ლიხტშტაინერი:”განსაკუთრებული და ნერვოზული კვირა”
სტეფან ლიხტშტაინერმა იმ ემოციებზე ისაუბრა, რომელიც ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ჰქონდა:“უსაზღვროდ დაძაბული და ნერვოზული კვირა გამოდგა. უშუალოდ ფინალის დღე კი მშვიდად და სწრაფად გაფრინდა. ამის გამო რაღაც ეტაპზე მოხარულიც კი დავრჩი, რადგან ყველას არ ძალუძს იმ ემოციებთან გამკლავება რაც ამ დროს ტრიალებს გარშემო. კონცენტრირებული ხარ იმ ფაქტზე, რომ ორიოდე საათში კარიერის მატჩი გელის წინ, სადაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ მოგიწევს ასპარეზობა. მარცხმა ბუნებრივია დიდი იმედგაცრუება გამოიწვია ყოველ ჩვენთაგანში. თუმცა, გასული წელი საოცარი და მართლაც ფანტასტიური გამოდგა. პერსონალურად ჩემთვისაც ეს სეზონი აქტივში შესატანი გამოდგა, რადგან ჩემპიონთა ლიგის 13-ივე მატჩში მივიღე მონაწილეობა”.
წყარო: Tuttosport
კიევოს უნდა გადავუაროთ აბა შტეფან შენ იცი მოვსვათ ვირები თ ავის ადგილზე მფრინავი ვირი მე ჯერ არ მინახავს და
