ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიხტშტაინერი:”სტერლინგს მაქსიმალური ყურადღება უნდა დავუთმოთ”

სტეფან ლიხტშტაინერის თქმით სიტისთან მატჩის დროს მათ დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ სტერლინგის ასპარეზობას. ბიანკონერი მანჩესტერ სიტისთან დაიწყებს მიმდინარე სეზონში ევროპულ თავგადასავალს და როგორც ჩანს შვეიცარიელი სწორედ ზემოთხსენებულ ფეხბურთელს უფრთხის მათი რიგებიდან:“ის იმდენად სწრაფი მოთამაშეა, რომ თავისუფალი ზონის მინიმუმსაც კი ეფექტურად გამოიყენებს. გამოსავალი? რაც შეიძლება მჭიდრო მეურვება. საერთოდ ლიგაზე ასპარეზობა ადვილი არავისთვის არის და ამაში თავადაც არაერთხელ დავრწმუნებულვარ. შეიძლება კარგი სეზონი ჩაატარო და გუნდიც ძლიერი გყავდეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება მაინც ვერ მოახერხო. გავიმეორებთ თუ არა ტრიუმფს? უნდა ვეცადოთ, რადგან იუვენტუსი ვართ და სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელია ჩვენი არსებობა. ჩემპიონატის სტარტი? ჩავარდნები ყველას აქვს, მაგრამ უდინეზესთან შეხვედრაში 6-7 მომენტი გვქონდა და სამწუხაროდ 90 წუთში ერთადერთი ხიფათი, რომელიც ბუფონის კართან შეიქმნა ალოგიკური გოლით დასრულდა”.

წყარო: football-italia

1 thought on “ლიხტშტაინერი:”სტერლინგს მაქსიმალური ყურადღება უნდა დავუთმოთ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.