოს დროს
ესპანურ სტლს როდესმე იტალია ესპანელებზე უკეთესად ითამაშებს? თავმოყვარეობის ამბავია ელემენტარულად იტალია რო ესპანეთს ბაძავს
სწორი თქვა ესპანურმა სტილმა მოკლა კატენაჩო კატენაჩოს მიმდევრები დიდ წარმატებებს ვეღარ აღწევენ და იუვეც უნდა აყვეს ამ ახალ დროს დღეს ინდივიდუალისტები წყვეტენ ყველა დიდ ფორუმს რა თქმა უნდა ტაქტიკური მოდელიც მნიშვნელოვანიამ არა როცა გყავს კარგი ინდივიდუალისტი მას სრული მანევრირების უფლება უნდა მისცე მოედანზე
არმახსოვს რომელი ნაკრები იკო მსოფლიოზე რომ ტკვა კონტეს ტაქტიკიტ ვტამაშობო 5-3-2 სხვატაშორის კარგადაც იტამაშეს და მგონი იტალიაც დაამარცხეს. ამტაქტიკიტ კონტე და გვარდიოლა კარგად ტამასობს. ალეგრის ეს არ გამოდის. ამტაქტიკასტან ერტად სხვა უნდა გქონდეს რომ გადაცკობა შეგედზლოს. ტორე ეგტაქტიკა კიდე ვამბობ რომ მაგრად იკიტხებატკო უკვე მეატედ ვამბობ აქ.
ვინც ჩვენ ჩაგვტოვა, კოსტა რიკამ
tაქტიკიტ გამოირცჰეოდნენ და ეხლაც გამოირცჰევა ბაიერნიც ტამაშობს 3-52 ინაგდა როცა საცჰიროა და ტამაშის მსვლელობის დროს 2-3-ჯერ ცვლის ტაქქტიკას გვარდიოლა. მარტო მანდზუკიცჰიკიარა არც ლიხტა არც ევრა არარიან ინდივიდუალისტები. მაგარი და დზლიერია კიელინი მევასება ტავის ჯილკიტ მაგრამ ინდივიდუალისტი ცხვარამეაააა. ერტი ერტზე არტმევაში ბადაკი არ კავს. ბვრი გუნდები ცვლიან ტამაშის დროს ტაქტიკას. ატლეტიოს საერტოდ არკავს. დორტმუნდს ერტი როისი.ეხლა რომ იდზახის შემსრულებელიო უნდა მოეკვანა დრაქსლერი მაშინ ეგ დიბალე მორატა პოგბა ერტად შეასრულებდნენ და ეს 5-3 2 აგარ იქნებოდა. ეს ამ ტაქტიკასაც ვერ არტმევს ტავს
მაგაში ალეგრი ბრაზილიელებს და არგენტინელებს ვერასდროს ვერ აჯობებ, იმათ სისხლში აქვთ ინდივიდუალიზმი და ლამაზი თამაშის მანერა. შენ კონტესთან ჯიბრში ათასი სისულელე წამოგცდება ვატყობ მე, კონტე არი ნამდვილი იტალიური ფეხბურთის მიმდევარი, სხვისი კარგის მიბაძვას შენი გზის გაგრძელება და მისი უფრო გაღრმავება ჯობია. იტალია რაც იყო ადრე ის იქნება სულ, თუ გზიდან გადაუხვევენ ვერასდროს ვერ ექნებათ პირველობის პრეტენზია
))) ოცნება )) აი ამას ვერ ვიტანდი კონტეში ) როცა გამოდიოდა და ლიგა ოცნებაოო ამბობდა ) იგივეს ლაპარაკობს ალეგრი ) ოცნება კი არა მიზანი უნდა გახდეს ) ოცნებით არაფერი გამოვა:D:D )) ოცნება ანუ რას ნიშნავს ოცნება ? ) უკვე ფეხბურთელებიც იგივე სიტყვას ხმარობენ ) თუ გამოვარდი ესეიგი არაფერი ეს ხო ისედაც ოცნება იყო ) ოცნება კიდე უმეტეს შემთხვევაში არ აგიხდება ) ოცნებას მიზანი ჯობია მიზანდასახულობა ანუ ) :D )) თუმცა სატრასფერო პილიტიკიდან გამომდინარე ) ზუსტად ოცნებას გავს ჩემპიონტა ლიგა ამ იუვესთვის ) მაგრამ მწვრთვნელმა ყველგან არ უნდა ილაპარაკოს ამაზე ) სულ ამ ოცნებას გაიძახოდა კონტე ესეც იგივეს აგრძელებს ) არც… Read more »
