ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

სანაკრებო პაუზა დასრულდა და ხვალ სერია ა-ს რიგით მესამე ტურის მატჩები გაიმართება. ტურინის “იუვენტუსი” შინ “კიევოს” უმასპინძლებს და როგორ მასიმილიანო ალეგრი აცხადებს წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე, პირველი სამი ქულის მოპოვებასაც ეცდება..

“დილა მშვიდობის. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით სატურნირო ცხრილში 0 ქულა გვაქვს და ვეცდებით პირველი სამი მოვიპოვოთ კიევოს წინააღმდეგ. გუნდთან, რომელმაც საწყის ორ ტურში კარგი ფეხბურთი გვაჩვენა. შედეგად მძიმე და დამღლელი 90 წუთი გველის. კარგ თავდასხმასთან ერთად აუცილებელია ხარისხიანი დაცვაც, რომელიც ძალზედ გვაკლდა გასულ ტურებში”.

კიევოსთან მატჩის გარდა, ფიქრებით სიტის მატჩზეც ხომ არ ფიქრობთ?

“სხვათაშორის ხვალიდან იწყება მძიმე გრაფიკი და ყოველ მესამე დღეს მოგვიწევს თამაში. ყველაფერი კი კიევოთი დაიწყება და როგორც უკვე ვთქვი 0-ქულა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. მძიმე დაპირისპირება გველის, მაგრამ მზად ვართ ბრძოლისთვის”.

აქამდე გუნდს საკადრო პრობლემები აწუხებდა სხვადასხვა მიზეზების გამო. დღეისათვის ვითარება შეიცვალა და გუნდში ახალი სახეებიც გამოჩნდნენ..

“საწყის ტურებში მართლაც გვიჭირდა ამ მხრივ, მაგრამ ამ წამისათვის ხედირას და ასამოას გარდა ყველა ჩემს განკარგულებაშია. კვადვომ რამდენიმე ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა და ვარჯიშებზეც მაქსიმუმს იღებს, თუმცა ჯერჯერობით ბოლომდე მზად მაინც არ არის. რაც შეეხებ ახალწვეულებს მათი მომზადებით კმაყოფილი ვარ. ჩვენ ერთად უკვე ორი კვირაა რაც ვართ და ინტენსიურ რითმში ვმუშაობდით”.

მარკიზიო და მორატა მზად არიან 180 წუთისთვის? ვიხილავთ მათ ხვალ და სიტისთან მატჩებში?

“მარკიზიო ვერონელებთან საწყის წუთებშივე გამოჩნდება, მაშინ როდესაც ალვაროს მდგომარეობა ჯერ კიდევ შეფასების ქვეშ არის. საერთოდაც უმჯობესია თუ სიტისთან დაპირისპირებაზე ნაკლებს ვიფიქრებთ, რადგან ჯერ სერია ა გვაქვს კარზე მომდგარი”.

მზად არის თუ არა ჰერნანეში მოედანზე გამოსასვლელად და გამოიყენებთ თუ არა მას ტრეკუარტისტას პოზიციაზე?

“ჩვენ ვსაუბრობთ უდაოდ კვალიფიციურ ფეხბურთელზე. მას კარიერა დაიწყო როგორც მცველების წინ მოთამაშე ფეხბურთელმა, შემდეგ უფრო წინ წაწეულმა და კარიერის ამ ეტაპზე ტრეკუარტისტაზეც მშვენივრად წარმოაჩინა თავი. მან იასპარეზა ინტერის მაისურით უკანასკნელ ხანებში და ჩემი გადმოსახედიდან რომ ვიმსჯელოთ მზად არის მინდორზე გამოსასვლელად”.

პირველმა ორმა მატჩმა რაიმე გასწავლათ?

“პირველი ორი მატჩი ერთამენთისგან განსხვავებული იყო თამაშის ხარისხით, თუმცა შედეგი ბუნებრივია ამით არ შეიცვალა. ასეთი რამ იშვიათად რომ იუვეს დაემართოს, მაგრამ არ უნდა დავკარგოთ რეალობის შეგრძნება. საბედნიეროდ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ეხლა ყოველ მესამე დღეს მოგვიწევს მინდორზე გასვლა და შედეგად კონცენტრირებული მხოლოდ სპორტულ მიღწევებზე ვიქნებით. მეცინება იმ ფაქტზე, როდესაც იძახიან “ფეხბურთს იგებენ მაშინ როდესაც ლამაზად ასპარეზობენ”.. იშვიათად ვინმე ცუდად ასპარეზობდეს და იმარჯვებდეს.. ბევრს საუბრობენ, რომ აწი მეტი არჩევანის საშუალება მაქვს ტაქტიკებზე.. დიახ, ეს ასეა. სატრანსფერო ბაზარმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მომცა, რომლებიც ვარირების საშუალებას იძლევიან. კონკრეტულ ეპიზოდში შესაძლოა გამოიყენო ერთი ფეხბურთელი, ხოლო შემდეგ მეორე. მთავარი არის მარტი-აპრილის პერიოდში ფორმის პიკზე ვიყოთ, რადგან თუ სამივე ფრონტზე გვსურს წარმატების მიღწევა, სწორედ ეს იქნება გამარჯვების გარანტი”.

