ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კარლოსი:”ალექს სანდრო დიდებული ფეხბურთელია”

კიევოსთან შეხვედრაში ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ მარცხენა ფლანგზე ალექს სანდრო იასპარეზებს. სწორედ ვერონელებთან შედგება მისი დებიუტი შავ-თეთრი მაისურით. სხვათაშორის მრავალი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ პორტოს ექს მოთამაშეს ბევრი საერთო აქვს რობერტო კარლოსთან. ეს თავად ლეგენდარულმა ფიგურამაც დაადასტურა:“მინდა დაგარწმუნოთ, რომ დიდი მოთამაშე შეიძინეთ და ამას ძალიან მალე თავადაც იხილავთ. ტექნიკური, სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი მცველი. სიმართლე გითხრათ მასში საკუთარ თავს ვხედავ. უფრო შორსაც წავალ და გეტყვით, რომ ჩემგან განსხვავებით სანდრო მეტად ზუსტია, რაც თავდასხმაში ასპარეზობისას დიდ დახმარებას გაუწევს ფორვარდებს. მისი ზუსტი მანევრირებები და გადაცემები მანჯუკიჩისთვის ან მორატასთვის იოლი დასაგვირგვინებელი გახდება..”

“რატომ არ ასპარეზობს სელესაოში? შეხედეთ ჩვენს ფეხბურთელებს და ნახავთ თუ ვისთან უწევს მას კონკურენცია. მარსელო, ფელიპე ლუისი.. მაგრამ დარწმუნებული ვარ იუვენტუსი დაეხმარება პროგრესირებაში, რომელიც საბოლოოდ მაინც გაუღებს დუნგასთან მიმავალ კარს. სხვათაშორის, ბრაზილიაში ინტერთან, მილანთან, რეალთან და ბარსასთან ერთად იუვენტუსი ყველაზე პოპულარულ კლუბად ითვლება. შედეგად თუ წარმოაჩენ თავს მაშინ არავინ დაგივიწყებს”.

წყარო: tuttosport

5 thoughts on “კარლოსი:”ალექს სანდრო დიდებული ფეხბურთელია”

  1. რაც იუვემ აბრუნა ფეხბურთელები ნაკრებებში არც ეს იქნება გამონაკლისი :forza: ვახ არ მჯერა შაბათ-კვირა ახლოვდება სანაკრებო შესარჩევები უკან დარჩა :down: არის აქ ვინმე ვისაც ეს შესარჩევები მოწონს ? :-?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.