ხო ტაქტიკით გამოირჩეოდნენ მაშინ როცა რესურსი იყო და აუღეს მაგ ტაქტიკებსაც ალღო ყველამ. ტაქტიკური ნიუანსები არავისთვის არის სიურპრიზი და ახალი … მთავარია განვითარდნენ :დ
რა შუაშია მაჯუკიჩი და სხვა.. ინდვიდუალუსტი 11-ივე ხომ არ უნდა გყავდეს გუნდში ? )) იტალიურ ფეხბურთზე გამოხატა ის რაც რეალობაა
ცუდად იბაზრა
რომ იდზახის ინდივიდუალისტებიო. არც მანდზუკიცჰი და არც ხედირაა არარიან ინდივიდუალისტები. ეს ვერარი კარგად ტუ ინდივიდუალისტები უნდა პადოინს რა უნდა სასტავში, ამას მემგონი ფორმა 27 არააქ. ჯამრტელობის ფორმა. რაც ტავი მახსოვს იტალიის გუნდები და ნაკრები ტაქტიკიტ გამოირცჰევიან მსოფლიოში ამიტოა რტული და საინტერესო სერია ა. ადრე სერია ას მოგება ლიგის მოგებაზე მეტად ფასობდა. და ეს რას ბჯუტურობს
მერე რას ამოიჩემე ეს 3-5-2 ტაქტიკა ტო :| დაკვირვებული ვარ რამდენჯერაც იუვე ამ ტაქტიკით თამაშობს ჭადრაკს უფრო გავს ვიდრე ფეხბურთს! ბურთი წინ უკან წინ უკა მარჯვნივ მარცხნივ სუფთა ხლაფორთი ტაქტიკაა ხანდახან ფეხბურთელებსაც ფანტაზია აღარ ყოფნით როგორ შექმნან შეტევა.უდინეზსთანაც და რომასთანაც იუვე აფუჭებდა ყველანაირად თამაშს.3-5-2 არის ანტიფეხბურთი.ესეც კაი აფერისტია თუმდაც იმიტო რო მოიმიზეზებს ხოლმე ფეხბურთელები გვაკლია და იმიტო ვთამაშობთ ამ ტაქტიკითო მაგრამ ხანდახან რო არ აკლია და მაინც
მანქანა რო ტალახში გაიჭედება და ვერც წინ მიდის ვერც უკან აი ეგაა.ყოველთვის ამახვილებდნენ ყურადღებას ტაქტიკაზე იტალიელები მარა ამას უკვე ანტიფეხბურთი ქვია.
1-0-ზე რო ათამაშა გუშინ კონტემ თითქმის მთელი მეორე ტაიმი აი მაგას სანამ არ მოეშვებიან იტალიური გუნდები მანამდე რთულად იქნება საქმე. იცი რაა გასაგებია რო დღეს არღარ ყავს იტალიას ვარსკვლავებით გადაჭედილი ნაკრები, მაგრამ ბულგარეთზე მაღალი დონის ფეხბურთელები მაინც ყავს და არ შეიძლება საკუთარ მოედანზე მითუმეტეს ეგეთი ანტიფეხბურთი ათამაშო გუნდს! ეხლა იტყვიან ზოგ-ზოგიერთები რო იტალია სულ დაცვიდან თამაშობდაო და არ თამაშობდა სულ დაცვიდან! კი ახასიაბდე ადრეც მსგავსი რამეები თავს რო არ იკლავდნენ, მარა 2006 წლის ჩემპიონატზე ვინც იტყვის რო დაცვითი ფეხბურთით გახდა გუნდი მსოფლიო ჩემპიონიო ის რეალობიდან შორს არის. რაც გერმანიას ეთამაშნენ ნახევარფინალში ეგ შეილება სუპერ შემტევ ბრაზილიას არ ექნა მაშინ.
ხო მაგრამ ტაქტიკაზე ორიენტირებული ყოველთვის იყო იტალია. სხვათაშორის რაზეც ამ საიტზე იყო დისკუსიები იმ თემას შეეხო ზუსტად :))))