ალექს სანდროსთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებთ? და იმ ფეხბურთელებზე ვინც ნაკრებებში ასპარეზობდნენ?

“ბარძალის მაგალითად არ უასპარეზია აძურის რიგებში და ვფიქრობ კასერესის ნაცვლად ხვალ იგი დაიკავებს ადგილს. რაც შეეხება ალექს სანდროს ბრაზილიელი ასევე სასტარტოდან დაიწყებს მატჩს. როგორც ხედავთ 4 მცველიდან 2-ის ვინაობა დაგისახელეთ, ხოლო მარკიზიო მესამეა ვინც 100-ით იქნება ძირითადში. ეს მთელი პარტიაა”.

ანუ გამოდის ხვალ ოთხი მცველით ითამაშებთ?

“დიახ, ხვალ ოთხ მცველიანი ტაქტიკით ვიასპარეზებთ”.

მორატას განცხადებით მას მოტივაციასთან პრობლემა არა აქვს და პირიქით, ახალი მოთამაშეების მოსვლით იგი მუხლჩაუხრელად განაგრძობს მუშაობას..

“ახალი სეზონი და ბევრი ახალი მოთამაშე. ადაპტირებისთვის გვესაჭიროება დრო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვებები უნდა დავივიწყოთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა უნდა გაითავისონ თუ რას ნიშნავს იუვენტუსი. ყოველ მესამე დღეს მინდორზე გასვლა და გამარჯვებისთვის ბრძოლა. მათში ამას ყოველდღიური სახე უნდა მიეცეს. ბუნებრივია იქნება აღმასვლის და დაღმასვლის ეპიზოდები, მაგრამ საბედნიეროდ ისეთ კონკურენტუნარიან კოლექტივს ვგრძნობ, რომელიც მიაღწევს დასახულ მიზანს”.

ლემინას შეუძლია მცველების წინ თამაში?

“მოუწევს ადაპტაცია იტალიურ ფეხბურთთან. მან უნდა გაითავისოს აპენინური მენტალიტეტი და თამაშის სტილი. მარსელში სხვათაშორის მცველის პოზიციაზეც უთამაშია. ჭკვიანი ბიჭია, რომელიც ბევრს შრომობს. ჩვენ მას ვიცე მარკიზიოდ მოვიაზრებთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ALLENATORE
9 years ago

0 ქულა უნდა შეიცვალოს გეთანხმები ) მაგრამ მაგის თქმას ჯობდა სამი ქულა უვიღოთ გეთქვა ) ხვალ ვნახავთ ალეგრის ტრეკვარტისტას ) :D ) ეხლა საწუწუნო არაფერია ოპტიმალური შემადგენლობაა ) ხედირას თუ არ ჩავთლით ) ხვალინდელი თამაში მაგრად მაინტერესებს ) პირველ რიგში სანდრო მინდა ვნახო რა ხილია ) პორტო ერთია იუვე კიდე მეოერეე ) :D:D ))

irakli28
9 years ago

დაცვა გვაკლდაო და ტავდასხმა ხო ფრიანვდა რასამბობ

giorgi nefaridz
9 years ago

Marjeze pogba hernandesi meotxes vis daayenebs pereiras tu padoinis sacodaobas gvayurebinebs

lasha naxucrishvili
9 years ago

დაანებე თავი პადოინს და მიეცი შანსი ისეთ ფეხბურთელებს როგორებიცაა სტურარო, ლემინა და ასე შემდეგ! :forza: ჰერნანესის წლოვანება არ მომწონს დალშე ნორმალური ფეხბურთელია.რომელ ადაპტირებაზე ლაპარაკობ მაქს? ფეხბურთელებს ახმობ სკამზე და მხოლოდ ვარჯიშებით გინდა შეიყვანო ფორმაში :-|

jek17
9 years ago

მოიგე ალეგრი თორე მოგკლავ,1000 ლარი უნდა დავდო

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x