ანგელიჩი:”იუვე, დიდი მადლობა!”
ბოკა ხუნიორსის პრეზიდენტი დანიელ ანგელიჩი მადლიერია იუვეს და მისი ხელმძღვანელობის, რადგან მათ საშუალება მისცეს კარლიტოს ტევეს შინ დაბრუნებულიყო:“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ტურინელებს. მსურს გამოვარჩიო ანდრეა ანიელი და ჯუზეპე მაროტა, რომელთაც მცირე ყოყმანიც არ ჰქონიათ ამ გადაწყვეტილებაზე. მათ გამოიჩინეს დიდსულოვნება და გაიზიარეს ფეხბურთელის სურვილი შინ დაბრუნებასთან დაკავშირებით. თითოეული ჩვენთაგანი ძალიან ბედნიერია ამ გადაწყვეტილებით, რადგან ტევესის ხილვა სახლში, მშობლიურ არენაზე გულშემატკივრის ახდენილი ოცნებაა. თავის მხრივ ბიანკონერიმ გუიდო ვადალა შეიძინა, რომელიც ნიჭიერია თუმცა მოუწევს მუხლჩაუხრელად შრომა”.
წყარო: football-italia
თუ გინდათ დეპუტატად წარადგინონ ტყიბულის
დიდი დრო დასჭირდება იუვეს ახალგაზრდებით… სიტი სილვას უშვებდა თურმე დე ბრიუნეს ყიდვის მერე 
შეიძლება გეწყინოთ)),მაგრამ ქველმოქმედი ანიელი უეფას აღმასკომში შეიყვანეს რუმენიგესთან ერთად. ორივე კანდიდატურა ევროპის კლუბების ასოციაციამ წარადგინა…
და რა მაგით ? ) სადაც უნდათ იქ შეიყვანონ ) :D ) ეგ რათქმაუნდა პლატინის დამსახურებაა ) რომელიც ანიელისთან მეგობრობს ) ეგრე პარლამენტშიც შედიან ჭ კლასის განათლების ხალხი ))
პლატინი რა შუაშია?)) კლუბებმა წარადგინეს,რადგან აფასებენ მაგ ხალხს. ჩვენ რა ხეირი? არც არაფერი… ჭ კლასის პარლამენტარები იმიტომ გვყავს,რომ კარგად ვიცით ადამიანის შეფასება))
ქველმოქმედებაში მაინც ვართ პირველები

ქველმოქმედია აბა რა არისს ) ტორინოც მადლიერიაა ოგბონაში კაი თანხა მისცეს ) თანაქალაქელები არიან :D ) ანიელი კეთილ საქმეს აკეთებს ) ლიორენტეში სულ მკვდარი 5 მილიონს მაინც აიღებდა ) ეს ტევესიც რას აფორმებდა 3 წლიან კონტრაკტს ) იუვეში ფორმა დაიბრუნა და მოხია )
ქველმოქმედები
სევილიას მადლობას მეც ველოდები 
ველოდები სასუოლოს პრეზიდენტის მადლობას, 19 მილიონიან დახმარებასთან დაკავშირებით ძაძას თაობაზე და სევილიის ხელმძღვანელობის მადლობას ლორენტესთან დაკავშირებით
ქველმოქმედი მაროტა ანიელი