ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”საჭირო თამაშის ხარისხის მივუახლოვდით”

კიევოსთან მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი კმაყოფილი დარჩა გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით. იტალიელი სპეციალისტის თქმით ორი საწყისი მარცხის შემდეგ აუცილებელი იყო მომატება, გოლების გატანა და გამარჯვების მოპოვება, თუმცა ფეხბურთელებს უნდა სწამდეთ რომ მუხლჩაუხრელი შრომით და მოთმინებით ყველაფერი მიიღწევა:“ორი მარცხის შემდეგ მივუახლოვდით იმ ასპარეზობას, რომელსაც ვგეგმავდით. სიმართლე გითხრათ, გვსურდა მეტოქისთვის გაცილებით მეტი თამაშის საშუალება მიგვეცა, რაც თავისუფალ ზონებს გააჩენდა, მაგრამ საერთო ჯამში თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ. მარტო პირველ ტაიმში 5 საგოლე ეპიზოდი შევქმენით კიევოს კართან. საჭიროა კონცენტრაცია დადებით ასპექტზე მოხდეს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ამიტომ გვესაჭიროება მცირე დრო. კარგად გვესმოდა, რომ მიმდინარე სეზონი უფრო მძიმე იქნებოდა ვიდრე შარშანდელი. მოგვიწევს ინტენსიურ სტილში მუშაობის გაგრძელება, რადგან ჩემპიონთა ლიგის მატჩი გველის”.

“ისევ ამ მატჩის ანალიზს, რომ მივუბრუნდეთ, ნამდვილად არ მომეწონა ის ფაქტი, რომ ნახევარდაცვაში გაცილებით უკეთ შეგვეძლო ასპარეზობა. განსაკუთრებით მეორე 45 წუთში, როდესაც ქაოტურ სტილში ვთამაშობდით. სანაკრებო პაუზიდან გამომდინარე გუნდი სრული შემადგენლობით ჩემს განკარგულებაში მხოლოდ სამი დღით იმყოფებოდა. ახალწვეულებს კი გარკვეული დრო ესაჭიროებათ ადაპტაციისთვის.

ნამდვილად სურს დაუყონებლივ მივაღწიოთ დადებით შედეგს, მაგრამ რეალური აღქმის უნარი არ უნდა დავკარგოთ. მივიღოთ სატურნირო ცხრილი და უახლოეს მატჩებზე გავაკეთოთ კონცენტრაცია.

პოგბას სკამზე დატოვება? არ დაგავიწყდეთ, რომ მან ორი მატჩი ჩაატარა ფრანგების რიგებში და მცირე დასვენება ესაჭიროებოდა. იგივე ეხებათ კიელინის და ლიხტშტაინერს. პრობლემატურად გამოიყურება გოლების გატანა, მაგრამ გაცილებით ცივ სისხლიანები ვიყავით კიევოსთან, ვიდრე თავის დროზე უდინეზესთან და რომასთან.

ჩვენი მიზანი არ შეცვლილა. მარტში კლუბი უნდა იბრძოდეს სამივე ფრონტზე. ჩვენთვის ის ფაქტი, რომ სერია ა გაცილებით კონკურენტუნარიანი გახდა სიურპრიზი არ ყოფილა”.

 

“რთული მატჩი გამოდგა.. პირველივე დარტყმამ კარის მიმართულებით გაშვებული ბურთი მოგვიტანა, თუმცა არ დავდექით და გავაგრძელეთ ბრძოლა. სურვილი დიდი იყო, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერაფრით მოვახერხეთ. რა შედეგი უნდა გამოვიტანოთ ამ მატჩიდან? სამი ქულისთვის დაუღალავი სწრაფვა და ყველაფრის გაღება თითოეული ბურთის მოპოვებისათვის. რამდენიმე ჩვენგანი ახალწვეულია და შედეგად ადაპტირება მოგვიწევს ახალ გარემოსთან, რადგან მალე დავუბრუნდეთ გამარჯვებების გზას. ჩემპიონთა ლიგა? პირადად ჩემთვის ეს საოცარი მოვლენა იქნება, თუმცა მთავარია კლუბმა მიაღწიოს წარმატებას”– განცხადა მატჩისშემდგომ პაოლო დიბალამ.

 

ნაკლებად ვინმე რომ კმაყოფილი იყოს იმ ყოფით რაც ეხლა იუვეს თავს ხდება. გამონაკლისი არც გუნდის ახალწვეული ჰერნანეშია:“მაშინ როდესაც მინდორზე სამი ქულისთვის გადიხარ, ძნელია რაიმემ დაგაკმაყოფილოს. ძალების მაქსიმუმი გავიღეთ და რამდენიმე რეალური მომენტი შევქმენით, თუმცა დაგვაკლდა მცირეოდენი საფეხბურთო აგრესია, რომლის დახმარებითაც ავიღებდით ინიციატივას. უკვე სამშაბათს ვუბრუნდებით მინდორს, სადაც გამარჯვებას ოქროს ფასი ექნება”.

 

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
davit zivzivadze
9 years ago

ამას სხვა თამაშზე ხო არ უყურებია რა საგოლე მომენტები შევქმენითო პირველ ტაიმში ხო არ ჭმუჭნი ეე.. კიევოსთან რო 3-5-2 გადიხარ სათამაშოდ დავაი რა…

avto talakvadze
9 years ago

Ox ras daigruzeba sitis 1 anebii….memgoni ro ar wavagebt da aqcenti ligaze aqvt wels memgoni

ALLENATORE
9 years ago

8)

lexo doreuli
9 years ago

ეს იმდენს იზავს. სამეულის გარეშე დაგვტოვებს

zuriko vacheishvili
9 years ago

მე ალეგრის მჯერა რომ ყველაფერს გამოასწორებს.მასე მაურინიოს ჩელსიმაც ჩააგდო პირველი ტურები მაგრამ მაურინიოს შესაძლებლობებში არავის ეპარება ეჭვი.

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x