ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლემინა:”იუვეს მხრიდან დაინტერესების შესახებ ტელევიზიით შევიტყვე”

მარიო ლემინა – ტურინელთა ახალწვეული, რომელსაც სურს იმავე გზის გავლა რაც თავის დროზე პოლ პოგბამ გაიარა:“სიმართლე გითხრათ იუვეს ჩემდამი დაინტერესების შესახებ თავდაპირველად ტელევიზიიდან შევიტყე. უკვე ამის შემდეგ აგენტიც დამეკონტაქტა. ყველაფერი ისე სწრაფად მიმდინარეობდა, რომ დაჯერებაც კი მიჭირდა. საბედნიეროდ დღეს იუვეს რიგებში ვარ, რაც ახდენილ ოცნებას ჰგავს. მარსელში კარგი პერიოდის გარდა მძიმე დროებაც გამივლია. გუნდს ფინანსური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით წამყვანი მოთამაშეების გაყიდვა მოუხდა, რამაც ბიელსას წასვლა გამოიწვია. ვფიქრობ, სწორედ ეს იყო ყველაზე მძიმე ეპიზოდი. თუმცა, ეს უკვე წარსულია და დღეს ტურინში ასპარეზობაზე ვარ კონცენტრირებული. კარგად მესმის თუ რაოდენ ბევრი უნდა ვიშრომო რათა შემადგენლობაში ადგილი დავიბევო. პოგბა? მიხარია ის ფაქტი, რომ ეხლა თანაგუნდელები ვართ. მასთან ერთად ახალგაზრდულ ნაკრებში მაქვს ნათამაშები. იმედი მაქვს ერთ დღეს შევძლებ იმავე წარმატების განმეორებას რასაც მან უკვე მიაღწია”.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
10 years ago

მოუთმენლად ველი შაბათ-კვირას სად ჩაეკვეხება ხოლმე ეს შესარჩევები რა :(

giorgi nefaridz
10 years ago

Aba shen ici

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x