ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი: ” ნამდვილი ფანები გუნდს რთულ დროს ქომაგობენ “

გუშინ “იუვენტუსმა” კიდევ ერთი ურთულესი შეხვედრა ჩაატარა. სამ თამაშში მოპოვებული ერთადერთი ქულა გასული სეზონის ტრიუმფატორებმა კბილებით გამოგლიჯეს “კიევოს”. ცხადია, გულშემატკივარს მატჩის სხვანაირი მიმდინარეობის იმედი ჰქონდათ, სანაკრებო შესვენების შემდეგ, ტიფოზები დამაჯერებელ სამ ქულას ელოდნენ. ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ისინი ფიქრობდნენ, რასაც პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ და მატჩის ბოლოს სტვენა და ობსტრუქცია მოჰყვა. ლეონარდო ბონუჩი ფანების ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა სოციალური ქსელების მეშვეობით, საკუთარი კრიტიკული მოსაზრებები დაეფიქსირებინა: “ ადვილია, სტადიონზე მოხვიდე და უგულშემატკივრო შენს გუნდს, როცა ყველაფერი კარგად მიდის. ნამდვილი ფანები რთულ მომენტში გქომაგობენ, რათა დაგეხმარონ. “იუვენტუსი” არის ის, ვინც მოედანზე გადის, ის ვიც სათადარიგოთა სკამზე ზის, ის, ვინც სახლში ტელევიზორიდან ადევნებს თვალ-ყურს ჩვენი გუნდის თამაშს. ჩვენი მთავარი სლოგანია finno alla fine, ყველას ერთიანობა გვმართებს. უნდა გვჯეროდეს “იუვენტუსის”, გუნდის, ამ პროექტის. ყოველთვის პოზიტიურები უნდა ვიყოთ. ახლა ჩვენი ფიქრები “ჩემპიონთა ლიგასთანაა”. ” -წერს ბონუჩი Facebook -ზე.

წყარო: ლეონარდო ბონუჩის ოფიციალური facebook გვერდი

4 thoughts on “ბონუჩი: ” ნამდვილი ფანები გუნდს რთულ დროს ქომაგობენ “

  1. შეკითხვა ნომერ 1!!! რატომ ჩავიგდეთ თავი რთულ სიტუაციაში მითხარით ვინმემ, ობიექტური არგუმენტებით და კი ბატონო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.