ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Corsport:”ალეგრი 4-3-1-2-ზე გეგმავს დაბრუნებას”

სანაკრებო პაუზა დასრულდა და ფეხბურთელები თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ. ვინოვოზე განსაკუთრებით დიდი მობილიზება შეიმჩნევა მას შემდეგ რაც გუნდმა ორ საწყის ტურში იწვნია მარცხი და 87 წლის წინანდელი ნეგატიური შედეგი გაიმეორა. Corsport-ის მტკიცებით ალეგრი ამ ხნის მანძილზე და მიმდინარე კვირის განმავლობაში აქტიურად იმუშავებს 4-3-1-2 ტაქტიკურ მოდულზე. შეტევაში დიბალა-მორატას წყვილს უნდა ველოდოთ, რომელიც მუხლჩაუხრელად შრომობდა მთელი ამ პერიოდის მანძილზე. იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით მაქსი ამ შეხვედრაში მაქსიმალურად მეტ ახალწვეულს გამოიყენებს. მარცხენა ფლანგზე ალექს სანდროს უნდა ველოდოთ, რომელიც დისკვალიფიცირებულ ევრას შეცვლის, ხოლო ტრეკუარტისტას პოზიციაზე ანდერსო ჰერნანეშს. წინ ბიანკონერის კიევოს შემდეგ მძიმე მატჩები ელის.. ნეაპოლი, ფროსინონე, გენუა, სევილია.. ამიტომ ვერონელებთან გამარჯვებას ოქროს ფასი აქვს.

წყარო: Corsport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
9 years ago

ე ბიჭო გადადი გადმოდი, შეცვალე ტაქტიკა და რაც გინდა ქენი, თორე 2 ტურში 0 ქულა არ გვეკადრება, არც მასე დაქცეულები არ ვართ… საბოლოო ჯამში მარკიზიო და ხედირა რომ დაბრუნდება, დალაგდება ალბათ გუნდის ცენტრი…
არ მევასება რა ეს სანაკრებო პაუზები :blin:

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to 

აბა ჯერ ხო ისედაც ურევს ეს სანაკრებო პაუზები მითუმეტეს ახალი დაწყებული როა ჩემპიონატი და შორს რო ხარ კარგი ფორმიდან როგორც იუვეა :blin:

ALLENATORE
9 years ago

მანჯუკიჩი აშკარად ვერ არისს ხოდზე ) :D ) ისეთი ბურთები ვერ გაიტანა აზერბაიჯანთან ) ნორვეგიასთან არ მინახავს რა ქნა ) ამ ეტაპზე მორატა დიბალა კარგი იქნება ) მაგ მორატამაც წელს თუ კაი სეზონი ჩაატარაა ზაფხულში მადრიდში გაფრინდება :D:D: ))

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x