ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალექს სანდრო:”იუვესთვის ყველაფერს გავიღებ”

ალექს სანდროს პატრის ევრა არ მიაჩნია კონკურენტად და პირიქით, აცხადებს რომ თანაგუნდელების და კონკრეტულად ფრანგი ფეხბურთელისგან ბევრი რამ უნდა ისწავლოს:“პატრისი ყოველთვის იყო ფიგურა ვისცეს ფოკუსირებას ვახდენდი. ამიტომ საუბარი თითქოს ჩვენ შორის რაიმე პაექრობა იყოს არის ჭორი. იტალიაში გადმობარგება ბუნებრივია წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა აქ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლო. ამაში თანაგუნდელები დიდ დახმარებას გამიწევენ, ისევე როგორც ევრა”..


“სეზონის სტარტზე ჩემს თვალწინ იდგა ძლიერი იუვენტუსი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა მეტოქის კარისკენ გზის პოვნას. ხელმძღვანელობამ ნაყოფიერი სამუშაო გასწია და შემადგენლობა საგრძნობლად მოაძლიერა. ტურინში იმისთვის მოვედი, რომ საკუთარი როლი შემეტანა მორიგ წარმატებაში. ინტენსიურობის და საფეხბურთო აგრესიის თვალსაზრისით მერწმუნეთ ცდას არ დავაკლებ ამ კლუბისთვის და ყველაფერს გავიღებ რაც გამაჩნია.

ფსიქოლოგიურ წნეხს საერთოდ არ განვიცდი, მიუხედავად იმისა თუ რაოდენ დიდი ფულია ჩემს სანაცვლოდ გადახდილი. ლილიან ტურამის შემდეგ ასეთი თანხა მცველში არასოდეს გადაუხდიათ? ფრანგი ნამდვილი ჩემპიონი იყო, მაგრამ როგორც უკვე გითხარით არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობ ამ ფაქტის გამო. უბრალოდ მსურს საკუთარი საქმე საუკეთესო კუთხით გავაკეთო. 12 სექტემბერს, კიევოს წინააღმდეგ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დავიწყებ. საინტერესო დამთხვევაა.. 12 ნომერი და 12 რიცხვი. სხვათაშორის არჩევანი ჰალკის გამოც გავაკეთე, რომელიც ჩემი კარგი მეგობარია. იმედი ვიქონიოთ ეს იღბლიანი დამთხვევა იქნება”.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka tsagareishvili
9 years ago

:juvee:

LB19
9 years ago

Mere hulkic wamoiyvane :chuvak:

giorgi nefaridz
9 years ago

Tavis droze halki rom gveyida kargi iqneboda

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x