ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა:”ჯერ კიდევ ბევრ ასპექტში მომიწევს მომატება”

პაულო დიბალამ ტურინში მოსვლის წამიდან დაიპყრო უამრავი ტიფოზის გული. მის ნიჭიერობაში ეჭვი არავის ეპარება, ხოლო თავად ფეხბურთელს მიაჩნია, რომ წინ დიდი სამუშაი ელის:“რთულია რომელიმე მახასიათებლის გამორჩევა. უპრიანი იქნება თუ ამას მწვრთნელს და თანაგუნდელებს ჰკითხავთ, რომლებიც ყოველდღე მიყურებენ. ფაქტია, რომ ბურთის კონტროლის, მარჯვენა ფეხის და ფიზიკური კონდიციების მხრივ ბევრი მაქვს სამუშაო. ამაში კი თითოეულს შეუძლია ჩემი დახმარება.. როგორც მწვრთნელს, ასევე თანაგუნდელებს და სამწვრთნელო შტაბს. განსხვავება იუვესა და პალერმოს შორის კატასტროფულად დიდია. სიცილიაში ეხლა სულ სხვა გეგმები გვექნებოდა, მაშინ როცა ტურინში ერთადერთი რაც ფასულია არის გამარჯვება. მუდამ ამაზე ვფიქრობთ და სხვაზე ვერაფერზე. მაშინ როცა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება კარს მოგვდგომია საჭიროა სათანადო დონეზე გამოვიყურებოდეთ, რადგან შარშანდელი შედეგი გავიმეოროთ. როგორც უკვე გითხარით, აქ მხოლოდ გამარჯვებას აფასებენ და მოედანზე გასვლისას მუდამ წინ ვიხედებით. განსხვავებულ მენტალიტეტზე, მეთოდიკაზე გელაპარაკებით და ამიტომაც მომიწევს მასთან ადაპტირება”.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x