ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი:”იუვეს ჩამოწერა დიდი შეცდომაა”

ერთ-ერთი ადამიანი რომლის აზრის მოსმენა ყოველთვის სასიამოვნოა ბუნებრივია არის მარჩელო ლიპი. იტალიელმა მაესტრომ საკუთარი მოსაზრებები გაანდო ჟურნალისტებს იტალიური კლუბების შესახებ. მისი თქმით იუვეს ჩამოწერა არის ყველაზე დიდი შეცდომა რაც შეიძლება ადამიანმა დაუშვას..

“თავდაპირველად მილანურ დერბიზე.. ვფიქრობ, ის თანხები რაც მათ დახარჯეს შედეგს სეზონის მეორე ნახევარში გამოიღებს, ხოლო ეხლა ეს მატჩი თითქოს ნაადრევია. მეორეს მხრივ თუ ერთ-ერთი დამარცხდება შესაძლოა სწორი ანალიზი გამოიტანონ სამომავლო მიზნებისთვის. ინტერი ნამდვილად მესიმპატიურება და მათი სამუშაო დასაფასებელია. პერეშიჩის სახით რეალურად მოძლიერდნენ.. იკარდი ნიჭიერი ფორვარდია, ხოლო კონდოგბია ცენტრის გარანტი. იოვეტიჩი? გამორჩეული ტალანტი, რომელმაც სიტიში ვერ წარმოაჩინა თავი. ეს კი ნათელი მაგალითია იმის თუ რა დონეზე არიან ერთმანეთთან დაშორებულნი პრემიერ ლიგა და კალჩო.

მილანი? მიჰაელოვიჩის სახით მიიღეს ყველაზე დიდი შევსება. სერიოზული და ამავე დროს უსაზღვროდ მომთხოვნი სპეციალისტი მაქსიმალურად ეცდება საწადელის მიღწევას. ჩემი ფეხბურთელებისადმი რჩევა იქნება ყური დაუგდონ, ეს ისევ მათ თუ გამოადგებათ. შემადგენლობის მხრივ კი წუნს ვერაფერში უპოვნი.. მეკარე დიეგო ლოპესის სახით კარგი ჰყავთ, ხოლო დაცვაში რომანიოლის სტაბილურობის შემთხვევაში თავისუფლად შეუძლია წარსულის ფეხბურთელებთან მისვლა. ცენტრში კი გამოცდილ დე იონგს, ნიჭიერი ბონავეტურა უმაგრებს ზურგს.. კარგი იქნებოდა მიჰას მონტოლივოს საუკეთესო თვისებები გამოეყენებინა. თავდასხმაშიც ნორმალურად გამოიყურებიან ბაკას და ლუის ადრიანოს დახმარებით, თუმცა ბალოტელის დაბრუნება ძირძველ დონეზე ყოველ ჩვენთაგანს სურს რიგი მიზეზების გამო.

ნაპოლი? სარი თავის საქმეს კარგად უძღვება. არც მე გამიმართლა ნეაპოლში პირველ-ორ მატჩში. მაშინ სან პაულოზე სულ 25 000 ქომაგი დადიოდა, მაგრამ საწყისი მარცხის შემდეგ უკვე მეხუთე დაპირისპირების დროს არენაზე 75 000 ტიფოზი მოვიდა. უკვე ამის შემდეგ იყო უეფას თასი და სხვა მნიშვნელოვანი მიღწევები.

ლაციო? ფსონი გაკეთდა იტალიის სუპერ თასსზე და ლიგის პლეი-ოფზე.. სამწუხაროდ ორივეგან დამარცხდნენ. თუმცა პიოლი მესიმპატიურება და ვფიქრობ იპოვის გამოსავალს. მეორეს მხრივ არასასიამოვნო სიტუაციაა ბილიასთან დაკავშირებით, რომელმაც შესაძლოა ჰარმონიაზე ნეგატიურად იმოქმედოს.

