ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტრეზეგე:”ბუფონი საუკეთესოა, ხოლო დიბალა იუვეს მომავალია”

დავიდ ტრეზეგეს მოსაზრებით მისი ექს პარტნიორი ჯანლუიჯი ბუფონი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. ელემენტარულად სტატისტიკას რომ გადავხედოთ იტალიის და იუვეს პირველ ნომერს საოცარ ციფრებთან აქვს შეხება. პარმასა და იუვეში დაგროვებული მატჩების რაოდენობა 700-ია, ხოლო აძურიში უკვე 150-ე მატჩში გამართა ბულგარეთის წინააღმდეგ. კარიერის მანძილზე 6-ჯერ იზეიმა სკუდეტო, 2-ჯერ იტალიის თასი, ერთხელ უეფას თასი და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონობა..

“ორი აზრი არაა, რომ ჯიჯი საუკეთესოა! უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ბუფონი სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობს და ეს კი ადვილი არავისთვის არის. ჯერ კიდევ პარმიდან მოყოლებული თამაშობდა მატჩში გამადაწყვეტ როლს და ამას დღევანდელ დღემდე პროფესიონალურად ასრულებს. ნამდვილად იმყოფება ოქროს ბურთისკენ მიმავალ გზაზე და საფეხბურთო სამყარო დაუფასებს მას ამ საოცარ შედეგს.

ობიექტურად ვთქვათ, რომ იუვეს ჯერჯერობით არ მისცემია დიდი დრო რეაბილიტირებისთვის. გუნდი სამმა საკვანძო ფიგურამ დატოვა და შესაბამისად აუცილებელია გარკვეული ხანი სამუშაოს გასატარებლად. დარწმუნებული ვარ უკვე კიევოსთან შეხვედრაში სულ სხვა გუნდს იხილავთ, რადგან მათ რიგებში ნამდვილი ჩემპიონები ასპარეზობენ. მათ სურთ ყველას დაუმტკიცონ, რომ იმსახურებენ შავ-თეთრ მაისურს.

დიბალა? ჩვენს წინაშე არის უდიდესი ნიჭის პატრონი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც წინ დიდი მომავალი აქვს. მან უკვე დაამტკიცა ეს პალერმოში ეხლა კი დადგა დრო მაღალ საფეხურზე თქვას გადამწყვეტი სიტყვა. მართალია თავის დროზე მის პოზიციაზე არ მითამაშია, თუმცა გარკვეულ ასპექტებში ჩემს თავს მაგონებს, როდესაც იუვეში მივედი. მოტივირებული და ამბიციური ჩავფრინდი ტურინში.. მსურდა ყველასთვის მეჩვენებინა რაც შემეძლო და საბედნიეროდ მწვრთნელმაც მომცა განვითარების საშუალება. დიბალა იუვენტუსის მომავალია”.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gio grdzeloo
9 years ago

დიბალას ჯუზეპე როსის და შევჩენკოს ვამსგავესებ ოღონდ დიბალას უფრო მეტი დადებითი თვისებები აქვს მოედნის ხედვასთან ერთთად შეტევის გოლად დასრულებაც მაგრა შეუძლია. ტიპი წამის მეასედებში იღებს გადაწყვეტილებას შეიძლება იმდენი ვერ გააქვს მაგრამ ეგ ამ ეტაპზე არც არის საჭირო თუ თავის თვისებეს განავითარებს ვერ ვიტყვი რომ მესი დადგება მაგრამ გუნდს რომ სხვა საფეხურზე აიყვანს ეგ ვიცი ტუ ბრუციანმა და ანიელიმ არ მიაყიდეს იუვენტინო ვიდალივით))

jjj jjj
9 years ago

არა ტრეზე ცდები!!! ძაძაა იუვეს მომავალი…

FeNoMeNo-9
9 years ago

trezegool she bebero mkvleloo. tamashis ganmavlobashi sul ori wuti qonda burttan shexeba, magram bareuls sjida tavisi brwyinvale sagole alghoti da sashemsruleblo ostatobit. tipiuri deviatka…eeh rogor gvaklia sheni klasi daviid! namdvili juventino da ghirseuli pirovneba iyo yoveltvis!

giorgi nefaridz
9 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x