ფიორენტინა? სოუზა ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან მახსოვს როდესაც იუვეში ვწვრთნიდი. მაშინ იგი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო შუახაზელი იყო. კარგი სტილი აქვს არჩეული და თან მონტელას სამ წლიანი პროექტის გადაბარება ურიგო არ არის. პერსონალურად ვგულშემატკივროვ როსის და იმედი ვიქონიოთ მასთან ერთად იები დიდ წარმატებას მიაღწევენ.

კიდევ ვის ვხედავ საინტერესოდ? ტორინოს.. მათ კარგი გეგმა დაისახეს და ზურგს უმაგრებთ უამრავი ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელი. მათი პროექტი სრულიად აპენინურ ფეხბურთს შეუწყობს ხელს და ისედაც ტორინოს თამაშის ყურება დიდი სიამოვნებაა.

იუვენტუსი? მათ ვისაც ჰგონიათ, რომ იუვენტუსი განწირულია და იგი უკვე აღარ იბრძოლებს ჩემპიონებისთვის დიდ შეცდომას უშვებენ. მათი საწყისი მატჩების ყურება დროის უქმად კარგვაა. როდესაც შენ შემადგენლობაში არ არიან მარკიზიო, ხედირა და მორატა ეს შესაბამის შედეგს მოგიტანს. დიახ, გუნდი ლიდერებმა დატოვეს, მაგრამ გაცილებით დიდი ფიგურები ეხლაც იქ არიან ბუფონის, ბარძალის და მარკიზიოს სახით. ჰერნანეშს შეუძლია წარმატების მოტანა, ხოლო დიბალა უნიჭიერესი ფიგურაა. ველი ასევე ასამოას დაბრუნებას. ბევრი დადებითი მაქვს მოსმენილი ალექს სანდროს შესახებაც. ერთი სიტყვით მათ ისეთი კოლექტივი ჰყავთ ეხლა, რომ თავისუფლად იბრძოლებენ ზედიზედ მეხუთე სკუდეტოსთვის.

რომა? მათი სამუშაოც ნაყოფიერი იყო. კარგი და ხარისხიანი შენაძენები. გამოსარჩევია ედინ ჯეკო, რომელიც მიმდინარე სეზონში არაერთხელ მოუტანს რომას ქულებს. უბრალოდ კარგი იქნებოდა ტოტის და მწვრთნელს საერთო ენა გამოენახათ, თუმცა მეორეს მხრივ რომ შევხედოთ ფრანჩესკო ვერ იასპარეზებს მუდმივად.. მას ეს კარგად ესმის.. რთულია მის ასაკში გადაბულად 4-5 მატჩში ასპარეზობა.

რომას და იუვეს მაინც და მაინც არ გაუმართლად ლიგის წილისყრაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ”.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi nefaridz
9 years ago

Tevesi tu ar iyo gundis lideri aba vin iyo :lool: :lool: kargad chans golis gatana ki ara karshi ver urtyaven

Di Francesco # 1
9 years ago

Kielini ro AR axsena AR momewona, kielini ro miushva bufonze gijia. Rosie personalirad vqomagobo ro tqva amisgan mainc daijeret ro shesazlebelia fexburtelis an fexburtelebis personaluri qomagoba. Torino ro gamoyo rogorc italielebze orientirebuli klubi esec kaia

vakhtang karchava
9 years ago

ეტყობა თარგმნაში გამორჩა,თორემ კიელინიც ახსენა და ბონუჩიც.

vaxo turqadze
9 years ago

ლიპი ვის ასწავლი შენ ვინ არიან(იყვნენ) კლუბისთვის უფრო დიდი ფიგურები?რასაა რო ამბობ,ვიდალი და ტევესი უფრო დიდი ფიგურები არ იყვნენ?რაის მარკიზიო,ბუფონი,კიელო,ბონუ თუ ძმა ხარ,შემოდი ამ საიტზე და მიხვდები ვინ არიან ან იყვნენ ლიდერები :blin: :blin: :blin:

giorgi nefaridz
9 years ago

Kvadrito :forza:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x